კანის მოვლა
მთავარი

ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ კანის ციკლის შესახებ

გამოქვეყნებული: 20.02.2024 | ავტორი: Amanda Aleljung

კანის მკრუნალობა ციკლის მიხედვით არის მოდური მკურნალობა, რომელზეც ყველა საუბრობს TikTok-ზე. მაგრამ რა არის ეს? კონცეფცია საკმაოდ მარტივია - გამოიყენეთ თქვენი ღამის კანის მოვლის რუტინა, რომელიც გარკვეულ პროდუქტებს ითვალისწინებს. გაიგეთ, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი.

კანის მოვლის ციკლი მოიცავს ოთხდღიან რუტინას. ორი ღამე იყენებთ მოვლის აქტიური ინგრედიენტებს, ორი ღამე ისვენებთ და ასე გრძელდება. ეს მკურნალობა მიზნად ისახავს კანის დაბალანსებას, რომ თავიდან აიცილოს ძალიან ბევრი ინგრედიენტის დატანება კანის ბარიერზე. ციკლური მოვლის რუტინის შენარჩუნებით, თქვენ მიიღებთ პროდუქტების ყველა სარგებელს ზედმეტი პრობლემების გარეშე, როგორიცაა სიწითლე და გაღიზიანება. წარმოგიდგენთ კანის მოვლის ციკლის რუტინას, რომელიც უნდა დაიცვათ:

შეიტყვეთ მეტი

კანის მოვლის ციკლი ღამე 1: აქერცვლა

პირველ საღამოს გაიწმინდეთ კანი, შემდეგ წაისვით ამქერცლავი. გირჩევთ NovAge Skin Renewing Peel, რომელიც შეიცავს AHA-ს და BHA-ების ნაზავს კანის ბარიერის ეფექტური მოვლისთვის. დაასრულეთ ღამე მდიდარი დამატენიანებელით, როგორიცაა Novage+ Anti-Ageing ღამის კრემი.

შეიტყვეთ მეტი

კანის მოვლის ციკლი ღამე 2: რეტინოლი

მეორე ღამეს, გაწმენდის შემდეგ გამოიყენეთ რეტინოლი. გირჩევთ NovAge ProCeuticals Retinol Power Drops, რომელიც შეიცავს 1.1% რეტინოლს. ეს არის ძალიან ძლიერი ინგრედიენტი და ხშირად გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. ასევე გახსოვდეთ, რომ არ გამოიყენოთ რეტინოლი სხვა ძლიერ საშუალებებთან ერთად.

შეიტყვეთ მეტი

კანის მოვლის ციკლი ღამე 3 და 4: აღდგენა

ახლა თქვენ უნდა დაასვენოთ კანი და უზრუნველყოთ მისი დატენიანება. მოძებნეთ პროდუქტები, რომლებიც შეიცავს ინგრედიენტებს, როგორიცაა ჰიალურონის მჟავა, კერამიდები და გლიცერინი. სცადეთ NovAge Time Restore აღმდგენი შრატი და Novage+ Intense Skin Recharge ღამის ნიღაბი - ისინი შესანიშნავია თქვენი კანის აღდგენისთვის.
მეოთხე ღამის დასრულების შემდეგ, განაახლეთ ციკლი ოპტიმალური შედეგისთვის. ექსპერტები ამბობენ, რომ სულ რამდენიმე ციკლის შემდეგ შეამჩნევთ შედეგებს.
შეიძინეთ პროდუქცია

შთაგონების კუთხე

სხვა კატეგორიები