გაიცანი Waunt, მაკიაჟის ეფექტის მქონე კანის მოვლის საშუალებების ახალი ბრენდი!

გსურს იბრწყინო ისე, როგორც არასდროს და გააოცო ყველა შენი სუფთა ბუნებრივი გარეგნობით? მაშინ კარგი ამბავი გვაქვს შენთვის! გაიცანი, ეს არის Waunt - მაკიაჟის ეფექტის მქონე კანის მოვლის საშუალებების ახალი ბრენდი! თითოეული პროდუქტი ეფუძნება ინოვაციურ ტექნოლოგიას და აქტიურ მოქმედ კომპონენტებს, რომლებიც ბედნიერს ხდიან შენს კანს. გსურს შეიტყო უფრო დაწვრილებით? მაშინ სწრაფად წაიკითხე!

img-1.gif

რას ნიშნავს «მოვლა მაკიაჟის ეფექტით»?

ეს სწოედ ის არის, რაც გაიფიქრე: კანის მოვლის საშუალებები (კრემები, ნიღბები, მისტები და ა.შ.) მსუბუქი მეიქაფ-ეფექტით. უთუოდ, ერთხელ მაინც გიცდია BB ან CC კრემები, რომლებიც, ფაქტობრივად, წარმოადგენენ პროდუქტს მაკიაჟისთვის და გააჩნიათ ასევე კანის მოვლის თვისებებიც, მაგალითად, ატენიანებენ კანს. Waunt მუშაობს პირიქით! პირველ რიგში, ის გაძლევს კანის შესანიშნავ მოვლას და, სასიამოვნო ბონუსის სახით, განიჭებს მოდურ კოსმეტიკურ ეფექტებს: ბზინვარებას, სიმქრქალეს, სიგლუვეს, ტრენდულ „მაკიაჟს მაკიაჟის გარეშე“!

ნაკლოვანებების მყისიერი შენიღბვა

წარმოიდგინე: იღვიძებ, ისვამ დამატენიანებელ კრემს, შრატს და… უბრალოდ მიდიხარ სამსახურში! და შენი კანი ამავდროულად გამოიყურება როგორც სრულყოფილების განსახიერება. სწორედ ასე ვლინდება Waunt-ის მეიქაფ-თვისებები. ახლა შენი კანი გამოიყურება აბსოლუტურად უზადო მაკიაჟის გარეშეც. ხოლო ბზინვარების მსუბუქი ეფექტი ასრულებს შენს ბედნიერ იმიჯს.

მაგრამ ბრწყინვალების გარდა, არის კიდევ რაღაც, აქ მოცემულია იმ ეფექტების სია, რომლებსაც შეგიძლია ელოდო Waunt-ისგან:

  • პრაიმინგი – მაკიაჟისთვის იდეალური ბაზის შექმნა
  • ბლურინგინაკლოვანებების შენიღბვა
  • ტონის გათანაბრება – პიგმენტები ქმნიან უფრო გლუვ საფარს
  • გაგლუვებაკანის ტექსტურის გაუმჯობესება
  • ნათების ეფექტი – მბზინავი ნაწილაკებისა და პუდრების წყალობით
  • ბზინვარების ეფექტი - დატენიანების, ზეთებისა და მბზინავი ნაწილაკების ხარჯზე
  • გამაგლუვებელი ეფექტი - მიიღწევა პუდრის წყალობით, რომელიც ამცირებს კანის ცხიმიანობას

დატენიანების ახალი დონე

კანის მოვლა - ეს ყოველთვის დატენიანებას ეხება. და Waunt ამ მხრივ ძალიან კარგია!

თითოეული პროდუქტი ეფუძნება სპეციალურ Hydrosphere ტექნოლოგიას: ის ზრდის კანის დამცავ ფუნქციებს, ხელს უშლის ტენის შიგნიდან დაკარგვას და გარედან ქმნის აკვა აპკს, რომელიც ნელ-ნელა გამოათავისუფლებს ტენს და უზრუნველყოფს კლინიკურად დადასტურებულ დატენიანებას 24 საათის განმავლობაში.

ახლა, როცა ყველაფერი იცი მაკიაჟის ეფექტის მქონე მოვლის შესახებ, მოდი, გადავიდეთ ყველაზე საინტერესო საკითხზე: როგორ გამოვიყენოთ ეს კოსმეტიკა? პასუხი მარტივია: შენ შეგიძლია გამოიყენო Waunt სურვილისამებრ: ცალ-ცალკე, ერთად ან სხვადასხვა კომბინაციაში უნიკალური იერის შესაქმნელად:

ბუნებრივი ბზინვარება

მაგალითად, თუ გსურს მიიღო დატენიანებული კანის და ბუნებრივი ბზინვარების  ეფექტი, შეგიძლია შეუთავსო ერთმანეთს ღამის ნიღაბი "აღდგენის ეფექტი", სახის კრემ-გელი "მყისიერი დატენიანების ეფექტი" და მაკიაჟის ბაზა "გამაგლუვებელი ეფექტი". ეს პროდუქტები ერთად მოგცემს დატენიანების მძლავრ მუხტს და შეგმატებს ბზინვარებას მბზინავი ნაწილაკების წყალობით. მაკიაჟის ფუძე კი შეიცავს სპეციალურ ზეთებს, რომლებიც შენს კანს შესძენს ბრწყინვალებას, მაგრამ არა ბზინვას!

 

img-3.jpg 

გლუვი კანი

სიწითლისა და არათანაბარი ტექსტურის მქონე კანისთვის შეუთავსე ერთმანეთს სახის ტონერი-მისტი "ბზინვარების ეფექტი", ფანქარი თვალის გარშემო კანისთვის Waunt "ცოცხალი მზერის ეფექტი" და დღის კრემი "ძენ-ეფექტი". ისინი ერთად კვებავენ და აუმჯობესებენ კანის ჰიდრატაციას, არბილებენ, აგლუვებენ და ათანაბრებენ კანის ტონს და საგრძნობლად ამცირებენ სიწითლეს რბილი, ნახევრად მქრქალი საფარის წყალობით.

აბსოლუტური ბუნებრიობა

თუ მეიქაფ-ეფექტების ხასიათზე არ ხარ, შეგიძლია უბრალოდ გამოკვეთო შენი კანის სილამაზე სახის გამწმენდი ბალზამის "გარდასახვის ეფექტის", გამახურებელი ნიღაბის "ეფექტური წმენდის" და სახის ტონერი-მისტის "ბზინვარების ეფექტის" საშუალებით. ეს პროდუქტები უზრუნველყოფს ღრმა წმენდას და კვებას, ამშვიდებს და ატონიზირებს კანს, აძლიერებს მის ბუნებრივ ბზინვარებას.

შევაჯამოთ შედეგები: მოვლა მაკიაჟის ეფექტით მოსახერხებელი და თანამედროვეა. ეს პროდუქტები ავლენენ უამრავ შესაძლებლობას: შეგიძლია გამოიყენო ისინი მხოლოდ კანის მოვლისთვის ან როგორც საშუალება მოდური „მაკიაჟის გარეშე მაკიაჟის“ შესაქმნელად. რაც არ უნდა აირჩიო, ის მაინც სასარგებლო იქნება შენი კანისთვის და, სულ მცირე, შესძენს მას შესანიშნავ დატენიანებას და ბედნიერ იერს.

აბა, რა ხდება, Waunt შთაგაგონებს? მაშინ მოემზადე შოპინგისთვის!

ტექსტი: