ჰორმონალური კანის მოვლა: როგორ მოვუაროთ კანს ციკლის პერიოდში
გამოქვეყნებული: 20.12.2023 | ავტორი: Valeria Solonari
ჩვენი კანის მოვლის რუტინები დიდი ხანია დამოკიდებულია სეზონურ რიტმზე, ზამთრიდან გაზახულამდე. რაც შეეხება თქვენს პირად რიტმს, რომელსაც თქვენი სხეული ყოველთვიურად არეგულირებს? ჩვენ ვიკვლევთ კავშირს ჩვენს სხეულს, ჯანმრთელობასა და კანს შორის. რა თქმა უნდა, არსებობს პროდუქტები ჰორმონალური აკნეს სამკურნალოდ, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია რეგულარული კანის მოვლის რუტინის სინქრონიზაცია თქვენს მენსტრუალურ ციკლთან.
რა კავშირშია ჰორმონალური ციკლი და კანი?
თქვენი ჰორმონები თქვენი კანის დიჯეები არიან, რომლებიც კვირიდან კვირამდე სხვადასხვა ტრეკებს ატრიალებენ. WGSN-ის (მსოფლიო გლობალური სტილის ქსელის) ტენდენციის ანგარიშის ბოლოდროინდელმა შეხედულებებმა გამოავლინა საიდუმლოებები იმისა, თუ როგორ შეუძლია ჰორმონალურმა ცვლილებებმა შეცვალოს თქვენი კანი. მოდით დავყოთ მენსტრუაციული ციკლი ეტაპებად და გავიგოთ, როგორ შეუძლია თქვენი კანის მოვლის რუტინას შეინარჩუნოს კანის სიჯანსღე.
კანის ციკლის ცვლილება სეზონურად
თქვენი კანი ყოველ კვირას გადის განსხვავებულ ფაზებს, სეზონების მსგავსად. მოდით ჩავუღრმავდეთ დეტალებს და გავიგოთ, თუ როგორ შეგიძლიათ მოარგოთ ასეთ ფაზებს თქვენი კანის მოვლის რუტინა.
პირველი კვირა - კანი ზამთარში: მშრალი ფაზა
ამ პერიოდში თქვენი სახე შეგიდარებიათ უდაბნოსთვის? მშრალი ფაზა, რომელიც ცნობილია როგორც თქვენი კანის ზამთრის სეზონი, ამ დროს კანი ყველაზე მეტ დეჰიდრატაციას განიცდის - ჰორმონები გიბიძგებენ კანს მიაქციო მეტი ყურადღება. შეებრძოლეთ კანის სიმშრალეს დამატენიანებელი გამწმენდით Novage+ Skinrelief-ის სერიიდან. გაითვალისწინეთ ჰიალურონის მჟავა და ნაზი ამქერცვლავი საშუალებებიც, რათა თქვენი კანი არ გახდეს ქერქივით უხეში.
მე-2 კვირა - კანი გაზაფხულზე: გაუმჯობესების ფაზა
მეორე კვირა მიუთითებს გაუმჯობესების ფაზაზე – ამ პერიოდში თქვენი კანი იღვიძებს, ამიტომ დგება განახლების დრო. გაასუფთავეთ კანი ზამთრის ნარჩენებისგან Optimals სახის სკრაბით. გამოიყენეთ ანტიოქსიდანტური და 10%-იანი C ვიტამინი ProCeuticals შრატი, რათა თქვენ კანს მიეცეს ღრმად სუნთქვის საშუალება.
მე-3 კვირა - კანი ზაფხულში: ნათელი ფაზა
ოვულაციას მოაქვს ბზინვარება, ასე რომ სუფთა დამატენიანებელი ფორმულებით მიბაძეთ ზაფხულის ვაიბებს (vibes). მზისგან დამცავი კრემი თქვენი საუკეთესო მეგობარია, გამოიყენეთ ასევე შრატი-კონცენტრატი Retinol Power, რათა შეინარჩუნოთ კანის ბზინვარება. ეს პორდუქტი აღადგენს წყლის მარაგს კანში და ხელს უწყობს უჯრედების განახლებას. ყოველდღიური მოვლის იდეალური დამატებაა. შენი კანი ხდება უფრო ჯანმრთელი და ახალგაზრდა!
მე-4 კვირა – კანი შემოდგომაზე: ცხიმიანი ფაზა
შემოდგომის სეზონი თქვენი კანისთვის არასტაბილური პერიოდია, ამ დროს მთავარია იპოვოთ ბალანსი. შეებრძოლეთ ზედმეტ ცხიმს დამატენიანებელი საშუალებებით და სალიცილის მჟავით. ამ პერიოდში თქვენი კანი საჭიროებს დამატებით მოვლას. მოძებნეთ წყალზე დაფუძნებული შრატები, როგორიცაა Optimals Even Out, ის დაგეხმარებათ თქვენი კანი მუდამ იყოს გაბრწყინებული, თუნდაც ჰორმონალური დისბალანსის დროს.
აღმოაჩინე კანის მოვლის საშუალებები ჰორმონალური დისბალანსის დროს და შეცვალეთ თქვენი კანის მოვლის რუტინა. ნება მიეცით თქვენს კანს გამოიყურებოდეს ჯანსაღად და იყოს გაბრწყინებული ყოველ სეზონზე.
პროდუქტის შეძენა