როგორ მუშაობს სახის მასაჯი?
ოდესმე გიფიქრია რატომ ბზინვარებს შენი კანი სალონის პროცედურების შემდეგ? ეს არაა დამოკიდებული მხოლოდ სპეციალურ შემადგენელ ინგრედიენტებზე, ასევე თვით პროცედურის პროცესზე: მასაჟი სტიმულაციას აძლევს სისხლის მიმოქცევას და კანი ივსება ამ დროს ენერგიით.
არ არის აუცილებელი იყო პროფესიონალური კოსმეტოლოგი, რათა მიიღო მსგავსი ეფექტი: მარტივი სწორი მიმართულების მოძრაობები ქმნის ძლიერ ლიმფურ დრენაჟულ ეფექტს, აქრობს შეშუპებას და უხსნის სახის კუნთებს დაძაბულობას.
მარტივი მასაჟი სახლის პირობებში
დაიწყე მაკიაჟის ფუძით: აიღე საყვარელი პროდუქტი თითის წვერებით, შეზილე ის რათა გათბეს და ტექსტურა გახდეს ელასტიკური. შეხედე მოდელს და გაიმეორე!
ნაბიჯი 1: ფრთხილად მიაჭირე თითები საფეთქელს და დაიწყე შუბლის კუნთების ვარჯიში, იმოძრავე წარბებიდან ცხვირისკენ.
ნაბიჯი 2: ფრთხილი მოძრაობებით ტუჩის კიდეებიდან საფეთქლებამდე დაამუშავე ლოყები
ნაბიჯი 3: მასაჯი გაუკეთე ტუჩის წრიულ კუნთს, დააწექი კუპიდონის არეს და ნიკაპს.
ნაბიჯი 4: ყურადღება მიაქციე კისერს: გამოიყენე რბილი მოძრაობები ნიკაპიდან ლავიწისკენ.
გაიმეორე სასურველი ნაბიჯები რამდენჯერმე და თუ მოისურვებ, გადადი შემდეგ ეტაპებზე, რათა მიიღო კანის ბზინვარება.
ფუფუნების შეხება, რომელსაც შენ იმსახურებ
შენ დასვენებული ხარ, შენ კანს ბზინვარება შესძინა ფერუმარილმა. დრო დადგა ტონის გათანაბრების, ჩვენ კი გირჩევთ საშუალებას, რომელიც იზრუნებს შენს კანზე მთელი დღის განმავლობაში.
ტონალურ ფუძეს-ბალიშით Giordani Gold აქვს გლუვი დაფარვა. ის შეიცავს ინგრედიენტების ვრცელ კომპლექსს ახალგაზრდა კანის ეფექტისთვის: ჰიალურონის მჟავა დატენიანების და მკვებავი კომპლექსი Skin Cherish Blend ზღვის წყლით, გარგარის ექსტრაქტი, მწვანე ჩაი და გოგრა.
მსუბუქი ტექსტურა სრულყოფილი ტონისთვის
კომპლექსი შეიცავს აპლიკატორს, რომელიც შექმნილია სპეციალურად ამ ტექსტურის დატანისთვის. ბალიშის გამოყენება შეგიძლია როგორც დილით, ასევე დღის განმავლობაში. აიღე ცოტაოდენი პროდუქტი და გაიმეორე მასაჟის მოძრაობით.
ნაბიჯი 1: მარტივი წყვეტილი მოძრაობებით დაიტანე ტონი შუბლსა და ნიკაპზე
ნაბიჯი 2: რბილი მოძრაობებით გაუყევით ყბის ხაზიდან ლოყამდე
ნაბიჯი 3: დაიმუშავე ნიკაპი და კუპიდონის რკალის არე, ღრუბლის რბილი დაჭერით.
ნაბიჯი 4: გადაკეცე ღრუბელი შუაზე და დაიტანე ტონი თვალის ქვემოთ. ნარჩენი მასა შეგიძლია გადაიტანო კისერზე, რათა შეასწორო ფერი. მზად არის!