სახის აღწერილობა: რაზე მეტყველებს გამონაყარი სახეზე

თუ არასასიამოვნო გამონაყარი დროდადრო ჩნდება თქვენს კანზე ერთი და იგივე ადგილას ე.ი. პრობლემა უფრო ღრმაა. მოვიშველიოთ სახის ღწერილობის შედგენის ძველი ბერძნული ტრადიცია. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება.

შუბლი
სახის აღწერილობის შექმნის ენთუზიასტები ამტკიცებენ, რომ შუბლი არის ნერვული სისტემის და საჭმლის მომნელებელი ორგანოების მდგომარეობის მაჩვენებელი. გამონაყარი შუბლის არეში ჩვეულებრივად სტრესის შედეგია, ე.ი. მასთან საბრძოლველად გამოგვადგება იოგა ან მედიტაცია ასევე საჭმლის მომნელებელი ოგანოების დასახმარებლად არ დაგავიწყდეს დალიო საკმარისი წყალი და ჩართე რაციონში მარცვლოვნები, ხილი და ბოსტნეული.  

წარბებს შორის ადგილი
თუ შენ მუდმივად გიჩნდება პრობლემები წარბებს შორის კანზე ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს თირკმელების მდგომარეობასთან, ღვიძლის ან საჭმლის გადამამუშავებელ ორგანოებთან. უარი თქვი ალკოჰოლზე, ცხიმიან საჭმელზე და მოწევაზე - მავნე ჩვევებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ამ ორგანოებზე. ასევე ამის მიზეზი შეიძლება იყოს შენი ინდიდვიდუალური მდგომარეობა, კერძოდ: რძის პროდუქტებისა და ხორბლისგან დამზადებული პროდუქტების  აუტანლობა. 

ცხვირი
ტრადიციული მედიცინის მიმდევრები თვლიან, რომ ცხვირი დაკავშირებულია მთელს სასუნთქ სისტემასთან, ძირითადად ფილტვებთან და ასევე გულთან. თუ შენ შეგაწუხა ცხვირზე გამონაყარმა ,აზრი აქვს შეამოწმო წნევა და გადახვიდე უფრო დაბალი გლიკემიური ინდექსის საკვებზე. ასევე, შესაძლებელია დაფიქრდეთ: გამორიცხოთ რაციონიდან ხორცი, ყავა, ალკოჰოლი და ცხარე საჭმელი. 


მარჯვენა ლოყა
ჩინურ  მედიცინაში სხვაობას სხეულის მარჯვენა და მარცხენა მხარეებს შორის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თუ შენ ამჩნევ გამონაყარს მარჯვენა ლოყაზე, შესაძლოა შენს ფილტვებს სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. შენ დაგეხმარება რეგულარული კარდიოკავშირები. სასუნთქი ვარჯიშები და მოწევაზე უარის თქმა. ასევე გახლავთ სისხლში შაქრის ინდიკატორი, ასე რომ ნუ დააწვები ღვიძლს.


მარცხენა ლოყა
მარცხენა ლოყა დაკავშირებულია ღვიძლთან, ამიტომ თუ მასში ყველაფერი რიგზე არაა, უარი თქვი ალკოჰოლსა და ცხიმიან საჭმელზე ჯანსაღი ცხოვრების წესი და სწორი დიეტა დაგეხმარებათ გამოასწოროთ სიტუაცია.


ზონა ცხვირის ნესტოებთან
ამ ზონაზე არსებული პრობლემები ხშირად დაკავშირებულია წვრილი ნესტოების მდგომარეობასთან. თავი აარიდე მეტად ცივ სასმელებს და აწარმოე კვების დღიური, რათა ზუსტად განვსაზღვროთ რა გახდა გამონაყარის მიზეზი.


ნიკაპი
კანის  მდგომარეობა ნიკაპის არეში შეიძლება გამოჩნდეს პრობლემები ელენთასთან, საჭმლის გადამამუშავებელ სისტემასთან ან თირკმელებთან. მის გადაწყვეტაში დაგვეხმარება ჯანსაღი კვება და ცხოვრების აქტიური წესი. ამის გარდა, მუწუკები ნიკაპზე შეიძლება მეტყველებდეს ჰორმონალური ბალანსის დარღვევაში, ამიტომ ისინი ხშირად ჩნდებიან დაწყებამდე - ამ შემთხვევაში ღირს მივმართოთ  რჩევისთვის დერმატოლოგს. 


ქვედა ყბის ხაზი
გამონაყარი ქვედა ყბის ხაზის გასწვრივ შეიძლება ამტკიცებდეს პრობლემებს მსხვილ ნაწლავთან დაკავშირებით და კერძოდ სწორ ნაწლავთან, ამიტომ ეცადეთ ჩართოთ თქვენს რაციონში მეტი პროდუქტები მდიდარი უჯრედისით და ასევე დალიეთ ბევრი წყალი.ამის გარდა ეს  ამტკიცებს პრობლემებს კბილებთან და  სიგნალია იმისა, რომ დროა ვეწვიოთ სტომატოლოგს. ჰორმონალური დისბალანსი ასევე აისახება კანის მდგომარეობაზეც.  

ორიფლეიმის ექსპერტი მელინა გალეადი გირჩევთ
"კანის კომპლექსური მოვლა - ცხოვრების ჯანმრთელი წესის მნიშვნელივანი შემადგენელი ნაწილია, რომელიც მოწოდებულია დაეხმაროს კანს გამოიყურებოდეს ხუთიანზე. ამის გარდა,მიაქციე ყურადღება შენი მობილური ტელეფონის სისუფთავეს და მაკიაჯის ფუნჯებს, არ შეეხო სახეს განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა და ყოველთვის დაიბანე ხელები მანამდე სანამ წაისვავ კრემს. ეს პატარა ხრიკები მოგცემენ შესამჩნევ ეფექტს. თუ მუწუკი მაინც გაჩნდა, დარწმუნდი რომ ეს არაა რეაქცია რომელიმე გარკვეულ პროდუქტზე, რაც ძალიან ხშირად ხდება. იმ შემთხვევაში თუ შენ დიდი ხანია აკნე გაწუხებს, უნდა მიხვიდე სპეციალისტთან: ექიმი-დერმატოლოგი დაგეხმარება იპოვო პრობლემის ნამდვილი მიზეზი".





ტექსტი: ფოტო: Oriflame