გრძელი თმა – არაჩვეულებრივი კულულები
2016 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონის პოდიუმი დაგვამახსოვრდა არაჩვეულებრივი ლოკონებით. ბუნებრივად დახვეული თმა – მნიშვნელოვანი ტრენდია, გარდა ამისა ლოკონებმა შეიძლება ითამაშოს მნიშვნელოვანი და აქტუალური როლი ბევრი ვარცხნილობის გაკეთებისას, რომლებიც იდეალურია საღამოს წვეულებებისთვის და ნებისმიერი დღესასწაულისთვის. გინდა სცადო? გაეცანი ჩვენს სახელმძღვანელოს!
მხრებამდე თმა – მოხდენილი "კოსა"
დაბალმა "კოსამ" შეიძლება სრულად შეცვალოს შენი იმიჯი მცირე ვარიაციების ხარჯზე. გადაგრეხილი, გაჩეჩილი, მჭიდრო თმის კონა – შენ შეგიძლია გაიკეთო სხვადასხვა ახალი ვარცხნილობი პრაქტიკულად ყოველდღე. მაგალითად, ფრანგული შინიონი. ელეგანტური და ზომიერად ცელქი.
შეკრული ან მოკლე თმა – სამკაულივით ბზინვარე
დიადემა, ტიარა, თმის სარჭი დაგეხმარება იბრწყინო ნებისმიერ წვეულებაზე და იყო დაუვიწყარი. თმის სამკაულები შეიძლება იყოს ისეთი როგორც გსურს. მთავარია – მეტი ბზინვარება! გსურს გააკეთო ზამთრის ტიარა, რომელსაც შენს გარდა არავინ გაიკეთებს? მაგალითისთვის აიღე თმის მოსართავი ყვავილების გვირგვინი და შეცვალე რაიმე უფრო საახალწლო სამკაულით.