მთავარი
რა კავშირშია ძილი, სილამაზე და კანის ჯანმრთელობა?
რა კავშირშია ძილი, სილამაზე და კანის ჯანმრთელობა?
ძილს ტყუილად არ ეძახიან მაგიურ მდგომარეობას! ლამაზი და ჯანსაღი კანის ძიებაში დიდი წვლილი ხარისხიან ძილს მიუძღვის. ძილს პრიორიტეტები მხოლოდ მბზინავი კანის გამო არ უნდა მიანიჭო. ეს თქვენი საერთო კეთილდღეობის შეუცვლელი კომპონენტია. მიუხედავად იმისა, გაინებივრებთ თავს მდიდრული ღამის კრემით თუ ივარჯიშებთ დაწოლამდე, ყოველი ნაბიჯი გაახლოებთ ბალანსის მიღწევას შინაგან ჯანმრთელობასა და გარეგნულ სილამაზეს შორის.

ძილის გავლენა კანზე

შეძენა
ძილის დროს სახის კვება
მოდით ვისაუბროთ სილამაზეზე! ძილის დროს თქვენი ორგანიზმი აღდგენის რეჟიმში გადადის. მუშაობს უჯრედების რეგენერაციაზე და კოლაგენის გამომუშავების სტიმულირებაზე. მსუბუქი მულტიაქტიური ღამის კრემი Novage+, გამამკვრივებელი ღამის კრემი Royal Velvet და Waunt “Renewal Effect” სახის ნიღაბი გახდებიან თქვენი ძლიერი მოკავშირეები ამ გზაზე. ეს პროდუქტები შექმნილია სპეციალურად თქვენი კანის ღამის რიტმთან სინქრონიზაციისთვის, რაც აჩქარებს კანის ბარიერის აღდგენის პროცესს ღამით. ახლა კი, მაშინაც კი, როცა ტკბილად გძინავთ, თქვენს კანს შეუძლია ისარგებლოს ინდივიდუალური კოსმეტიკური პროცედურებით.
შეძენა
დაემშვიდობეთ მუქ წრეებს თვალების გარშემო
ოდესმე გიფიქრიათ, რატომ იწვევს უძილო ღამეები თვალების ქვეშ უსიამოვნო მუქი წრეების გაჩენას? ძილის ნაკლებობა არ არის მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა, მან შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვების გაფართოება, ეს კი თავისთავად გულისხმობს მუქ წრეებს და შეშუპებას. საბედნიეროდ, ჩვენი Novage+ Bright ინტენსიური პიგმენტაციის საწინააღმდეგო თვალის კრემი გამდიდრებულია Bio Lumilock ტექნოლოგიით, რომელიც კლინიკურად გამოცდილია ჰიპერპიგმენტაციის ნიშნების შესამცირებლად. თუ თქვენ გსურთ ღამით აღადგინოთ თვალის გარეშემი კანი, Waunt Revitalizing თვალის კრემი შეიცავს დამუშავებულ ავოკადოს პოლიფენოლებს, რომლებიც შესამჩნევად ანათებს მუქ წრეებს და აძლევს თქვენს კანს ჯანსაღ ბზინვარებას.

უფრო მეტი ვიდრე კანის ნორმალური მოვლა

საღამოს რიტუალები მშვიდი ძილისთვის
ძილის პრობლემის მოგვარება მხოლოდ კანის მოვლის საშუალებით არ შემოიფარგლება. ეს არის ჰოლისტიკური მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს თქვენს ჯანმრთელობას და ავსებს კანის მოვლის რუტინას. ერთი ჭიქა მცენარეული ჩაი გვირილით ან ლავანდით ძილის წინ დაგეხმარებათ დაასვენოთ თქვენი სხეული და გონება და გააუმჯობესოთ თქვენი ძილის ხარისხი. მნიშვნელოვანია სწორი საწოლის შერჩევაც. აირჩიეთ სუნთქვადი ქსოვილები, როგორიცაა ბამბა და გამოიყენეთ ანატომიური ბალიში ყველაზე შესაფერისი ატმოსფეროს შესაქმნელად. ასევე გამოიყენეთ სპრეი დამამშვიდებელი სურნელებით, რომელიც ნაზად გადაგიყვანთ ოცნების ქვეყანაში.
გადადი ოფლაინ რომ დაისვენო
დღევანდელ ციფრულ ეპოქაში, ჩვენ მუდმივად ვიმყოფებით ეკრანების წინ რომელებიც ასხივებენ ლურჯ შუქს. ხელოვნური სინათლის მუდმივმა ზემოქმედებამ შეიძლება დაარღვიოს ჩვენი ცირკადული რიტმი, რაც ართულებს განტვირთვასა და მშვიდი ძილისთვის მომზადებას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დაძინებამდე ერთი საათით ადრე თავი დააღწიოთ ციფრულ ტექნიკას. ეს მარტივი ქმედება თქვენს სხეულს მიანიშნებს, რომ დასვენების დროა. გამოიყენეთ ეს დრო წიგნის წასაკითხად, მედიტაციისთვის ან უბრალოდ მშვიდი მომენტებით ტკბობისთვის და თქვენი ძილი კიდევ უფრო ეფექტური გახდება.
შეძენა
ღამის მსუბუქი მულტიაქტიური კრემი Novage+ (ნოვეიჯ+)
(0)
Novage+
ღამის მსუბუქი მულტიაქტიური კრემი Novage+ (ნოვეიჯ+)
90,00 GEL

შთაგონების კუთხე

ჰორმონალური კანის მოვლა: როგორ მოვუაროთ კანს ციკლის პერიოდში
კანის მოვლა

ჰორმონალური კანის მოვლა: როგორ მოვუაროთ კანს ციკლის პერიოდში

აღმოაჩინეთ ჰორმონალური კანის მოვლის საშუალებები და ისწავლეთ როგორ დააკავშიროთ თქვენი კანის მოვლის რუტინა თქვენს მენსტრუალურ ციკლთან. მოარგეთ კანის მოვლის საშუალება თქვენს ჰორმონებს, რათა კანმა შეინარჩუნოს ბრწყინვალება მთელი თვის განმავლობაში.

დეტალურად

სხვა კატეგორიები

სტატიები სილამაზეზე
სტატიები სილამაზეზე