გზამკვლევი, თუ როგორ გახდეთ ფეხის მოვლის ექსპერტი
გამოქვეყნებული: 27.02.2025 | ავტორი: Oriflame
აღმოაჩინეთ, თუ როგორ მარტივად მოიშოროთ კოჟრები და მოუარით დახეთქილ ქუსლებს სახლის პირობებში. გაეცანით ჩვენს გზამკვლევს და დაემშვიდობეთ დისკომფორტს და მიესალმეთ რბილ, ჯანსაღ ფეხებს!
გაქვთ მშრალი ფეხები, დახეთქილი ქუსლები ან კოჟრები? განახლებული Feet Up Expert კოლექცია შექმნილია თქვენი კონკრეტული პრობლემის სწრაფად და ეფექტურად გადასაჭრელად. თითოეული პროდუქტი მაღალეფექტურია, გამდიდრებულია ახალი ტექნოლოგიებითა და კლინიკურად დამტკიცებული ფორმულებით, რომლებიც შემუშავებულია კანის ექსპერტების მიერ. ერთად, ეს პროდუქტები ქმნიან იდეალურ რუტინას ჯანსაღი ფეხებისთვის!
ნაბიჯი 1: ფეხების გაწმენდა
პროცედურა დაიწყეთ ფეხების თბილი წყლითა და საპნით დაბანით. ჭუჭყის და ბაქტერიების მოშორების შემდეგ კანზე გამოჩნდება ნებისმიერი კოჟრი, გამომშრალი ადგილები, რომლებიც უნდა მიაქციოთ ყურადღება.
ნაბიჯი 2: პილინგი
შემდეგ, დაგჭირდებათ ფეხების პილინგი მკვდარი კანის უჯრედების მოსაშორებლად და კოჟრებისა და ბზარების შესამცირებლად. კოჟრების მოსაშორებლად საუკეთესო საშუალებაა Expert Callus Remover ფეხის შრატი, ნაზად შეიზილიეთ გარეთა შრის მოსაშორებლად, თითოეული შეხებით კი შეამცირეთ კოჟრები. შემდეგ გამოიყენეთ კოჟრების მოსაშორებელი ხელსაწყო უხეში კანის ნაზად მოსაშორებლად, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ქუსლებსა და ტერფის წინა ნაწილებს. პროცედურის დასასრულს, ფეხები კარგად ჩამოიბანეთ წყლით.
ნაბიჯი 3: მშრალი ფეხების, კოჟრებისა და დახეთქილი ქუსლების მკურნალობა
ყურადღება გაამახვილეთ კოჟრებზე, გამოიყენეთ Feet Up Callus ფეხის შრატი. ეს შრატი გამდიდრებულია სალიცილის მჟავით, რომელიც სწრაფად არბილებს და ადუნებს კორჟრებიან კანს, რაც აადვილებს მის მოცილებას. ასევე დაატენიანებს და გამოაცოცხლებს ფეხის კანს!
შრატის სრულად შეწოვის შემდეგ, წაისვით Feet Up Expert-ის ინტენსიური დამატენიანებელი ფეხის ნიღაბი. ის გამდიდრებულია გლიცერინით, რომელიც ატენიანებს და კვებავს კანს 56 საათის განმავლობაში.
და ბოლოს, ჩაიცვით Feet Up Expert-ის წინდები, სპეციალურად შექმნილი თქვენი ფეხის ნიღბის დამატენიანებელი თვისებების გასაძლიერებლად - და ეს ყველაფერი დასვენების ან ძილის დროს. წინდების გახდის შემდეგ, დამატებითი დატენიანებისთვის წაისვით Feet Up Expert-ის დაბზარული ქუსლის აღმდგენი. ახლა შეგიძლიათ თქვენი თავდაჯერებულობა ყოველ ნაბიჯზე გამოავლინოთ!