განახლებული Tender Care: კიდევ უკეთესი, კიდევ უფრო ბუნებრივი!

თქვენი დიდი ხნის ფავორიტი, Tender Care სპეციალური დამარბილებელი საშუალება გარდაიქმნა! მოგითხრობთ, რატომ და როგორ განვაახლეთ პროდუქტი, რომელიც ისედაც ყველას უყვარს!

Tender Care Oriflame-ის ნამდვილი ლეგენდაა. დამარბილებელი საშუალება პატარა ვარდისფერ ქილაში მილიონობით ადამიანმა შეიყვარა მთელ მსოფლიოში 1970 წელს კატალოგებში მისი გამოჩენის დღიდან. ეს არის ერთ-ერთი იმ პროდუქტთაგანი, რომელსაც ჩვენ ყველა ვატარებთ ჩანთებში, ვინახავთ აბაზანის კარადებში, გვიდევს საწოლთან ახლოს ტუმბებზე და ვიყენებთ როგორც სასწაულმოქმედ ბალზამს მშრალი ტუჩებისთვის, კუტიკულის, ფრჩხილების, ხელებისთვის... ფორმულა უცვლელი რჩებოდა 1980 წლიდან (სინამდვილეში, პროდუქტს თავიდანვე ჰქონდა ქუთუთოების კრემის სტატუსი!), ამიტომ, როდესაც მისი განახლების იდეა გაგვიჩნდა, ცოტა ეჭვი შეგვეპარა, გვაქვს თუ არა უფლება შევცვალოთ რაღაც ესოდენ ლეგენდარული და წარმატებული? ამავდროულად, გულწრფელად გვჯეროდა, რომ შევძლებდით Tender Care-ის ახალ დონეზე აყვანას. და ეს ამად ღირდა, ჩვენ ძალიან ვამაყობთ შედეგით!

როგორ და ისთვის განვაახლეთ Tender Care?

ჩვენ გვინდოდა ფორმულა უფრო ეკოლოგიური გაგვეხადა პლანეტასთან მიმართებაში, ამიტომ გავაუმჯობესეთ შემადგენლობა განახლებადი ბუნებრივი ზეთების  - აბუსალათინის ზეთის და მზესუმზირის ზეთის წყალობით. ფორმულა ახლა 99.9%-ით ნატურალური წარმოშობის ინგრედიენტებს შეიცავს. ნუ ღელავთ: მთავარი დარჩა უცვლელი! ფორმულა კვლავ კვებავს და არბილებს კანს - ისევე ნაზად, როგორც ადრე (მომხმარებლებს ამის გადამოწმებაც კი ვთხოვეთ). არსებითად, ეს არის Tender Care, რომელიც თქვენ იცით და გიყვართ, მაგრამ უფრო ნატურალური. ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ შეფუთვის და დიზაინის განახლება!

 

და რა უნდა ითქვას შეფუთვის თაობაზე?

ჩვენ შევძელით შეფუთვის შემადგენლობის გაუმჯობესება ისე, რომ Tender Care-ში ახლა 20%-ით ნაკლები პლასტმასი გამოიყენება. ნაკლები პლასტმასი ნიშნავს ნაკლებ ნარჩენს, რაც ნიშნავს ნაკლებ უარყოფით გავლენას გარემოზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გამარჯვებაა! ჩვენ ასევე გავაფართოვეთ ქილის ყელი, რათა გაგიადვილდეთ შიგთავსზე წვდომა. ახლა პროდუქტი შეგიძლიათ გამოიყენოთ ბოლო წვეთამდე და არ გადააგდოთ ნარჩენები. დაამატეთ ლოგოს განახლებული დიზაინი და ეფექტური ფერადი ყუთი (გარდა ორიგინალურისა, რომელმაც შეინარჩუნა საკულტო ვარდისფერი) და ხელში გექნებათ Tender Care 2.0!

 

მკვებავი მოვლა კანის მშრალი უბნებისთვის (მთელი სხეულის)

Tender Care უყვართ არა მხოლოდ მისი ნაზი მკვებავი ფორმულის გამო: მისი გამოყენება შესაძლებელია სხეულის ნებისმიერ ნაწილზე! ტრადიციული გამოყენების გარდა, რომელიც ცნობილია ადამიანთა უმრავლესობისთვის (ტუჩების, კუტიკულის, იდაყვის კანის, ქუსლების სიმშრალის დროს და ა.შ.), პროდუქტი შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალი სხვა მიზნებისთვის. მოვიყვანთ რამდენიმე ნაკლებად თვალნათლივ, მაგრამ არანაკლებ სასარგებლო ლაიფჰაკებს:

გამოიყენეთ წარბებისთვის პრიალა ბზინვარების მისაცემად ან წარბის გელის/ცვილის ნაცვლად დაუმორჩილებელი წარბების გასასწორებლად.

დაამატეთ მაკიაჟში აქცენტი  – კანის ბუნებრივისველიბზინვარება. ამისათვის წაისვით პროდუქტი ღაწვებზე, როგორც ჰაილაითერი.

ცივ ამინდში წაისვით Tender Care გამომშრალ კანზე ნესტოების ირგვლივ.

 

გაგიჩნდათ სხვა იდეები? როგორც არ უნდა იყოს, ვიმედოვნებთ, რომ მიიღებთ განახლებულ Tender Care- ისეთივე ენთუზიაზმით და აღფრთოვანებით, რომლითაც ჩვენ ვმუშაობდით მის გასაუმჯობესებლად. სიამაყით და პასუხისმგებლობით ვაცნობიერებთ, რომ პროდუქტი, რომელიც ასე დიდხანს იყო ჩვენთან და ნამდვილ ლეგენდად იქცა, აგრძელებს ცხოვრებას ახალ ვერსიაში. ეს არის საუკეთესო ვერსია - უფრო ბუნებრივი შემადგენლობით, ბუნებაზე მეტი ზრუნვით, უფრო მოსახერხებელ ფორმატში. და ამავდროულად, არბილებს კანს ისევე ეფექტურად, როგორც ადრე. გსურთ თავად შეამოწმოთ? – შეუკვეთეთ სინაზის თქვენი ულუფა პირდაპირ ახლავე!