კანის მოვლა
მთავარი

გაწუხებს აკნე? დააღწიე თავი მათ ჩვენი რჩევებით

გამოქვეყნებული: 03.05.2024 | ავტორი: Oriflame

დაიბრუნეთ თავდაჯერებულობა პროდუქტებით, რომლებსაც იყენებთ კანის მოვლის რუტინაში. აღმოაჩინეთ ცხიმის გამწმენდი პროდუქტები, რომელიც შექმნილია სახის კანის აღდგენისთვის. გაეცანი ჩვენ რჩევებს.

რა იწვევს მოზრდილებში აკნეს

ასაკის მიუხედავად, აკნე ყველა ჩვენგანის პრობლემაა. არსებობს მთელი რიგი ფაქტორები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აკნე, მაგრამ მოზრდილებში მთავარი ფაქტორი ჰორმონალური დარღვევაა. ჰორმონები არეგულირებენ ყველაფერს. შიმშილის სიგნალებს. ღვიძილის ციკლს, მენსტრუაციას, ორსულობას, მენოპაუზას. თუ თქვენი ჰორმონები არ არის ბალანსირებული, ამან შეიძლება გამოიწვიოს ცხიმის გაზრდა, რაც იმოქმედებს თქვენს კანზე.
ბევრი ზრდასრულისთვის აკნე რეალობაა. ბოლო კვლევების თანახმად, ქალების 50% განიცდის აკნეს ცხოვრების გარკვეულ მომენტში და თითქმის 1/3 არის 25 წელზე უფროსი ასაკის ქალები.
არ მისცეთ უფლება აკნეს მოახდინოს ზეგავლენა თქვენს თავდაჯერებულობაზე. გამოიყენეთ აკნეს საწინააღმდეგო პროდუქტები კანის მოვლის რუტინაში და ისიამოვნეთ უფრო ნათელი, გაბრწყინებული სახის ფერით.

შეიტყვეთ მეტი

როგორ მოვუაროთ აკნესადმი მიდრეკილ კანს

ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილებების მოსაძებნად, ჩვენ გადავხედეთ თუ რა ინგრედიენტებს შეიცავს კანის პროდუქტები, რომლებიც სპეციალურად არის შემუშავებული ზრდასრულთა აკნეს სამკურნალოდ. აი, რა უნდა იცოდეთ:

• სალიცილის მჟავა: ეს ბეტა ჰიდროქსი მჟავა (BHA) გვხვდება აკნეს საწინააღმდეგო ბევრ პროდუქტში. ის ღრმად აღწევს ფორებში, აქრობს ზედმეტ ცხიმს და ასუფთავებს კანის მკვდარ უჯრედებს, აფერხებს ფორების დაბლოკვას და გამონაყარს. თქვენ ნახავთ მას აკნეს რამდენიმე სამკურნალო საშუალებებში — სცადეთ ჩვენი Novage Skin Renewing Peel პილინგი და Pure Skin Deep Cleanse სახის დასაბან საშუალებაში.
• ბენზოილის პეროქსიდი: კიდევ ერთი ძლიერი ინგრედიენტი, ბენზოილ პეროქსიდი ეფექტურად კლავს აკნეს გამომწვევ ბაქტერიებს და ამცირებს ანთებას. განსაკუთრებით ეფექტურია ანთებითი აკნეს სამკურნალოდ.
• რეტინოიდები: A ვიტამინისგან მიღებული რეტინოიდები მოქმედებენ უჯრედების ცვლაზე და ხელს უშლიან ახალი კომედონების წარმოქმნას (გაჭედილი ფორები), რაც მათ აუცილებელს ხდის აკნეს სამართავად და კანის მთლიანი ტექსტურის გასაუმჯობესებლად. ჩვენი Novage Retinol Power Drops (რეტინოიდის ტიპი), რომელიც ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს და კანის უჯრედების მიმოქცევას, არა მხოლოდ ასუფთავებს აკნეს, არამედ აქრონს ნაოჭებს.
• ნიაცინამიდი (ვიტამინი B3): ცნობილია თავისი ანთების საწინააღმდეგო თვისებებით, ნიაცინამიდი ამცირებს სიწითლეს და გაღიზიანებას, რომელიც ასოცირდება აკნესთან, ასევე არეგულირებს ცხიმის გამომუშავებას, რათა თავიდან აიცილოთ მომავალი გამონაყარი.
• ჰიალურონის მჟავა: მიუხედავად იმისა, რომ არ არის დაკავშირებული აკნეს მკურნალობასთან, ის ატენიანებს კანს ფორების ჩაკეტვის გარეშე, რაც მას შესანიშნავ ინგრედიენტად აქცევს აკნეს საწინააღმდეგო სხვა ინგრედიენტების დასაბალანსებლად. ჩვენი Novage Proceuticals ნიღაბი ნიაცინამიდით და ჰიალურონის მჟავით ანიჭებს კანს ელასტიურობას და ჯანსაღ იერს პირველივე გამოყენებისთანავე.
• ჩაის ხის ზეთი: თავისი ბუნებრივი ანტიბაქტერიული თვისებებით, ჩაის ხის ზეთს შეუძლია ხელი შეუწყოს აკნეს მოცილებას აკნეს გამომწვევი ბაქტერიების მოკვლით და ანთების შემცირებით. არ წაისვათ ჩაის ხის ეთერზეთი პირდაპირ კანზე, რადგან შეიძლება გამიწვიოს დამწვრობა. ამის ნაცვლად. შეურიეთ ის სხვა ზეთს გამოყენებამდე.
ჩართეთ ეს ეფექტური აკნეს სამკურნალო საშუალებები თქვენი კანის მოვლის რუტინაში და თქვენ იხილავთ სრულყოფილ შედეგს.
შეიძინეთ პროდუქცია

შთაგონების კუთხე

სხვა კატეგორიები