1. დაუმეგობრდი უჯრედისს
უხსნადი საკვები ბოჭკოები ხელს უწყობს ორგანიზმში ქოლესტერინის რაოდენობის შემცირებას, ტოქსინების გამოყოფას და შაქრის დონის ნორმალიზებას. გარდა ამისა, ეს არის საკვები კუჭ-ნაწლავის სასარგებლო მიკროორგანიზმებისთვის. საუზმისათვის მოამზადე შვრიის ფაფა, სმუზიში დაამატე კენკრა, ხოლო წასახემსებლად მიირთვი მზესუმზირა და თხილეული — უკვე რამდენიმე დღეში იგრძნობ სიმსუბუქეს.
2. დაამატე პრობიოტიკები
პრობიოტიკებზე დღეს ყველა საუბრობს — ეს არის 2019 წლის ჯანსაღი ცხოვრების სტილის ერთ-ერთი მთავარი ტრენდი. დადასტურებულია: ისინი დადებითად ზემოქმედებენ გუნება-განწყობილებაზე, საკვების მომნელებელ პროცესზე და იმუნურ სისტემაზე. მიაწექი იოგურტს, კეფირს, კომბოსტოს მწნილსა და ყველეულს.
3. უარი თქვი შაქარზე
დიახ, ჩვენ ვიცით, რომ ძალიან რთულია უთხრა «არა» ფუნთუშას, შოკოლადს ან ტორტის ნაჭერს. შეწყვიტე მავნე წახემსება, თუნდაც დროებით: ასე შენ შეძლებ კუჭ-ნაწლავის მიკლოფორისთვის ზიანის შემცირებას და ორგანიზმს აღდგენის საშუალებას მისცემ. ეცადე მიირთვა რაც შეიძლება მეტი საკვები შემადგენლობის გარეშე შეფუთვაზე.