საუკეთესო Novage+ დაბერების საწინააღმდეგო დამატენიანებელი კრემები
გამოქვეყნებული: 07.02.2024 | ავტორი: Valeria Solonari
ახალგაზრდული, კაშკაშა სახის კანის უნივერსალური მისწრაფებაა. აღმოაჩინეთ Novage+-ის დაბერების საწინააღმდეგო დამატენიანებლების ტრანსფორმაციული ძალა. იპოვეთ რუტინა, რომელიც იდეალურად იქნება მორგებული თქვენი კანის საჭიროებებზე!
გაქვთ: მშრალი და მგრძნობიარე კანი
მშრალი კანი ხშირად ვლინდება უფერული ელფერით, ხილული ნაოჭებითა და პატარა ფორებით, რასაც თან ახლავს დაჭიმულობისა შეგრძნება. მეორეს მხრივ, მგრძნობიარე კანი ძალიან რეაგირებს გარემო ცვლილებებსა და კანის მოვლის ინგრედიენტებზე, რაც იწვევს სიწითლეს და არათანაბარ ტექსტურას. კანის ჯანსაღი ბარიერის შენარჩუნება და გარე ფაქტორებისგან დაცვა მშრალი და მგრძნობიარე კანის დელიკატური ბალანსის მართვის გასაღებია.
გჭირდებათ: კვება მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის
გაანებივრეთ კანი Novage+ Anti-Ageing Day Cream Rich-ით, მდიდრული ფორმულით, რომელიც უზრუნველყოფს ინტენსიურ დატენიანებას და დაცვას დაბინძურებისგან. დაპატენტებული Bio Re:Barrier ტექნოლოგიით. ის განსაკუთრებით შესაფერისია მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის. ღამის კრემი Novage+ Anti-Ageing Night Cream Rich კი აღადგენს და ამკვრივებს კანს. იგი შეიცავს Bio CeramidesPro-ს ბუნებრივ ცერამიდისა, ჰიალურონის მჟავას და Advanced NightSync-ს, როგორც ანტიოქსიდანტს ნაოჭების შესამცირებლად.
თქვენ გაქვთ: ცხიმიანი კანი
ცხიმიანი კანი ხასიათდება ცხიმის ჭარბი გამოყოფით, რაც იწვევს ბზინვარებას, გაფართოებულ ფორებს, შავ წერტილებს და გამონაყარის წარმოქმნას, განსაკუთრებით T-ზონაში (შუბლი, ცხვირი და ნიკაპი). ჭარბი ცხიმის გამომუშავებასთან საბრძოლველად საჭიროა ნაზი ბალანსი. მოერიდეთ ზედმეტ დაბანას, რადგან ამან შეიძლება გამოაშროს კანი და გამოიწვიოს ცხიმის შემდგომი გამომუშავება. ამის ნაცვლად, გამოიყენეთ დამაბალანსებელი და დამატენიანებელი თვისებების მქონე პროდუქტები ამ ციკლის შესაჩერებლად.
გჭირდებათ: ცხიმიანი კანის მატონიზირებელი მოვლა
აღმოაჩინეთ სპეციალური მოვლა დღის კრემი Novage+ Anti-Ageing Day Cream Light-ით და ღამის კრემი Night Cream Light-ით. ეს მსუბუქი კრემები სპეციალურად არის შემუშავებული კანის ეფექტური დატენიანების, ბზინვარების რეგულირებისა და ბალანსირებული ტენიანობის შესანარჩუნებლად. გამდიდრებულია ისეთი ძლიერი ბიოტექნოლოგიებით, როგორიცაა Bio Re:Barrier, Advanced Pollution System, Bio CeramidesPro და Advanced NightSync, მათი მსუბუქი ფორმულა ებრძვის ცხიმიანობას, ხელს უწყობს მათ ოპტიმალურ ბალანსს. ამავდროულად ებრძვიან დაბერების მრავალ ნიშანს.
თქვენ გაქვთ: კომბინირებული კანი
კომბინირებული კანის მოვლა შეიძლება რთული იყოს, რადგან ის ერთდროულად რამდენიმე ტიპის კანის მახასიათებლებს ავლენს. T-ზონა ცხიმიანია, ხოლო ლოყები და სხვა ადგილები, როგორც წესი, მშრალი ან ნორმალურია. ამინდი, ჰორმონალური ცვლილებები და სხვადასხვა კლიმატი გავლენას ახდენს კომბინირებულ კანზე, რაც იწვევს სიმშრალეს ან ცხიმის გამოყოფის მომატებას. უმნიშვნელოვანესია ბალანსის დაცვა და სახის თითოეული ზონის დატენიანება.
თქვენ გჭირდებათ: კომბინირებული კანის ჰარმონიზაცია
კომბინირებული კანისთვის გჭირდებათ პროდუქტები, რომლებიც შექმნილია დატენიანების გასაუმჯობესებლად და შესანარჩუნებლად, ბზინვარების დასაბალანსებლად. ოპტიმიზაცია გაუკეთეთ თქვენი კანის მოვლის რუტინას დღის კრემის Novage+ Anti-Ageing Day Cream Light-ის მონაცვლეობით, რომელიც უზრუნველყოფს მყისიერ დატენიანებას, და ღამის კრემის Night Cream Rich-ის, რომელიც უზრუნველყოფს 24-საათიან ტენიანობის შენარჩუნებას უფრო ბზინვარე და ახალგაზრდული სახისთვის.
პრიორიტეტი მიანიჭეთ SPF-ს ყველა ტიპის კანისთვის
კანის ტიპის მიუხედავად, უმნიშვნელოვანესია, ყოველდღიურ კანის მოვლის რუტინაში პრიორიტეტი მიანიჭოთ მზისგან დაცვას. Novage+ Anti-Ageing დღის კრემები გთავაზობთ ყველა ტიპის კანისთვის შესაფერის ფორმულას და ამავდროულად დამატებით SPF-ს. Light SPF 30 ვარიანტი იდეალურია ცხიმიანი ან კომბინირებული კანისთვის თავისი არაცხიმიანი ტექსტურით, ხოლო Rich SPF 30 განკუთვნილია მშრალი ან მგრძნობიარე კანისთვის, რაც უზრუნველყოფს ინტენსიურ დატენიანებას და კვებას. დაპატენტებული Bio Activating Technologies-ის მხარდაჭერით, ორივე ფორმულა ებრძვის დაბერების მრავალ ნიშანს და იძლევა კლინიკურად დადასტურებულ მყისიერ შედეგებს.