მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მტკიცე მეგობრობა ისეთივე ძლიერ გავლენას ახდენს ჩვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე, როგორც სპორტი და ჯანსაღი კვება. ის ამცირებს სისხლის წნევას და ქოლესტერინის დონეს, გვეხმარება სტრესების იოლად დაძლევაში და ავადმყოფობის შემდეგ სასიცოცხლო ძალების აღდგენაში, ხოლო შინაგანი ჰარმონიისთვის ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც ახლო ნათესავებთან თბილ ურთიერთობებს.
2. ცხოვრება უგრო მეტად გვიხარია
სტრესები სამსახურში, ავადმყოფობა, დაღლილობა, საყვარელ ადამიანთან განშორება — რაც არ უნდა მოხდეს, მეგობრები ყოველთვის დაგეხმარებიან იმაში, რომ სიტუაციას გვერდიდან შეხედო და ახალი, მოულოდნელი კუთხით დაინახო. სწორედ ასე დგება სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი! ხოლო გულახდილი საუბრები და გულწრფელი სიცილი უარყოფითი ემოციების კვალს შლის. ცხოვრების შავი ზოლების გადალახვა გაცილებით იოლია იმ ადამიანებთან გვერდიგვერდ, ვინც საკუთარი თავივით გიცნობს და ესმის შენი. სევდიანი ფილმების ფონზე, ვეებერთელა ნაყინის მირთმევაზე მეტად და ნებისმიერ საუკეთესო ფსიქოლოგთან გასაუბრებაზე უკეთ, ახლო მეგობრები გაგიგებენ და მხარში ამოგიდგებიან. ისინი ადვილად პოულობენ სწორ სიტყვებს და როცა ყველაფერი უკან რჩება, გულწრფელად უხარიათ ჩვენი გამარჯვება.
3. ჩვენ ვაღწევთ წარმატებას
ადამიანებს შორის ნებისმიერი ურთიერთობა, თანამშრომლობით დაწყებული ქორწინებით დამთავრებული, მეგობრობით იწყება. ის გვეხმარება სხვადასხვა ადამიანებთან დიალოგის ფასდაუდებელი უნარ-ჩვევის ჩამოყალიბებაში: ვსწავლობთ საერთო ენის გამონახვას დიამეტრულად საწინააღმდეგო მსოფლმხედველობის მქონე ადამიანებთანაც.
ნამდვილი მეგობრობა იგება «1+1=11» ფორმულის მიხედვით: იდეების და გამოცდილების ურთიერთგაზიარებით თქვენ ოცნებების ასრულებაში ეხმარებით ერთმანეთს. ასეთ მეგობრებთან შეუძლებელია მთელი დღის განმავლობაში დივანზე იწვე და ჩიფსების პაკეტები აცარიელო: შენ იზრდები და პიროვნულად ვითარდები, გეცვლება აზროვნება, დამოკიდებულება სამყაროსადმი, ისწრაფვი გასცე მეტი, იყო გულუხვი და კეთილი საქმეები აკეთო.
ერთი მხრივ, მეგობრობა გამუდმებით გვაიძულებს კომფორტის ზონის საზღვრებიდან გამოსვლას, მაგრამ, მეორე მხრივ, სწორედ ის იქცევა სითბოს და სიმშვიდის ოაზისად დიდი ქალაქის უდაბნოში. სწორედ ის არის უსაფრთხო სივრცე, სადაც მძიმე დღის შემდეგ შეგიძლია მოეშვა, დამშვიდდე და თავი იგრძნო ჰარმონიულად, ბედნიერად და თავისუფლად.
რედაქტორის რჩევა
სასიამოვნოა საუკეთესო მეგობრისთვის სიურპრიზების გაკეთება, მისი სურვილების გამოცნობაც დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან ბევრი გაქვთ საერთო: საყვარელი ფილმები, მუსიკა, რესტორნები, გემოვნება ჩაცმულობაში. თქვენ იმდენად ახლოს ხართ, რომ მისთვის ყველაზე ინტიმური საჩუქრის — სუნამოს არჩევაც კი შეგიძლია.
ყურადღება გაამახვილე Friends World for Her არომატზე არომატზე კვირტისთავას ნოტით «მის ბატერფლაი». ყვავილოვანი არომატი იმისთვის, ვინც აფასებს ნამდვილ მეგობრობას. ის გაცილებით მეტს იტყვის თქვენი მეგობრობის ძალაზე, ვიდრე სიტყვებით შეიძლება გამოხატო. კვირტისთავა განთქმულია თავისი დაუსრულებელი ყვავილობით: საკმარისია ერთი კოკორი მოწყვიტო და მის ადგილზე რამდენიმე ახალი ამოდის. ნამდვილი მეგობრობაც სწორედ ასეთია: განსაცდელების შემდეგ უფრო ძლიერდება და მტკიცდება.