რატომ არ შემიძლია შევწყვიტო ჭამა, მაშინაც კი, როცა მშიერი არ ვარ? ჰიპერ გემრიელი საკვების განმარტება

ის მდიდარია კალორიებით, ცხიმებით, შაქრით და მარილით, მას აქვს დაბალი კვებითი ღირებულება, სამარცხვინოდ მაცდური და იმდენად შეუდარებლად გემრიელი, რომ უბრალოდ არ გვინდა მისი ჭამის შეწყვეტა - თუნდაც მშიერი არ ვიყოთ! უგემრიელესი საკვები გვიტოვებს მეტის სურვილს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი წონის მომატების რისკი და გახდეს ჯანმრთელობის პრობლემების გამომწვევი.

ჰიპერ გემრიელი საკვები არის ენერგიით მდიდარი და გემრიელი! ცხიმის, შაქრისა და მარილის მშვენიერი შერწყმა მაღალკალორიულ ნარევში, ქმნის შესანიშნავ სურნელს და საოცარ გემო! თუმცა მათი მირთმევით არ ხარ დანაყრებული. ამიტომ გინდა მეტი და მეტი მიირთვა ყოველდღიურად.

რა არის ჰიპერ გემრიელი საკვები?

ჰიპერ გემრიელი საკვების შეუდარებელი ბუნება მოდის ადამიანის მიერ ხელით შერწყმული სამი სპეციფიკური გემოს გამომწვევი ინგრედიენტისგან: ცხიმი, შაქარი და მარილი, ჩვეულებრივ მარტივ ნახშირწყლებთან ერთად. ჰიპერ გემრიელი საკვები მრავალი თვალსაზრისით გვაცდუნებს - იმისდა მიხედვით, თუ როგორ გამოიყურება, როგორი სუნი აქვს და როგორი გემო აქვს, რაც იწვევს ლტოლვას მის მიმართ და რომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა რთულია. წარმოიდგინეთ თქვენი საყვარელი ნამცხვრის სუნი, ან ქუჩის სადგომის სუნი, სადაც ჰოთ-დოგები ან დაშაქრული თხილი ყიდება - მხოლოდ მეხსიერებაც საკმარისია იმისათვის, რომ ნერწყვი მოგადგეთ!

ჰიპერ გემრიელი საკვების მაგალითები:

ცხიმი და შაქარი: ნამცხვრები, დონატი, ნამცხვარი ბრაუნი

მარილი და ცხიმი: ბურგერი, ჰოთ-დოგი, პიცა, კარტოფილი ფრი

რატომ არ შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ ჰიპერ გემრიელ საკვებს?

ჰიპერ გემრიელი საკვები გვაიძულებს ვიკვებოთ მხოლოდ სიამოვნებისთვის, ვიდრე შიმშილის გამო, რომელიც ცნობილია როგორც ჰედონური კვება. ტვინი ჩვეულებრივ გვეუბნება, როდის ვართ მშივრები (ჩვენ გვჭირდება ენერგია) და როდის ვართ სავსე (ჩვენ საკმარის ენერგიას გამოვიყენებთ). მაგრამ ჰიპერ გემრიელი საკვების შემთხვევაში, ჩვენი ტვინი ფოკუსირებულია მხოლოდ სიამოვნებაზე - გვაიძულებს მივიღოთ მსგავსი საჭმელი მაშინაც კი, თუ არ გვშია.

 

ფრთხილად იყავით ჰიპერ გემრიელი საკვების საშიშროებისგან!

ჰიპერ გემრიელი საკვების პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი სავსეა ენერგიით, ეს ნიშნავს რომ გაჯერებულია მაღალი კალორიებით და დაბალი საკვები ნივთიერებებით. ისინი ასევე შედარებით იაფია და ხელმისაწვდომი. ამას დაუმატეთ ის სიამოვნება, რომელსაც ვიღებთ მათმოხმარებისას და გამოგვივა შესანიშნავი ქარიშხალი. როდესაც რეგულარულად მივმართავთ ჰიპერ გემრიელ საკვებს, არა მხოლოდ ვკარგავთ ჩვენ ორგანიზმის საჭირო მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებებს, როგორიცაა მაღალი ხარისხის ცილები, დიეტური ბოჭკოები და ვიტამინები და მინერალები, არამედ ვიღებთ იმაზე მეტ კალორიას, ვიდრე ჩვენს ორგანიზმს სჭირდება. ჰიპერ გემრიელი საკვები - დაკავშირებულია ჭარბ წონასთან და მასთან დაკავშირებულ დაავადებებთან.

 

რისი გაკეთება შეგიძლიათ რომ აირიდოთ ჯანმრთელობის რისკები გამოწვეული ჰიპერ გემრიელი საკვების მიღებისგან?

• თქვენი დიეტის 80-90% დაფუძნეთ ნუტრიენტებით მდიდარ საკვებზე, რათა გამოკვებოთ თქვენი სხეული. ხოლო 10-20% დატოვეთ იმისთვის რომ გამოკვებოთ თქვენი სული.

• მოამზადეთ საკუთარი კერძები, რათა უკეთ გაიგოთ რას ჭამთ.

• ჩვეულებად აქციეთ კვების ეტიკეტების შემოწმება, რათა იცოდეთ საკვები ნივთიერებებისა და კალორიების შესახებ, რომელთა მიღებასაც აპირებთ.

• ყურადღება მიაქციეთ ინგრედიენტების ჯგუფს, როგორიცაა ცხიმი და მარილი, ცხიმი და შაქარი, შაქარი და მარილი - ჰიპერ გემრიელი საკვების ძირითადი ინგრედიენტები. 

• უფრთხილდით კვებით ობიექტებს! კუჭს სურს ის, რასაც თვალები ხედავს, ამიტომ რაც უფრო დიდია საკვების მრავალფეროვნება, მით მეტია ზედმეტი ჭამის რისკი.

• ყველაფერი ზომიერად!

ტექსტი: