ოქროსფერი ბზინვარების ეფექტი!
გამოქვეყნებული: 16.04.2025 | ავტორი: Julie Gunn
ზაფხულში კანის სწორი მოვლა აუცილებელია, რათა თქვენი სახის ფერი ნათელი, თანაბარი და დატენიანებული იყოს. შეებრძოლე მზის სხივებით გამოწვეულ ჰიპერპიგმენტაციას და დაიტენიანე კანი Optimals-ის 4 აუცილებელი პროდუქტით, რომელიც დაგეხმარებათ მარტივად მიაღწიოთ ბრწყინვალე შედეგს - ფილტრი აღარ არის საჭირო!
ზაფხული - სასიამოვნოა, მაგრამ არა კანისთვის
აჰჰ, ზაფხული! ყველას გვიყვარს ეს ხანგრძლივი, მზით გამთბარი შეგრძნება, მაგრამ ის არ არის სასარგებლო თქვენი კანისთვის. მზის ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერპიგმენტაცია, რაც იწვევს მუქ ლაქებს და არათანაბარ ტონს, ხოლო სიცხემ, ქლორმა და ზღვის წყალმა გამოიწვიოს კანის გამოშრობა. კარგი ამბავი? Optimals-ის დახმარებით შეგიძლიათ დატკბეთ ზაფხულის ყოველი წამით, შეინარჩუნოთ კანის ნათელი და თანაბარი იერი და ინტენსიურად დატენიანებული შეგრძნება.
მაღალი SPF დაცვა აქციეთ #1 პრიორიტეტად
„SPF-ი ზაფხულის კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში შემავალი ნაწილი უნდა იყოს. მზის დამწვრობისა და კანის ნაადრევი დაბერების გარდა, ულტრაიისფერი სხივები ასევე იწვევს მელანინის გამოყოფას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერპიგმენტაცია. აირჩიეთ ფართო სპექტრის სახის მზისგან დამცავი კრემი მინიმუმ 30 SPF-ით, წაისვით ყოველ დღე რამდენჯერმე დღის განმავლობაში.
Opt Optimals Daily Glow Multi-Protector SPF 50 იდეალური სახის დამცავია - მსუბუქი და უცხიმო, ის გიცავთ UVA, UVB სხივებისგან და დაბინძურებისგანაც კი. სწრაფად შეიწოვება კანში, არ ტოვებს თეთრი ლაქების კვალს და ხელს უწყობს მუქი ლაქების გაღიავებას.“
აირჩიეთ პროდუქტები, რომლებიც ატენიანებს და იცავს კანს.
„ზაფხულში მბზინავი, ჯანსაღი კანის გასაღები ისეთი პროდუქტების არჩევაა, რომლებიც არა მხოლოდ ატენიანებს. შეამცირეთ მუქი ლაქები და გაზარდეთ ბზინვარება ისეთი პროდუქტებით, რომლებიც ხელს უწყობენ ჰიპერპიგმენტაციასთან ბრძოლას, აქტიური ინგრედიენტებით, ამცირებენ კანში მელანინის რაოდენობას.
Opt Optimals Even Out კრემი ებრძვის ჰიპერპიგმენტაციას და აძლიერებს კანის ბარიერს, რათა დაეხმაროს მუქი ლაქების გაქრობას, გააუმჯობესოს ბზინვარება ბზინვარება. ის შეიცავს ისეთ სასარგებლო ნივთიერებებს, როგორიცაა ცისარტყელას წყალმცენარეების ექსტრაქტი, ნიაცინამიდი და პარა-პრობიოტიკები. წარმოდგენილია როგორც მსუბუქი ასევე ინტენსიური კრემების სახეით. ინტენსიური კრემი იდეალურია მშრალი კანისთვის. ცხიმიანი/კომბინირებული კანისთვის კი უკეთესია მსუბუქი კრემი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს კრემი დილის და საღამოს.
Opt Optimals Even Out შრატი ასევე ხელს უწყობს ჰიპერპიგმენტაციასთან ბრძოლას, აძლიერებს ზედაპირული უჯრედების განახლებას, რათა შესამჩნევად შეამციროს კანის სიმშრალე და გააუმჯობესოს კანის ტექსტურა. მდიდრული, აბრეშუმისებრი ფორმულა შეიცავს ცისარტყელას წყალმცენარეების ექსტრაქტს და ნიაცინამიდს გლიკოლის მჟავას. შესაფერისია ყველა ტიპის კანისთვის. ეს პროდუქტი უნდა გამოიყენოთ საღამოს, ღამის კრემის წასმამდე.“
მოუკალით კანს წყურვილი და დაატენიანეთ
ზაფხულის სიცხემ, მზემ, ქლორმა და ზღვის წყალმა შეიძლება კანი გამოაშროს. მოუსმინეთ თქვენს კანს და საჭიროების შემთხვევაში, მიაწოდეთ მას დამატებითი დატენიანება. სპრეის გამოყენება შესანიშნავი საშუალებაა კანის დატენიანებისა და განახლების შესანარჩუნებლად, როდესაც გზაში ხართ. ან რას იტყვით ამ Opt Optimals HydraGlow სახის გელისებურ პატჩებზე? ისინი გაჟღენთილია ნიაცინამიდითა და ჰიალურონის მჟავით, იდეალურია შუბლის, თვალის ქვეშ, ლოყებისა და ყბის ზონისთვის, მყისიერად ავსებს, ამშვიდებს და აახლებს კანს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას - თუნდაც ფრენის დროს, აუზთან, პლაჟზე!
ჰოლისტური მიდგომა კანის ჯანმრთელობისთვის
კანის დაცვა კრემების საშუალებით მხოლოდ ერთი ნაწილია. დაიცავით სახე ქუდით, ყოველთვის ატარეთ მზის სათვალე თვალის დელიკატური არეალის დასაცავად, ეცადეთ იყოთ ჩრდილში და ხელი შეუწყვეთ კანის დატენიანებას და ბზინვარებას როგორც შიგნიდან ასევე გარედან, დიდი რაოდენობით წყლის მიღებით. ასეთი ჩვევების გამომუშავებით და მიზნობრივი კანის მოვლის საშუალებების სწორი კომბინაციით, შეგიძლიათ დატკბეთ ზაფხულის ყველა საუკეთესო მომენტით.