სახის ნიღაბი WAUNT განახლების ეფექტით
წაისვით ნიღაბი ძილის წინ და გაიღვიძებთ გლუვი, დატენიანებული და კაშკაშა კანით. მისი ფორმულა განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის, მათ შორის მგრძნობიარე. ბალიშზეც კი არ ტოვებს კვალს (ჩვენ უკვე გამოვცადეთ!).
სახის კანის გამამკვრივებელი ნიღაბი Royal Velvet
თუ გეჩქარებათ, მაგრამ მაინც გსურთ სახის კანი გაანებივროთ, სცადეთ ეს კრემისებრი ნიღაბი. სულ რაღაც 5 წუთში დაარბილებს ნაოჭებს და კანს უფრო ელასტიურს გახდის. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ მთლიანი კურსი!
სახის დამატენიანებელი ნიღაბი ბროწეულით Love Nature
მშრალი კანი? დაივიწყეთ! ეს ნიღაბი, 95%-ით შედგება ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებისგან, რომლებიც ანიჭებს კანს ცოცხალ ბზინვარებას.
გამათბობელი ნიღაბი გამწმენდი ეფექტით Waunt
სალონში ვიზიტის გარეშე ჩაიტარე სპა მკურნალობა! ეს გამწმენდი ნიღბი, რომელიც თბება კანთან შეხებისას, მაგნიტივით მიიზიდავს სახის დაბინძურებულ ზონას. ღრმად გაასუფთავებს კანს 20 წუთში. ჩამობანის შემდეგ კანი რბილია და ბზინავს სისუფთავით.
ბიოცელულოზის სახის განმაახლებელი ნიღაბი ნიაცინამიდით და ცენტელას ექსტრაქტით NOVAGE PROCEUTICALS
ნიაცინამიდის თაყვანისმცემელთა საყურადღებოდ, ჩვენ გვაქვს იდეალური ნაჭრის ნიღაბი თქვენთვის! კანისთვის სასარგებლო ვიტამინისა და ბუნებრივი „Centella asiatica“-ს ექსტრაქტის კომბინაცია განაახლებს სახის კანს დიდი ხნის განმავლობაში.
თიხის გამწმენდი ნიღაბი ნებისმიერი ტიპის კანისთვის Optimals
ჩვენი სია არ იქნებოდა სრულყოფილი ღრმა გამწმენდი თიხის ნიღბის გარეშე, რომელიც აშორებს ზედმეტ ცხიმს და ჭუჭყს კანის ზედაპირს. მისი რეგულარული გამოყენებით, თქვენ ნამდვილად გაოცდებით! ფორები დაპატარავდება, კანი კი უფრო ნათელი და ბზინვარე გახდება.