რა ხდება სინამდვილეში როდსაც კოსმეტიკური საშუალებები იღვენთება?
კანის მოვლის საშუალებები იღვენტება იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზით ისინი არ შეიწოვნენ და მოქმედებდნენ არა კანზე, არამედ ერთმანეთზე. შედეგად, დამატენიანებელი ან ტონალური ფუძე პატარა ნაცრისფერ კოშტებად ისორსლება და შეიძლება კანიდანაც კი ჩამოცვივდეს. სიტუაცია არასასიამოვნოა, მით უმეტეს, თუ გაგვიანდებათ — რადგან ყველაფრის თავიდან დაწყება მოგიწევთ.
რა არის მიზეზი?
კოსმეტიკური საშუალებების დასორსვლას, დაგორგვლას ბევრი ფაქტორი და მათი კომბინაცია იწვევს. ჩვენ გამოვყოფთ ძირითადს:
1. მეტისმეტად ბევრი პროდუქტი
დაივიწყეთ სტერეოტიპის შესახებ, რომ უფრო მეტი კრემი უნდა აიღოთ — და მაშინ ის 100%-ით იმოქმედებს. სინამდვილეში, ჭარბი რაოდენობის პროდუქტი უბრალოდ არ შეიწოვება კანში და შეიძლება დაისორსლოს. სულ რამდენიმე მცირე მარცვალიც საკმარისი იქნება თქვენთვის! ყურადღება მიაქციეთ ასევე პროდუქტის ტექსტურას: ხომ არ არის იგი ძალიან მკვრივი და მძიმე თქვენი კანის ტიპისთვის?
სწორი გადაწყვეტილება
გამოიყენეთ ნაკლები რაოდენობის პროდუქტი და გადადით უფრო მსუბუქ ტექსტურაზე, რომელიც სწორედ თქვენი კანის ტიპს შეესაბამება და მთლიანად შეიწოვება მასში.
2. აჩქარება
კომპლექსური მოვლის გამოყენებისას მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ პროდუქტს კარგად შეწოვის საშუალება მისცე და მხოლოდ ამის შემდეგ გადახვიდე შემდეგზე. თუ კრემს წაისვამთ მაშინ, როდესაც სახე ჯერ კიდევ სველია შრატისგან ან ესენციისგან, ორივე ფენა დაისორსლება.
სწორია
გააკეთეთ მცირეოდენი პაუზა რუტინულ პროდუქტებს შორის და დარწმუნდით, რომ თითოეული მათგანი მთლიანად შეიწოვა. პაუზებს შორის შეასრულეთ სხვა ნაბიჯები: მაგალითად, დატენიანების შემდეგ, გაიხეხეთ კბილები ან დაილაგეთ თმა და მხოლოდ მერე გადადით ტონალურ კრემზე.
3. არასაკმარისი აქერცვლა
პილინგების და სკრაბების უგულებელყოფის შემთხვევაში, მოვლის საშუალებები და მაკიაჟი სტაბილურად დაისორსლება და დაიგლისება. მკვდარი უჯრედები კანის ზედაპირზე კოსმეტიკურ საშუალებებს არ შეიწოვს.
სწორი გადაწყვეტილება
უჯრედების განახლების გასაძლიერებლად რეგულარულად შეიტანეთ აქერცვლა თქვენი კანის მოვლის რიტუალში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წელიწადის ცივ სეზონში, როდესაც ნორმალური კანიც განიცდის სიმშრალეს და აქერცვლას. ჩვენ მოგვწონს კანის გამახალისებელი პილინგი NovAge,
რომელიც ფაქიზად ასტიმულირებს კანის განახლებას და უბრუნებს ბზინვარებას.
4. შეუთავსებელი პოდუქტები
ზოგჯერ პროდუქტის ერთი და იგივე თვისებები გვაიძულებენ ან გვიყვარდეს იგი, ან დავიტანჯოთ მისგან. ავიღოთ, მაგალითად, სილიკონებზე დაფუძნებული პროდუქტები — პრაიმერში ან ტონალურ ფუძეში შემავალი სილიკონის ნაწილები ხელს უშლიან ტენიანობის დაკარგვას და ათანაბრებენ კანის ზედაპირს. სამწუხაროდ, ეს ნიშნავს იმასაც, რომ თუ ასეთ ტონს ან პრაიმერს წაისმევთ დამატენიანებელ კრემზე, რომელიც სილიკონის ნაწილებს შეიცავს, პროდუქტები ერთმანეთთან რეაქციაში შევლენ და დაგორგლდებიან.
სწორია
ნუ დააშრევებთ პროდუქტებს, რომლებიც სილიკონს შეიცავს. ყურადღება მიაქციეთ დამატენიანებელი კრემის და ტონის შემადგენლობას, ეძებეთ ინგრედიენტები თავსართით - thicone.
5. არასწორი წასმის წესი
სასკოლო ქიმიის გაკვეთილებიდან გვახსოვს, რომ ზეთი და წყალი არ ერევა ერთმანეთს. ეს წესი მართებულია ასევე წყალსა და ზეთზე დაფუძნებული დამატენიანებელი საშუალებების მიმართ. ყოველთვის დაიწყეთ პირველით, ისინი ყველაზე ადვილად შეიწოვება — ხოლო ზეთების შემცველი პროდუქტები უნდა გამოიყენოთ ბოლოს. თუ პირიქით გააკეთებთ, ზეთოვანი ტექსტურა შექმნის დამცავ აფსკს კანის ზედაპირზე და არ დაუშვებს წყალზე დაფუძნებული პროდუქტების შეწოვას.
სწორია?
მკაცრად დაიცავით პროდუქტების წასმის წესი და ყურადღებით წაიკითხეთ მათი შემადგენლობა.