თუ ჩვენი კანის pH დონე მკვეთრად იმატებს ან იკლებს, ამან შეიძლება დაარღვიოს ბუნებრივი დამცავი მექანიზმი მიკრობიომის — მიკროორგანიზმების დათრგუნვის მეშვეობით, რომლებიც ბინადრობენ კანზე და იცავენ მას. შედეგი არის კანის აქერცვლა, გაღიზიანება, მომატებული მგრძნობელობა და კანის სხვადასხვა დაავადებებიც კი.
რა არის pH?
ეს არის მჟავიანობის საზომი ერთეული 0-დან 14-მდე შკალაზე, რომელიც მჟავე (6.9–მდე), ნეიტრალური (7) და ტუტე (7.1–დან) გარემოს განსაზღვრის საშუალებას იძლევა. pH-ის მნიშვნელობა დამოკიდებულია წყალბადის იონების კონცენტრაციაზე სუბსტანციაში — ანუ კანის ჰიდროლიპიდურ ფენაში.
როგორია ჩვენი კანის pH დონე?
ჩვეულებრივ, ნორმა არის 5-ზე ოდნავ ნაკლები. ესე იგი, ოდნავ მჟავე — მაგრამ შეიძლება ვარირებდეს 3-დან 7-მდე. ამგვარად, სახის და ტანის ყველა კოსმეტიკურ საშუალებას მჟავე pH აქვს, გარდა სპეციალური კოსმეტიკური საშუალებისა — მაგალითად, ფსორიაზის სამკურნალოდ.
განსხვავდება თუ არა pH დონეები ჩვენი სხეულის სხვადასხვა უბნებზე?
თავის კანს, ხელისგულებს და ტერფებს, სახეს და სხეულის დანარჩენი ნაწილების კანს pH-ის განსხვავებული დონე აქვს — კანის მდგომარეობიდან გამომდინარე, ისინი შეიძლება განსხვავდებოდეს რამდენიმე ერთეულით. ინტიმური ზონის pH დონე ქალებში ასევე უფრო დაბალია — დაახლოებით 3.5-4.5. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპეციალური საშუალების გამოყენება! ჩვეულებრივი საშხაპე გელი ზედმეტად ტუტეა და შეიძლება გამოიწვიოს სიმშრალე, დისბაქტერიოზი, ბუნებრივი მიკროფლორის დარღვევა, რომლებიც იწვევენ რძიანას, ქავილს და სიწითლეს. თხევადი საპონი მით უმეტეს არ არის სასურველი: ანტიბაქტერიული დანამატები კლავს სასარგებლო ლაქტობაცილებს. მაგრამ სპეციალური საშუალებები ხელს უწყობს ინტიმური ზონის ოპტიმალური გარემოს შენარჩუნებას, ხსნის გაღიზიანებას და ახდენს დეზოდორირებას.
ექსპერტის არჩევანი
განახლებული სერია Feminelle სპეციალურად შეიქმნა მგრძნობიარე ინტიმური ზონისთვის, ხელს უწყობს სწორი pH დონის შენარჩუნებას და მიკრობიომის დაცვას. პროდუქტები შემუშავებულია ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში ქალის საჭიროებების გათვალისწინებით, მოწონებული და დამტკიცებულია დერმატოლოგების და გინეკოლოგების მიერ, შესაფერისია ყოველდღიური გამოყენებისთვის. იგი შეიცავს რძის მჟავას, პრებიოტიკებსა და ბუნებრივ შვედურ ექსტრაქტებს, ხოლო ფორმულა თავისთავად ბიოდეგრადირებადია.