1. აქერცვლა
მკაცრი კლიმატი ზამთარსა და გაზაფხულზე კანისთვის ნამდვილი გამოცდაა. ყინვა, ქარი, მშრალი ჰაერი, წვიმა და გამათბობელი მოწყობილობები კანს დაღლილ და უხალისო, უსიცოცხლო იერს სძენს. დაამატე სკრაბი შენს კომპლექსურ მოვლას: გამოიყენე კვირაში რამდენჯერმე, რათა კანი გაათავისუფლო მკვდარი უჯრედებისგან, თავიდან აირიდო კანის აქერცვლა და დააჩქარო მშრალი უბნების განახლების პროცესი.
2. დატენიანება
სწორედ სეზონებს შორის ყველაზე უფრო მეტად საჭიროებს კანი გამახალისებელ დატენიანებას. აუცილებლად გამოიყენე სახის კრემები, რათა თავიდან აიცილო კანის გაუწყლოება. შენ ნამდვილად გჭირდება ორი, სხვადასხვა დამატებითი თვისებების მქონე კრემი: დღის რომელიც იცავს და ატენიანებს კანს მთელი დღის განმავლობაში და, ღამის რომელიც მას აღადგენს ძილის დროს, როდესაც აქტიური ინგრედიენტები ყველაზე უფრო ღრმად აღწევენ კანში.
3. დაცვა
თუ ჯერ კიდევ არ იყენებ მზის დამცავ კრემს ყოველდღიურად, მაშინ დროა დაიწყო: პირველი მზის სხივები გრძელი მოქუშული, ღრუბლიანი ზამთრის შემდეგ შეიძლება ნამდვილ შოკად იქცეს კანისთვის. მოღრუბლული ცა, სამუშაო დღე დახურულ ოფისში — არავითარი მომიზეზება! წაისვი მრავალფუნქციური სახის დამცავი კრემი SPF50 დილის კომპლექსური მოვლის დასრულებისთანავე.
4. შინაგანი სილამაზე
მეგობარი გოგონები «ზაფხულისთვის ემზადებიან» და ერთი სალათის ფურცლისგან მომზადებული საუზმის ფოტოსურათებს სოციალურ ქსელებში დებენ? არ აჰყვე მათ და არ მიბაძო! გაზაფხული არ არის მკაცრი დიეტების დრო. სწორედ ახლა არის მნიშვნელოვანი ორგანიზმისთვის ზამთრის განმავლობაში დახარჯული ვიტამინებისა და საკვები ნივთიერებების მარაგის შევსება. დაეხმარე მას ჯანსაღი საკვებით და სპეციალური კომპლექსებით. მიეძალე ანტიოქსიდანტებით მდიდარ პროდუქტებს: ციტრუსოვანებს, სტაფილოს, ისპანახს, კენკრას, ავოკადოს და თხილეულს.
5. დამატებითი მოვლა
ზამათარში — მშრალი, ზაფხულში — ცხიმიანი, გაზაფხულზე — აქერცვლისაკენ მიდრეკილი? კანის მოთხოვნილებები სეზონიდან სეზონამდე იცვლება და ეს სავსებით ნორმალურია. აუცილებელი არ არის კანის მოვლის მთელი კომპლექსის შეცვლა — სცადე, მაგალითად, მიზანმიმართული მოქმედების მქონე სახის ნიღბების დამატება. აღდგენა, კვება, სიმკვრივე ან სიგლუვე? აირჩიე სასურველი ეფექტი მათ შემადგენლობაში შემავალი აქტიური ინგრედიენტების მიხედვით.