სტრესი კანს აბერებს?
გამოქვეყნებული: 19.08.2024 | ავტორი: Claire Allanson
თქვენ არ ხართ ერთადერთი, ვინც გრძნობს სტრესს. თქვენი კანიც იგივეს გრძნობს. რაც გამოხატულია მისი დაჭიმულობით, სიწითლით და ლაქებით. ამ ყველაფრის მიზეზი სწორედ რომ სტრესია. ისწავლეთ როგორ ამოიცნოთ ნიშნები, რომ მოარიდოთ სტრესი თქვენს კანს.
როდესაც სტრესის დონე მატულობს, ის გამოხატულია თქვენს განწყობასა და კანის გარეგნობაზეც. ჩვენ ყველამ ვიცით, რა გავლენას ახდენს ის ფსიქიკურ კეთილდღეობაზე, მაგრამ იცით თუ არა, რომ სტრესი კანის პრობლემების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია? უმეტესობისთვის, კანის დაძაბულობის სიმპტომები ხშირად არასწორად აღიქმება, როგორც ნაადრევი დაბერება.
რატომ მოქმედებს სტრესი კანზე
როდესაც გრძნობთ სტრესს, თქვენი სხეული ინსტინქტურად რეაგირებს ამ სტრესზე თქვენი სასიცოცხლო ორგანოების აღდგენაზე ფოკუსირებით. სამწუხაროდ, თქვენი კანი არ არის ამ პრიორიტეტულ სიაში, ასე რომ: სხეული მასში ენერგიას არ ხარჯავს.
ჩვენ ასევე ვიღებთ ადრენალინისა და კორტიზოლის - სტრესის ჰორმონს. ეს იწვევს კოლაგენის დაშლას და, საბოლოოდ, ნაადრევ დაბერებას. გარდა ამისა, სტრესს მოაქვს სისხლის მიმოქცევის დაქვეითება, რაც ნიშნავს, რომ თქვენი კანი იღებს ნაკლებ ჟანგბადს, ნაკლებ სასიცოცხლო საკვებ ნივთიერებებს და ნაკლებ ანტიოქსიდანტებს.
როგორ გამოიყურება დაძაბული კანი?
კანის სხვადასხვა სტრესული მდგომარეობის გამოვლინებამ, კანის დაზიანებული ბარიერის დამახასიათებელმა ნიშნებმა შეიძლება გაგიკვირდეთ.
დეჰიდრატაციიდან - რამაც შეიძლება კანი გახადოს უფერული, მშრალი, უხეში. ამ ყველაფერს კი შეუძლია გამოიწვიოს ნაადრევი დაბერება, ელასტიურობის დაკარგვა და წვრილი ხაზების და ნაოჭების გაზრდა. რომ აღარაფერი ვთქვათ ანთებაზე, როგორიცაა კანის შესამჩნევი სიწითლე და დისკომფორტის შეგრძნება.
შეიძლება თუ არა კანის მოვლის რიტუალმა შეამციროს სტრესი?
საბედნიეროდ, კანის მოვლისა და კეთილდღეობის სამყარო უფრო მეტად არის გადახლართული, ვიდრე ოდესმე. დღეს ადამიანები ეძებენ კანის ჯანმრთელობას - და რადგან ვიცით, რომ მუდმივი სტრესი შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს კანზე, კანის მოვლის ბრენდები ცდილობენ შეგიქმნათ კარგი განწყობა.
აღმოაჩინეთ Wellosophy კანის ახალ საშუალებებში – ის, რა თქმა უნდა, შექმნილია კანის პრობლემებისთვის, მაგრამ ასევე შექმნილია განწყობის ასამაღლებლად, გამაძლიერებელი სუნამოების ტექნოლოგიით, რომელიც მეცნიერულად დადასტურებულია, ისინი ააქტიურებენ თქვენს განწყობას და გამშვიდებენ.
