ასტა-რა? აი, რატომ არის ასტაქსანტინი აუცილებელი ჯანსაღი კანისთვის
გამოქვეყნებული: 20.12.2023 | ავტორი: Oriflame
ხშირად ამბობენ, რომ ჩვენ ვართ ის, რასაც ვჭამთ და ეს განსაკუთრებით ეხება ასტაქსანტინს. გარდა იმისა, რომ თავიდნ გაცილებთ მზისაგან დამწვრობას, ნაოჭებს, ეს ძლიერი ანტიოქსიდანტი კანს ანიჭებს სხვა ბევრ სარგებელს, რაზეც საუბარი ნამდვილად ღირს!
პირველ რიგში რა არის ასტაქსანტინი?
ეს მშვენიერი, მოწითალო ვარდისფერი ფერი, რომელიც მოგაგონებს ფლამინგოებს, ორაგულს, ლობსტერს, კრევეტებსა და ცხოველთა სამეფოში არსებულ სხვა საოცარ არსებებს. ამისთვის შეგიძლიათ მადლობა გადაუხადოთ ასტაქსანტინს! ეს არის ბუნებრივად წარმოქმნილი კაროტინოიდი (ბუნებაში ნაპოვნი პიგმენტი, რომელიც აძლევს ხილსა და ბოსტნეულს ნათელ ნარინჯისფერ, ყვითელ ან წითელ შეფერილობას), რომელიც უხვად გვხვდება მტკნარი წყლის მიკროწყალმცენარეებში. ასტაქსანტინი გვხვდება ორაგულის კუნთებში და ბევრი ვარაუდობს, რომ სწორედ ეს უზრუნველყოფს მათ გამძლეობას, რომელიც სჭირდებათ დინების ზემოთ ცურვისთვის. კიდევ ერთი მიზეზი, რატომ ისიამოვნოთ ამ გემრიელი თევზით!
რატომ უნდა გაზარდოთ ასტაქსანტინის მიღება?
1. გეხმარებათ ნაოჭების თავიდან აცილებაში
ბუნებრივი ასტაქსანტინი ხელს უწყობს ჯანსაღი კანის გაუმჯობესებას შიგნიდან! იგი აღწევს კანის ღრმა ფენებში, რათა უზრუნველყოს მავნე თავისუფალი რადიკალებისგან დაცვა, რომლებიც ანადგურებენ კანის კოლაგენს და ხელს უწყობენ წვრილი ხაზების და ნაოჭების წარმოქმნას.
2. გაძლევთ საშუალებას იყოთ ფორმაში
მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული ვარჯიში ძალიან სასარგებლოა, ვარჯიშმა შეიძლება გაზარდოს თავისუფალი რადიკალების გამომუშავება და გამოიწვიოს ოქსიდაციური სტრესი - შედეგად ანთება და ტკივილი, რის შედეგად ვერ ვარჯიშობთ ინტენსიურად. სწორედ ასტაქსანტინი დაგეხამრებათ ამ დროს. ის ხელს უწყობს კუნთების აღდგენას, გამძლეობას და იცავს კუნთებს თავისუფალი რადიკალებისგან, ასე რომ თქვენ იგრძნობთ თავს ძლიერად, როგორც ორაგული!
3. დაგეხმარებათ იმეგობროთ მზესთან
არასოდეს დაგავიწყდეთ SPF გამოყენება მზეზე ყოფნისას. თუმცა, ასტაქსანტინი ასევე ხელს უწყობს კანის დაცვას მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან. UVB სხივები აღწევს კანის გარე შრეში, ეპიდერმისში, რის შედეგადაც ხდება მზისგან დამწვრობა, ხოლო UVA სხივები უფრო ღრმად აღწევს დერმისში, რაც იწვევს ოქსიდაციურ სტრესს და ნაადრევ დაბერებას. ასტაქსანტინს კი შეუძლია შეაღწიოს კანის ყველა ფენაში, ის მოქმედებს როგორც ერთგვარი „შიდა მზისგან დამცავი“ და იცავს UVA-ს გამოწვეულ ოქსიდაციური სტრესისგან, ამცირებს ანთებას UVB ზემოქმედებისგან.
4. ეს არის ბუნების ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტი
მეტი მიზეზი რატომ გამოიყენოთ ასტაქსანტინი. დადასტურედა, რომ ეს ძლიერი ანტიოქსიდანტი 4.6-ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე ბეტა-კაროტინი, 110-ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე ვიტამინი E და 6000-ჯერ ძლიერი ვიდრე ვიტამინი C თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლისას. ზედმეტად კარგად ჟღერს და ეს სიმართლეა!
რა არის ასტაქსანტინის ათვისების საუკეთესო გზა?
ასტაქსანტინის მოხმარების გაზრდა ადვილი და გემრიელია. ასტაქსანტინით მდიდარ საკვებს მიეკუთვნება გარეული ორაგული და ორაგულის ზეთი (გარეული ორაგული შთანთქავს ასტაქსანტინის შემცველ მიკროწყალმცენარეებს), წითელი კალმახი, წყალმცენარეები, ლობსტერი, კრევეტები, კიბო და კიბორჩხალები. ასტაქსანტინი შეიძლება რეგულარულად მიიღოთ დანამატის სახით. ჩვენი Wellosophy ასტაქსანტინის და მოცვის ექსტრაქტი შემუშავებულია მტკნარი წყლის მიკროწყალმცენარეებით, რომლებიც ჩვეულებრივ გვხვდება შვედეთის არქიპელაგში და არის შესანიშნავი გზა თქვენს ყოველდღიურ რაციონში რამდენიმე სუპერ ანტიოქსიდანტის შესატანად!
ცნობები:
წვრილი ხაზების და ნაოჭების შემცირება და ტენიანობის შეკავებისა და ელასტიურობის გაუმჯობესება: Tominaga K et al., (2012). ასტაქსანტინის კოსმეტიკური სარგებელი ადამიანებზე. Acta Biochim Pol. 2012; 59 (1): 43-7. A0347
გამძლეობა: Earnest CP, Lupo M, White KM, Church TS. ასტაქსანტინის ეფექტი ველოსიპედის ქრონომეტრაჟის შესრულებაზე. Int J Sports Med (2011) 32(11):882–8. doi:10.105 5/s-0031-1280779
კუნთების აღდგენა: Djordjevic B, Baralic I, Kotur-Stevuljevic J, Stefanovic A, Ivanisevic J, Radivojevic N, et al. ასტაქსანტინის დანამატის ეფექტი კუნთების დაზიანებაზე და ოქსიდაციური სტრესის მარკერებზე ელიტარულ ახალგაზრდა ფეხბურთელებში. J Sports Med Phys Fitness (2012) 52(4):382–92.
ფოტოდაცვა: იტო, ნ. სეკი, ს. Ueda, F. ასტაქსანტინის დამცავი როლი ულტრაიისფერი გამოსხივებით გამოწვეული კანის გაუარესებისთვის ჯანმრთელ ადამიანებში - რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებადი კვლევა. ნუტრიენტები 2018, 10, 817.
ანტიოქსიდანტური გაზომვები: Nishida et al. (2007), კარეტინოიდული მეცნიერება. ტ. 11: 16-20