პროდუქტის პილინგი: აი, რატომ გემართებათ ეს
გამოქვეყნებული: 05.02.2024 | ავტორი: Oriflame
ოდესმე გიგრძვნიათ, რომ თქვენი კანის მოვლის საშუალებები სახეზე იწყებენ მოგროვებას - ისე, როგორც თქვენს საყვარელ ქაშმირის სვიტერს ემართება. თუ კი, მაშინ თქვენ გახდით პილინგის კიდევ ერთი მსხვერპლი. შეიტყვეთ რა შეგიძლიათ გააკეთოთ ამ შემაშფოთებელი ფენომენის თავიდან ასაცილებლად!
პირველ რიგში რა არის პილინგი?
შეიძლება აქერცვლა უკავშირდებოდეს ყველაზე რბილ ნაქსოვებს, მაგრამ იგივე შეიძლება მოხდეს კანის მოვლის საშუალებებთან დაკავშირებით. სვიტრის შემთხვევაშ ბოჭკოების პატარა ბურთულები გროვდება თქვენს სვიტერზე, ჩვეულებრივ მაღალი ხახუნის ადგილებში, როგორიცაა მკლავები. კანის პილინგისას,
შედეგად, დამატენიანებელი ან ტონალური ფუძე პატარა ნაცრისფერ კოშტებად ისორსლება და შეიძლება კანიდანაც კი ჩამოცვივდეს. სიტუაცია არასასიამოვნოა, მით უმეტეს, თუ გაგვიანდებათ — რადგან ყველაფრის თავიდან დაწყება მოგიწევთ.
შედეგად, დამატენიანებელი ან ტონალური ფუძე პატარა ნაცრისფერ კოშტებად ისორსლება და შეიძლება კანიდანაც კი ჩამოცვივდეს. სიტუაცია არასასიამოვნოა, მით უმეტეს, თუ გაგვიანდებათ — რადგან ყველაფრის თავიდან დაწყება მოგიწევთ.
რა არის მიზეზი?
ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი ფაქტორებისგან, პროდუქტის პილინგის ზოგიერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის:
1. ძალიან ბევრი პროდუქტის გამოყენება
დაივიწყეთ სტერეოტიპის შესახებ, რომ უფრო მეტი კრემი უნდა აიღოთ — და მაშინ ის 100%-ით იმოქმედებს. სინამდვილეში, ჭარბი რაოდენობის პროდუქტი უბრალოდ არ შეიწოვება კანში და შეიძლება დაისორსლოს.
რა უნდა გააკეთოთ ამის ნაცვლად: ეს მარტივი გამოსავალია - უბრალოდ წაისვით სახეზე ნაკლები ან მსუბუქი პროდუქტი, რათა სწრაფად შეიწოვოს!
2. აჩქარება
კომპლექსური მოვლის გამოყენებისას მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ პროდუქტს კარგად შეწოვის საშუალება მისცე და მხოლოდ ამის შემდეგ გადახვიდე შემდეგზე. თუ კრემს წაისვამთ მაშინ, როდესაც სახე ჯერ კიდევ სველია შრატისგან ან ესენციისგან, ორივე ფენა დაისორსლება.
გააკეთეთ მცირეოდენი პაუზა რუტინულ პროდუქტებს შორის და დარწმუნდით, რომ თითოეული მათგანი მთლიანად შეიწოვა. პაუზებს შორის შეასრულეთ სხვა ნაბიჯები: მაგალითად, დატენიანების შემდეგ, გაიხეხეთ კბილები ან დაივარცხნეთ თმა და მხოლოდ მერე გადადით ტონალურ კრემზე.
3. არასაკმარისი აქერცვლა
პილინგების და სკრაბების უგულებელყოფის შემთხვევაში, მოვლის საშუალებები და მაკიაჟი სტაბილურად დაისორსლება და დაიგლისება. მკვდარი უჯრედები კანის ზედაპირზე კოსმეტიკურ საშუალებებს არ შეიწოვს.
უჯრედების განახლების გასაძლიერებლად რეგულარულად შეიტანეთ აქერცვლა თქვენი კანის მოვლის რიტუალში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წელიწადის ცივ სეზონში, როდესაც ნორმალური კანიც განიცდის სიმშრალეს და აქერცვლას. ჩვენ მოგვწონს კანის გამახალისებელი პილინგი NovAge, რომელიც ფაქიზად ასტიმულირებს კანის განახლებას და უბრუნებს ბზინვარებას.
4. შეუთავსებელი პროდუქტები
ზოგჯერ პროდუქტის ერთი და იგივე თვისებები გვაიძულებენ ან გვიყვარდეს იგი, ან დავიტანჯოთ მისგან. ავიღოთ, მაგალითად, სილიკონებზე დაფუძნებული პროდუქტები — პრაიმერში ან ტონალურ ფუძეში შემავალი სილიკონის ნაწილები ხელს უშლიან ტენიანობის დაკარგვას და ათანაბრებენ კანის ზედაპირს. სამწუხაროდ, ეს ნიშნავს იმასაც, რომ თუ ასეთ ტონს ან პრაიმერს წაისმევთ დამატენიანებელ კრემზე, რომელიც სილიკონის ნაწილებს შეიცავს, პროდუქტები ერთმანეთთან რეაქციაში შევლენ და დაგორგლდებიან.
რა უნდა გააკეთოთ ამის ნაცვლად: მოერიდეთ სილიკონის შემცლელ პროდუქტებს. ყურადღება მიაქციეთ მოერიდეთ დამატენიანებელს, რომელიც შეიცავს სილიკონს.
5. პროდუქტების არასწორი თანმიმდევრობით გამოყენება
კანის მოვლის საშუალებების არჩევისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ როგორც მათი შემადგენლობა, ასევე გამოყენების წესი. პირველ რიგში, გამოიყენება წყალზე დაფუძნებული პროდუქტები, რადგან ისინი უკეთესად შეიწოვება კანში. ხოლო ზეთის შემცველი პროდუქტები ინარჩუნებს ტენიანობას და უნდა წაისვათ ბოლოს. ზეთზე დაფუძნებული პროდუქტების გამოყენება თავიდან შეაფერხებს შეწოვას და გამოიწვევს წყალზე დაფუძნებული პროდუქტების დაგროვებას სახეზე.
ვიმედოვნებთ, რომ ეს რჩევები დაგეხმარებათ დაემშვიდობოთ ბურთულების მოგროვებას სახეზე.