რა დროის განმავლობაში შეგვიძლია მზეზე ყოფნა SPF ფაქტორიდან გამომდინარე?
SPF (მზისგან დამცავი ფაქტორი) —ეს პირველ რიგში დროებითი დაცვის ფაქტორია. საშუალოდ ადამიანს შეუძლია იმყოფებოდეს მზის ქვეშ დაცვის გარეშე 10 წუთს. თუ შენ დაიტან პროდუქტს, რომელიც შეიცავს SPF 10-ს, უსაფრთხოდ ყოფნის დრო გაიზრდება 100 წუთამდე, თუ SPF 30-ს 300 წუთამდე და ა.შ. პრაქტიკაში გირჩევთ, რომ მზისგან დამცავი დაიტანოთ ყოველ ორ საათში, განსაკუთრებით სანაპიროზე ყოფნის დროს: მისი თვისებები მცირდება კანთან რეაქციისას, მექანიკური სტრესისას და წყალთან კონტაქტისას.
როგორ უნდა აირჩიოთ თქვენი SPF ფაქტორი?
რაც უფრო ღია ფერისაა კანი, ის მით უფრო მაღალ SPF ფაქტორს საჭიროებს. მზის პირდაპირი სხივების მიღებისას, ღია ფერის კანი 5 წუთის შემდეგ იწყებს შეწითლებას, ხოლო უფრო მუქი კანი 15 წუთის შემდეგ. გაითვალისწინე ეს პროდუქტის შერჩევის დროს.
ჩემი ტონალური ფუძე შეიცავს SPF-ს. მაშასადამე, შეიძლება ამ დროს მზისგან დამცავის გამოტოვება?
ტონალური ფუძე, როგორც წესი არ სძენს კანს საჭირო რაოდენობის დაცვას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის შეიცავს SPF ფაქტორს. შეუძლებელია მისი დატანა დიდი რაოდენობით და მისი დეკორატიული მახასიათებლები უძლურია დაცვის მახასიათებლებთან. რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროა დაიტანო მზისგან დამცავი მაკიაჟის დატანამდე, დაელოდე სანამ გაიჟღინთება. იყავით ფრთხილად დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენებისას, დაიტანეთ ის კანზე მსუბუქი მოძრაობებით.
და თუ მე მთელი დღე ოფისში ვარ - აღარაა საჭირო მზისგან დამცავი?
მზისგან დამცავი საშუალების გამოყენება საჭიროა არამარტო სანაპიროზე, არამედ ქალაქშიც და ყოველდღიურად - ღრუბლიან ამინდში, დახურულ შენობაში, ზამთარში! ულტრაიისფერი სხივები მარტივად გაივლის ღრუბლებსა და ფანჯრებს, აირეკლება გლუვი ზედაპირებიდან და მოქმედებს კანზე, რაც ხდება ძირითადი მიზეზი ჰიპერპიგმენტაციისა და ფოტოდაბერების.
საკმარისია კრემის თხელ თანაბარ ფენად დატანა?
იმისათვის, რათა მზისგან დამცავმა ნამდვილად იმოქმედოს, საჭიროა მისი დიდი რაოდენობით დატანა: სულ მცირე ორი სუფრის კოვზია საჭირო მთელი ტანისთვის. სპრეის გამოყენების შემთხვევაში, დარწმუნდი, რომ ის მოხვდა კანის ყოველ სანტიმეტრზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეიზილე მასაჟის მოძრაობებით.
როგორ გამოვიყენოთ სწორად მზისგან დამცავი?
გამოიყენე მზისგან დამცავი სახლიდან გასვლამდე სულ მცირე 15-20 წუთით ადრე, რათა მან მოასწროს გაჟღენთვა, არ დარჩეს ტანსაცმელზე და დაიწყოს მოქმედება. თუ შენ მას სანაპიროზე გასვლის დროს დაიტან, იცოდე, რომ პირველი 15-10 წუთი შენი კანი ჯერ კიდევ იქნება დაუცველი და შესაძლოა დაიწვას.
ეტიკეტზე დატანილია წარწერა «UV-ფილტრები ფართო სპექტრის მოქმედებით». რას ნიშნავს ეს?
SPF იცავს კანს UVB სხივებისგან, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ დამწრობა - თუმცა შენ გჭირდება ფართო სპექტრის მულტიაქტიური საშუალება, რომელიც დააკომპენსირებს უფრო საშიშ UVA-სხივებს. ისინი ღრმად აღწევენ კანში, ხელს უწყობენ თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რაც იწვევს ნაადრევ დაბერებასა და კანის კიბოს განვითარებას. დარწმუნდი, რომ შენი საშუალება დაგიცავს ორი ტიპის მზის გამოსხივებისგან - მაგალითად, როგორც Oriflame-ის ახალი მზისგან დამცავი ბრენდი, რომელიც განკუთვნილია მთელი ოჯახისთვის.
რედაქტორის არჩევანი
Multi-Rays-ის ტექნოლოგიისა და შვედეთის აღდგენითი ბუნებრივი ინგრედიენტების წყალობით, Sun 360 სერია იცავს კანს მზის მავნე ზემოქმედებისგან, გარემოს დაბინძურებისა და დეჰიდრატაციისგან. შეარჩიე მოსახერხებელი ფორმა: სპრეი, კრემი, საბავშვო კრემი, ლოსიონი ან სტიკი - და ისიამოვნე ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტებით ამინდის მიუხედავად.
გაიგე მეტი, თუ როგორ უნდა წაიკითხო მზისგან დამცავი პროდუქტების შემადგენლობა და აირჩიო ყველაზე სანდო მათგანი.