კანის მოვლა
მთავარი

ზრუნვა ინტიმურ ზონაზე ცხოვრების ყველა ეტაპზე

გამოქვეყნებული: 29.10.2024 | ავტორი: Michella Abdallah

ინტიმური ზონები ცხოვრების ყოველ ეტაპზე სხვადასხვა ზრუნვას მოითხოვს. აღმოაჩინე რჩევები და ხრიკები, თუ როგორ მოუარო ინტიმურ ზონას.

ინტიმური ზრუნვა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე

ბევრი იდეა არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვუაროთ ინტიმურ ზონებს. თუმცა ხშირად გვერიდება კითხვის დასმა ამ საკითხებზე. თქვენი ცხოვრების ყოველი ეტაპი განსხვავებულ მოვლას მოითხოვს. ჩვენი გზამკვლევი დაგეხმარებათ განიხილოთ მოვლის ყოველი ნაბიჯი.

თინეიჯერობის წლები:

პუბერტატის და თინეიჯერობის წლების პერიოდში ბევრ კარგ და უარყოფით შეგრძნებებს განვიცდით. სწორედ ამიტომ უნდა ვიყოთ ინფორმირებულები, თუ როგორ ვიზრუნოთ საკუთარ თავზე, რათა ცოტათი გავამარტივოთ მოგზაურობა. დარწმუნდით, რომ იყენებთ ნაზ დასაბან საშუალებებს და კრემებს.

აქტიური წლები:

აქტიური პერიოდში გრძელდება ჰორმონალური დისბალანსი, მენსტრუაცია და სხვა, რაც ხშირად იწვევს ოფლიან ან წებოვან არასასიამოვნო შეგრძნებებს, რაც ასევე იგრძნობა ჩვენს ინტიმურ ზონაში. ამიტომ აუცილებელია ინტიმური ადგილის ყოველდღე დაბანა, მსუბუქად არომატული გამაგრილებელი შხაპის კრემით, რომელიც შექმნილია კანის დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად. გახსოვდეთ, რომ პროდუქტები, რომლებიც ძლიერ სურნელს შეიცავს, შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. ყოველთვის გამოიყენეთ სპეციალურად შექმნილი საშუალებები ინტიმური ზონისთვის.

მშობიარობის შემდეგ:

მშობიარობის შემდგომი პერიოდი მნიშვნელოვანი ეტაპია დედებისთვის გამოჯანმრთელებისთვის, რომელიც მოიცავს როგორც ფიზიკურ, ასევე ემოციურ კეთილდღეობას. დარწმუნდით, რომ იყენებთ დამამშვიდებელ და გამაგრილებელ შხაპის გელს, რომელიც არის pH-დაბალანსებული და შეიცავს პრებიოტიკებსა და რძემჟავას. თავიდან აიცილოთ დისკომფორტი.

მენოპაუზა:

მენოპაუზის პერიოდი ორგანიზმისთვის არის არის ადვილი. ხდება მეტაბოლიზმის შენელება, ძილის პრობლემები და განწყობის ცვალებადობა. ინტიმური ზონის ირგვლივ სიმშრალემ შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი. კანის დასამშვიდებლად საუკეთესო საშუალებაა ნაზი, კრემისებრი გამწმენდის გამოყენება, რომელიც ასევე ატენიანებს კანს და ქმნის დამცავ ფენას.

ვრცლად

თავის მოვლა მნიშვნელოვანია

თქვენ უნდა იზრუნოთ საკუთარ თავზე ცხოვრების ყველა ეტაპზე. ჯანსაღი კვება, რეგულარული ვარჯიში, სეირნობა, წყლის დალევა, მედიტაცია, საყვარელი წიგნის კითხვა ან სერიალის ყურება, ეს ყველაფერი გადამწყვეტია თქვენი კეთილდღეობისთვის. სანამ ფიზიკურად ზრუნავთ საკუთარ თავზე, არ უნდა დაგვავიწყდეთ, ასევე სიყვარული აჩუქოთ საკუთარ თავს. შენი შინაგანი პატარა "მე", რომელიც იბრძვის შენი ცხოვრების გასაგრძელებლად, იმსახურებს სიყვარულს და ზრუნვას.
პროდუქტის შეძენა

შთაგონების კუთხე

სხვა კატეგორიები