თქვენი კუჭი დაკავებულია და მოქმედებს დღეში 24 საათის განმავლობაში: ის განუწყვეტლივ ამუშავებს საკვებს, აბსორბირებს საკვებ ნივთიერებებს და გამოყოფს ყოველივე ზედმეტს. მისი მუშაობა მხოლოდ საკვების მონელებით არ მთავრდება. დავიწყოთ თუნდაც იმით, რომ თქვენი იმუნური უჯრედების 70% სწორედ კუჭის ზედაპირზე მდებარეობს — ეს არის ფრონტის წინა ხაზი, რომელიც პათოგენური მიკროორგანიზმებისაგან გიცავთ.
კუჭის ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ჩვენი მიკრობიომის, კარგი და ცუდი მიკროორგანიზმებისგან შემდგარი ეკოსისტემის მდგომარეობა. აქ მოცემულია ოთხი მარტივი ნაბიჯი, რომლებიც ხელს შეუწყობს თქვენი მიკრობიომის დაბალანსებას.
ადამიანთა უმრავლესობა მას საკმარისი რაოდენობით არ იღებს. რეკომენდებული ნორმა შეადგენს დღეში 30 გრამს, მაგრამ საშუალოდ საკვებთან ერთად ჩვენ მხოლოდ 23 გრამს მოვიხმართ. უჯრედისი — ეს არის ერთგვარი საკვები სასარგებლო მიკროორგანიზმებისთვის; ის აუმჯობესებს კუჭის მიკროფლორას და ასტიმულირებს საჭმლის მონელებას.
ლაიფჰაკი: შეეცადეთ მიირთვათ რაც შეიძლება ნაკლები მზა, გადამუშავებული საკვები და გაზარდოთ უჯრედისის ყოველდღიური მიღება ახალი ბოსტნეულის, ხილის, მთელმარცვლოვანი პურის და ბურღულეულის მოხმარების გზით.
2. დალიეთ წყალი საკმარისი რაოდენობით
საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კუჭ-ნაწლავის სისტემის ჯანმრთელობისთვის და მისი რეგულარული მოქმედებისთვის. წყლის ნაკლებობა იწვევს ყაბზობას, შებერილობას და დისკომფორტს.
ლაიფჰაკი: შეეცადეთ დალიოთ დღეში 8-10 ჭიქა წყალი. მოერიდეთ შაქრიან სასმელებს, რომლებიც ზედმეტ კალორიებს შესძენენ თქვენს რაციონს. მიირთვით პროდუქტები, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით წყალს: იოგურტი, საზამთრო, ნესვი, წვნიანები.
3. გამოიყენეთ ფერმენტირებული პროდუქტები
უჯრედისი, რომელზეც პირველ პუნქტში ვიმუშავეთ, გახდება საკვები უკვე არსებული სასარგებლო ბაქტერიებისთვის. ხოლო მათი რიცხვის გასაზრდელად გამოიყენეთ ფერმენტირებული პროდუქტები, რომლებიც შეიცავს ცოცხალ პრობიოტიკებს: იოგურტი, კეფირი, კიმჩი, კომბუჩა.
ლაიფჰაკი: სხვადასხვა პროდუქტები შეიცავს სხვადასხვა ტიპის პრობიოტიკებს. მიირთვით რაც შეიძლება მრავალფეროვანი საკვები იმისათვის, რომ გაზარდოთ მიკრობიომის ვარიაციულობა.
4. დაამატეთ აქტიურობა
სპორტის ნებისმიერი სახეობა აძლიერებს კუჭ-ნაწლავის პერესტალტიკას. აერობული ვარჯიშები ასტიმულირებენ მას სისხლის მიმოქცევის გაძლიერების გზით, ხოლო გაწელვა და იოგა მოქმედებს, როგორც მასაჟი შიგნიდან.
ლაიფჰაკი: იმ შემთხვევაშიც, თუ სპორტი არ გიყვართ, შეეცადეთ დღის წესრიგში შეიტანოთ მარტივი აქტივობები: მოერიდეთ ლიფტებს, ავტობუსიდან გადმოდით ერთი გაჩერებით ადრე და გააკეთეთ მსუბუქი მოთელვა ყოველ ერთ საათში, თუ ჯდომითი სამუშაო გაქვთ.