კანის მოვლის პროცედურაში დაშვებული 6 შეცდომა

ეჭვი გეპარება შენი კანის მოვლაში? ფიქრობ, რომ შეიძლება უკეთესი ყოფილიყო? გადაამოწმე, უშვებ თუ არა გავრცელებულ შეცდომებს, რომლებიც ხელს უშლიან კანის მოვლის 100%-ით მუშაობას.

1. საკმარისად საფუძვლიანად არ ისუფთავებ კანს

გაწმენდა არის პროცესი, რომელიც 2 ეტაპისგან შედგება. ორმაგი გაწმენდა საჭიროა იმისთვის, რომ კანის ტონი უფრო თანაბარი გახდეს, კანის მდგომარეობა გაუმჯობესდეს და კრემებმა უფრო ეფექტურად იმუშაონ. დაიწყე ზეთზე დაფუძნებული გამწმენდი საშუალებით, როგორიცაა სახის დასაბანი გამწმენდი ზეთი NOVAGE, მაკიაჟის ნაზად დასაშლელად და SPF-ის ნარჩენების მოსაშორებლად. შემდეგ გამოიყენე წყალზე დაფუძნებული გამწმენდი საშუალება, მაგალითად, დასაბანი გამწმენდი გელი-ტონიკი NOVAGE, დარჩენილი ჭუჭყის მოსაშორებლად.

2. ძალიან აქტიურად იყენებ სკრაბებს

კანის პილინგი და განახლება კანის მოვლის საკვანძო ეტაპია. ის, უდავოდ, საჭიროა ფორების გასაწმენდად, მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად და კანის გასაგლუვებლად. მაგრამ თუ ბოროტად გამოიყენებ სკრაბებს, შეიძლება დაარღვიო კანის ბუნებრივი დამცავი ბარიერი. გირჩევთ გამოიყენო სკრაბი კვირაში არაუმეტეს 2-3-ჯერ და ყურადღება მიაქციო კანის მდგომარეობას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არ შეიზილო პროდუქტი კანში - მხოლოდ ნაზი მასაჟი. სცადე სახის აღმდგენი სკრაბი შტოშით LOVE NATURE. შტოშის თესლის ზეთი კანს რბილს და ნაზს ხდის, ნუშის ნაჭუჭის ნაწილაკები კი ფაქიზად აშორებს ყოველივე ზედმეტს.

 

3. არასწორი თანმიმდევრობით ისმევ პროდუქტებს

თუ შენი კანის მოვლის პროცედურა შედგება მრავალი ეტაპისგან სხვადასხვა პროდუქტების გამოყენებით, შესაძლოა, მათ არასწორი თანმიმდევრობით იყენებ, რაც მათ ეფექტურობას ამცირებს. სწორი თანმიმდევრობა: გაწმენდა, ტონიზირება, თვალის ქუთუთოების კრემი, შრატი, დღის ან ღამის კრემი.

4. ძალიან დიდი რაოდენობით პროდუქტს იყენებ

უმეტესობა ჩვენგანი გადაჭარბებით აფასებს პროდუქტის იმ რაოდენობას, რომელიც ნამდვილად ეფექტური იქნება. ყველგან, SPF-ის გარდა, მუშაობს პრინციპი "რაც ნაკლები, მით უკეთესი". როგორც წესი, საკმარისია მცირე რაოდენობის პროდუქტი, ბარდის მარცვლის ან მონეტის ზომის.

 

5. გავიწყდება კისერი

კანის მოვლა მხოლოდ სახეს არ გულისხმობს. კისერზე და დეკოლტეზე კანი იგივე ასაკობრივ ცვლილებებს განიცდის და აქ გენეტიკა და გარე ფაქტორებიც თამაშობენ როლს – მაგალითად, ულტრაიისფერი გამოსხივება ან დაბინძურებული ურბანული გარემო. არ დაგავიწყდეს ზემოაღნიშნული ზონების ჩართვა შენს ყოველდღიურ მოვლაში - ამ მიზნისთვის შესანიშნავი იქნება NOVAGE კონცენტრირებული კრემი-სკულპტორი კისრისა და დეკოლტეს ზონისთვის.

6. არ იყენებ SPF-ს

მზისგან დამცავი საშუალებები დაბერების საწინააღმდეგო საუკეთესო პროდუქტია! აუცილებლად წაისვი SPF-ის შემცველი დამცავი კრემი, როგორც კანის მოვლის დამასრულებელი ეტაპი - მაკიაჟის წასმამდე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც ყველას ავიწყდება: ქუჩაში მზისგან დამცავი საშუალება ყოველ 2 საათში ერთხელ უნდა განახლდეს. გამოიყენე კრემი, რომელიც მაღალ დამცავ ფაქტორს შეიცავს, მაგალითად როგორიცაა ORIFLAME SUN 360 SPF 50+ სახის და ტანის მზისგან დამცავი კრემი მგრძნობიარე კანისთვის.