არის თუ არა Wellosophy-ის პროდუქტები ხარისხიანი და უსაფრთხო?
გამოქვეყნებული: 05.11.2024 | ავტორი: Amy Murphy, BSc
ვიტამინების და სხვა კვებითი დანამატების ხარისხის შეფასება რთულია. როგორუნდა გაარკვიოთ რა არის უსაფრთხო თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის? Oriflame-ის მთავარი პრიორიტეტებია თქვენი ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და სიმშვიდე. ჩვენ მზად ვართ ვაწარმოოთ Wellosophy-ის კვებითი დანამატები, რომლებიც აკმაყოფილებს ხარისხისა და უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს. აი როგორ!
Wellosophy: გლობალური ბრენდი, გლობალური სტანდარტები
ჩვენ ვიყენებთ იგივე მაღალ სტანდარტებს მთელ მსოფლიოში, რათა უზრუნველვყოთ ხარისხი და სურსათის უსაფრთხოება ყველგან. ჩვენი მარეგულირებელი, უსაფრთხოებისა და ხარისხის გუნდები მჭიდროდ თანამშრომლობენ, რათა უზრუნველყონ უსაფრთხოება პროდუქტის განვითარების ყველა ეტაპზე.
Wellosophy-ის თითოეული პროდუქტი იწყება რისკის შეფასებით
პროდუქტის იდეის ჩაფიქრების მომენტიდან ჩვენ ვახორციელებთ რისკის საფუძვლიან შეფასებას, რათა გამოვავლინოთ პოტენციური ხარისხისა და სურსათის უვნებლობის რისკი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ინგრედიენტებიდან ან პროდუქტებიდან და მივიღოთ ზომები წარმოების დაწყებამდე, რათა თავიდან ავიცილოთ ეს რისკები.
ჩვენ ვიცავთ კანონებსა და წესებს.
საკვები დანამატები ექვემდებარება უამრავ სხვადასხვა კანონს და რეგულაციას მთელს მსოფლიოში. თუ რას შეიძლება შეიცავდეს მასში შემავალი ინგრედიენტები და როგორ შეიძლება მათი გაყიდვა. ჩვენ ვიცავთ მოქმედ საკანონმდებლო და მარეგულირებელ მოთხოვნებს თითოეულ ქვეყანაში, სადაც Wellosophy-ის პროდუქტები იყიდება. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ 100% სიმშვიდით აირჩიოთ ჩვენი პროდუქცია.
ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ სანდო მომწოდებლებთან
ჩვენი პროდუქციის წარმოებისთვის, დაწყებული ინგრედიენტებიდან დამთავრებული შეფუთვით, ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ სანდო მომწოდებლებთან და კონტრაქტორებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ჩვენი ხარისხის, უსაფრთხოებისა და მდგრადობის მაღალ სტანდარტებს. ჩვენი მომწოდებლები რეგულარულად ექვემდებარებიან აუდიტს და სერტიფიცირებულნი არიან სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის HACCP, BRC, IFS და FSCC.
ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ უსაფრთხო ინგრედიენტებს
Wellosophy-ის დანამატებსა და საკვებში გამოყენებული ყველა ინგრედიენტი გამოყენებამდე გადის უსაფრთხოების მკაცრ ტესტირებას. ინგრედიენტები მოწოდებულია ოპტიმალური დოზით, რათა უზრუნველყოს ჯანმრთელობის სარგებელი - ჩვენ არ ვიყენებთ ინგრედიენტების მეგა დოზებს, რაც ნიშნავს რომ ისინი უსაფრთხოა ყოველდღიური მოხმარებისთვის.
თითოეული პროდუქტი დამოუკიდებლად შემოწმებულია
Wellosophy-ის თითოეული პროდუქტი გადის დამოუკიდებელ (მესამე მხარის) ტესტირებას. ჩვენ ვმუშაობთ უამრავ აკრედიტებულ გარე პარტნიორთან, რომლებიც ატარებენ ლაბორატორიულ ტესტებს, რათა დარწმუნდნენ, რომ ჩვენი პროდუქცია აკმაყოფილებს Oriflame-ის მკაცრ სტანდარტებს ხარისხის, უსაფრთხოებისა და შესაბამისობის თვალსაზრისით.
ყველა პროდუქტი შემოწმებულია შენახვის ვადაზე
წარმოების პროცესში ჩვენი პროდუქტები გადიან სტაბილურობის ტესტირებას. ეს პროცესი განსაზღვრავს ჩვენი პროდუქციის შენახვის ვადას და ადასტურებს, რომ ისინი ინარჩუნებენ ხარისხს, ინგრედიენტების ბიოლოგიურ აქტივობას და უსაფრთხოებას ამ პერიოდში. პროდუქციის თითოეული პარტიის ტესტირება ხდება მის გამოშვებამდე, რათა უზრუნველყოფილ იქნას პროდუქტის უსაფრთხოება და ხარისხი წარმოების პროცესი, რაც უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას, მაღალი ხარისხის პროდუქტის წარმოებას.
Wellosophy-ის არჩევით თქვენ ირჩევთ საუკეთესოს
თქვენი კეთილდღეობა და სიმშვიდე განაპირობებს ჩვენს ერთგულებას ხარისხისა და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების მიმართ ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ. რომელი პროდუქტიც არ უნდა აირჩიოთ, როდესაც ირჩევთ Wellosophy პროდუქტს, თქვენ ირჩევთ საუკეთესოს.