კანის მოვლა
მთავარი

როგორ იზრუნოთ სხეულზე: ახალი გზები ცელულიტის და გაუხეშებული კანის წინააღმდეგ საბრძოლველად

გამოქვეყნებული: 18.01.2024 | ავტორი: Andrea Simons

კანის მოვლაში არა მარტო სახის მოვლა, არამედ ტანის კანის მოვლაც იგულისხმება! აი, როგორ იზრუნოთ თქვენი სხეულის კანზე ჩვენი ახალი ტანის მოვლის საშუალებებით The Body Edition!

როდესაც გვესმის სიტყვები "კანის მოვლა", ჩვენ გვგონია სახის ნიღბები, შრატები და დამატენიანებელი საშუალებები და ზოგჯერ აკნეს მკურნალობა. მაგრამ კანის მოვლა გაცილებით მეტია! კანი ჩვენი ყველაზე დიდი ორგანოა და მის ყველა ნაწილს, არა მხოლოდ სახის კანს, სჭირდება მოვლა! კანის მოვლისა და მისი აქტიური ინგრედიენტებით შთაგონებული, ჩვენი ტანის მოვლის საშუალებების ახალი სერია The Body Edition, არა მხოლოდ ატენიანებს კანს, არამედ ზრუნავს კანის პრობლემებზე, როგორიცაა ცელულიტი, მოდუნებული და უხეში კანი.

რა არის ცელულიტი?

შეიტყვეთ მეტი

ცელულიტი არის ბორცვები და ჩაღრმავებები, რომლებიც ჩნდება ბარძაყისა და დუნდულოების უკანა მხარეს. ითვლება, რომ ცელულიტის წარმოქმნაში მრავალი ფაქტორი მონაწილეობს. არასწორი კვება, ცხოვრების წესი და ჰორმონები. ზედმეტი ჭამა იწვევს ცხიმების დაგროვებას, რაც ხელს უწყობს ცელულიტის წარმოქმნას. ასევე დამოკდებულია ჰორმონებზე და გენეტიკაზე. ცელულიტი უფრო ხშირია ქალებში, რადგან ზოგიერთი ქალი ბუნებრივად ინახავს მეტ ცხიმს თეძოებში, ბარძაყებსა და დუნდულოებში. დადასტურებულია, რომ დაბალანსებული დიეტა, ვარჯიში, კოსმეტიკური საშუალებები და მასაჟი ხელს უწყობს მის გაქრობას.

შეიტყვეთ მეტი

როგორ მოვუაროთ ცელულიტს?

გარდა ჯანსაღი ცხოვრების წესისა, ყოველდღიური მოძრაობითა და კარგი კვებით, The Body Edition ანტიცელულიტური ტანის გელიც ამცირებს ცელულიტს 28 დღეში, დადასტურებულია კლინიკურად. ის შეიცავს კანის მოვლის ცნობილ ინგრედიენტს, ნიაცინამიდს, რომელიც აუმჯობესებს კანის ელასტიურობას და ტექსტურას. საუკეთესო შედეგისთვის გელის გამოყენებისას აუცილებლად გაიკეთეთ მასაჟი.

შეიტყვეთ მეტი

მოშვებული და მოდუნებული კანი

მოშვებული და მოდუნებული კანი ჩვეულებრივ წარმოიქმნება წონის დაკლების შემდეგ და ასევე ჩნდება ასაკთან ერთად. თუ მოშვებული კანი გაწუხებთ, მაშინ მისი გაუმჯობესება შეგიძლიათ დაბალანსებული ცხოვრების წესის და დიეტის დაცვით, ასევე კანის მოვლის საშუალებების გამოყენებით. Body Edition გამამკვრივებელი ტანის გელი ზრდის კანის სიმკვრივეს 48%-ით მხოლოდ ორ თვეში, დადასტურებულია კლინიკურად და შეიცავს ჩვენს ერთ-ერთ საყვარელ დამატენიანებელ ინგრედიენტს, ჰიალურონის მჟავას.

უხეში კანი

გაქვთ უხეში, არათანაბარი კანი? მარტო არ ხარ! კანის არათანაბარი ტექსტურა ხშირად კანის ზედაპირზე მკვდარი უჯრედების დაგროვების შედეგია. თუ კანის გაწმენდა გიჭირთ, გირჩევთ სცადოთ სკრაბი ექსფოლიანტებით. Body Edition Smoothing Body Scrub შეიცავს როგორც ბუნებრივ ექსფოლიანტებს ნუშის ნაჭუჭისგან, ასევე ალფა ჰიდროქსი მჟავას (AHA), გლიკოლის მჟავას. გლიკოლის მჟავა ხელს უწყობს კანის გარე ფენის აქერცვლას, რაც ხელს უწყობს კანის მშრალი, მკვდარი უჯრედების მოშორებას და ახალი უჯრედების წარმოქმნას.

შთაგონების კუთხე

სხვა კატეგორიები