WELLOSOPHY
მთავარი

რატომ ვჭამ, მაშინაც კი, როცა მშიერი არ ვარ?

გამოქვეყნებული: 11.06.2024 | ავტორი: Julie Gunn

მდიდარია კალორიებით, ცხიმებით, შაქრით და მარილით, საკმაოდ მაცდური და იმდენად გემრიელი, რომ უბრალოდ არ გვინდა ჭამის შეწყვეტა - თუნდაც არ გვშიოდეს! უგემრიელესი საკვები გვიტოვებს სურვილს მივიღოთ მეტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი წონა და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები.

ჰიპერგემური საკვები, მდიდარია ენერგიით და გემრიელია! ცხიმის, შაქრისა და მარილის შერწყმა მაღალკალორიულ ნარევებში, ანიჭებს მას შესანიშნავ არომატს და საოცარ გემოს! ისინიიწვევენ მყისიერი კმაყოფილების შეგრძნებას, მაგრამ, როგორც წესი, არ გვანაყრებენ. გვიჩენენ სურვილს მივიღოთ მეტი საკვები.

რა არის ჰიპერგემური საკვები?

ჰიპერგემური საკვებს იწვევს სამი სპეციფიკური გემოს ინგრედიენტი, რომელსაც ადამიანი ხელით ქმნის: ცხიმი, შაქარი და მარილი, ჩვეულებრივ მარტივ ნახშირწყლებთან ერთად. ჰიპერგემური საკვები გვაცდუნებს - შესახედაობით, სურნელით და გემოთი. იწვევს ლტოლვას, რომლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა რთულია. წარმოიდგინეთ თქვენი საყვარელი ნამცხვრის სურნელი ცხობისას, ან ქუჩის სადგომის სუნი, სადაც ჰოთ-დოგები ან დაშაქრული თხილი იყიდება - მხოლოდ მეხსიერებაც საკმარისია იმისათვის, რომ ისინი მოგინდეთ!
ჰიპერგემური საკვების მაგალითები:
• ცხიმი და შაქარი: ნამცხვარი, დონატი, ფუნთუშები, ბრაუნი
• მარილი და ცხიმი: ბურგერი, ჰოთ-დოგი, პიცა, კარტოფილი ფრი

რატომ გვიყვარს ჰიპერგემური საკვები?

ჰიპერგემური საკვები გვაიძულებს ვიკვებოთ მხოლოდ სიამოვნებისთვის, ვიდრე შიმშილის გამო, რომელიც ცნობილია როგორც ჰედონური კვება. ტვინი ჩვეულებრივ გვეუბნება, როდის ვართ მშიერი (ჩვენ გვჭირდება ენერგია) და როდის ვართ დანაყრებული (ჩვენი ენერგია შევსებულია). მაგრამ ჰიპერგემური საკვების შემთხვევაში, ჩვენი ტვინი ფოკუსირებულია მხოლოდ სიამოვნებაზე და არა შიმშილზე.

უფრთხილდით ჰიპერგემური საკვებს

ჰიპერგემური საკვების პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ისინი მდიდარია კალორიით, მაგრამ არა საკვები ნივთიერებებით. ისინი ასევე შედარებით იაფია და ხელმისაწვდომი. მისი მიღება გვანიჭებს სიამოვნებას. როდესაც მივირთმევთ ჰიპერგემად საკვებს, ვკარგავთ საჭირო საკვებ ნივთიერებებს ორგანიზმისთვის, როგორიცაა მაღალი ხარისხის ცილები, დიეტური ბოჭკოები, ვიტამინები და მინერალები. ჰიპერგემური საკვები დაკავშირებულია ჭარბ წონასთან და მასთან დაკავშირებულ დაავადებებთან.

როგორ ავიცილოთ თავიდან ჰიპერგემური საკვები

• თქვენი დიეტის 80-90% დააფუძნეთ კვებითი ღირებულებით გაჯერებულ საკვებზე. 10-20% კი სამკურნალო თვისებებით გამორჩეულ საკვებზე.
• მოამზადეთ საკუთარი კერძები, რათა უკეთ გაიგოთ რას ჭამთ.
• ჩვეულებად აქციეთ კვების ეტიკეტების შემოწმება, რათა იცოდეთ რა საკვებ ნივთიერებებისა და კალორიების იღებთ.
• ყურადღება მიაქციეთ ინგრედიენტების ჯგუფს, როგორიცაა ცხიმი და მარილი, ცხიმი და შაქარი, შაქარი და მარილი - ჰიპერგემური საკვების ძირითადი ინგრედიენტები.
• უფრთხილდით ბუფეტს! კუჭს სურს ის, რასაც თვალები ხედავს, ამიტომ რაც უფრო დიდია საკვების მრავალფეროვნება, მით მეტია ზედმეტი ჭამის რისკი.
• ყველაფერი ზომიერად!

შეძენა

შთაგონების კუთხე

სხვა კატეგორიები