ცხოვრება რთულია, მაგრამ თქვენი კანის მოვლა არ უნდა იყოს ასეთივე - დაუთმეთ დრო ყოველდღიურ ცხოვრების რუტინაში კანის მოვლას, რომელიც გახდება თქვენი თავის და კანის სრულყოფილი კავშირი. ეს კი დაგეხმარებათ გონების გადატვირთვაში და სტრესის მოხსნაში.
რუტინა გარდაიქმნება რიტუალში
ჩვენ ყველას გვაქვს კანის მოვლის რუტინა - და ყველას სურს გახადოს ის სწრაფი. წარმოიდგინეთ, რომ ეს ყოველდღიური რუტინა უფრო მეტში გადააქციოთ - კანის ყოველდღიური მოვლა თქვენი თავისადმი პატივისცემის მომენტად აქციეთ: კანის რიტუალი.
დაამატეთ ენერგიული მისტი თქვენს დილის რიტულას, დრო დაუთმოთ გამამხნევებელი სურნელის ჩასუნთქვას თქვენი დღის დასაწყებად. გონების დამამშვიდებელი ჰარმონიები გააძლიერებს პროდუქტის გამოცდილებას - იფიქრეთ, როგორც თვითმოვლის მიკრო მომენტები, მხოლოდ თქვენთვის არის.
ადაპტოგენები კანის სუპერძალა
ალბათ გსმენიათ აშვაგანდას ან ციმბირული ჟენშენის შესახებ – მაგრამ იცოდით, რომ ძველი ადაპტოგენები, მძლავრი მცენარეული ნივთიერებებია, რომლებიც მიიღება მცენარეებისგან, მათ შორის ბალახებისგან, ფესვებისგან და სოკოებისგან - და ისინი ოსტატები არიან სტრესისგან დაცვაში!
შექმნილია თქვენი კანის მოვლის საჭიროებებთან ადაპტირებისთვის, საიდუმლო მათ ანტიოქსიდანტებით მდიდარ თვისებებშია – რაც ხელს უწყობს სტრესით დაქვეითებული კანის ბალანსის აღდგენას. ასე რომ, თუ ჯანსაღი გარეგნობის კანი თქვენი სურვილების სიაშია, Wellosophy კანის მოვლის საშუალება შეიძლება იყოს პასუხი: კანის მოვლის პროდუქტებისთვის ზედმიწევნით შეირჩა 8 ადაპტოგენი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს კანის სიჯანსაღეს. ადაპტოგენის შედეგი? დამამშვიდებელი პროდუქტები, რომლებიც აღადგენს კანის მბზინავ, ახალგაზრდულ ფერს.
სიზმრების ელექსირი
ძილი - თქვენი დაძაბული კანის საუკეთესო მეგობარი
მას ეძახიან სილამაზის ძილს. ხარისხიანი დასვენება და რელაქსაცია აუცილებელია ოპტიმალური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის - და ჯანსაღი კანისთვის. ის არა მხოლოდ აძლიერებს ჩვენს იმუნურ სისტემას და აუმჯობესებს ტვინის ფუნქციას, არამედ კოლაგენის გამომუშავება პიკს აღწევს ღრმა ძილის დროს, რაც ეხმარება კანის უჯრედებს რეგენერაციაში.
ძილის წინ დაამატეთ დამამშვიდებელი პროდუქტი თქვენი ღამის კანის რიტუალს. ჩვენ გვიყვარს Wellosophy Relax & Recharge Sleep Face Elixir, აბრეშუმისებრი ზეთი შემუშავებული განწყობის გამაძლიერებელი სურნელის ტექნოლოგიით, რომელიც ამშვიდებს თქვენს განწყობას. და ის ასევე კვებავს თქვენს კანს ღამით, რაც მას ოცნებების ელექსირად აქცევს.
ასე რომ, თუ გრძნობთ სტრესს და არ მოგწონთ სახის კანი - კანის მოვლის რიტუალში ჩართეთ ღამის ელექსირი, რომელიც აგიმაღლებთ განწყობას.
აღმოაჩინეთ ყოველდღიური კანის მოვლის რიტუალების ძალა კანისა და განწყობის დასაბალანსებლად
შეძენა