რატომ არის ყველა ბუნებრივი მინერალი უნიკალური?

ბუნება გენიალური მხატვარია, მის ქმნილებებში ვერ ნახავთ ერთნაირ ფორმებს და ფერებს. ბუნებრივი ქვები შესანიშნავად ასახავენ ამ მტკიცებას. სამთო ქანების ათასობით სახეობა არსებობს და თითოეულს საკუთარი თავისებურება აქვს. არცერთი მინერალი არ ჰგავს მეორეს, სწორედ ამაში მდგომარეობს მათი ფასეულობა. Norrsken-ის საიუველირო ბიჟუტერიის კოლექციაში თითოეული ნაკეთობა უნიკალურია: ნახევრადძვირფასი ქვები ერთი და იმავე კომპლექტის ფარგლებშიც კი შეიძლება განსხვავდებოდეს ფერით და ნახატით. ბუნებრივი ქვების საოცარი თვისებები და თავისებურებები თითოეულ სამკაულს თილისმად აქცევს, ხოლო მინერალის განუმეორებელი ელფერი ხაზს უსვამს მისი მფლობელის ინდივიდუალობას. შენი სილამაზე უნიკალურია, ისევე, როგორც თავად შენ. გარანტირებულია ბუნებით!

ბუნებრივი მინერალები დედამიწის ისტორია

მინერალი არის რთული ბუნებრივი წარმონაქმნი, როგორც წესი, რთული შემადგენლობით. ქვები ერთმანეთისგან განსხვავდება ქიმიური ფორმული (შეიძლება შეიცავდეს ერთ ან რამდენიმე ელემენტს), სტრუქტურით (მარცვლოვანი, კრისტალური), სიმკვრივით (შრეული, ფორიანი, მონოლითური), ფერით, გამჭვირვალობით, კუთრი წონით, სიმყარით და რიგი სხვა პარამეტრებით.

ყველა ბუნებრივი ქვა დედამიწის ჭეშმარიტი ისტორიაა. ისინი მოიცავს ჩვენი პლანეტის უძველეს წარსულს, ხოლო მინერალების ცალკეული თავისებურებები გამოიყენება მისი მომავლის ასაშენებლად. მრავალი საიდუმლოება, რომელსაც ეს ქვები ინახავს, ჯერ კიდევ ამოხსნას საჭიროებს. თუმცა ხალხს არასდროს ეპარებოდა ეჭვი მინერალების იდუმალებით მოცულ ძალაში.

 

ამეთვისტო

იასამნისფერი ან იისფერი ფერის კეთილშობილ მინერალს თავისი მფლობელისთვის სიმშვიდე და აზროვნების სიცხადე მოაქვს. ითვლება, რომ ეს საოცარი ქვა ასევე ხელს უწყობს უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლებას. წარმატების და ფუფუნების ქვას, ამეთვისტოს მოაქვს წარმატება საქმეებში, განამრავლებს სიმდიდრეს და ბედნიერებას.

 

მწვანე ავანტიურინი

ქრომშემცველი ფუქსიტი ქვას უმატებს ვერცხლისფერ-მწვანე ან ვერცხლისფერ-ცისფერ დელიკატურ ბზინვას, რომლის ხარისხი ვარირებს და დამოკიდებულია მინერალების მოპოვების და წარმოშობის ადგილზე. ავანტიურინის ტექსტურა, ფერი და ელვარება განსხვავდება ჩანართების შემადგენლობისა და მარცვლების ზომის მიხედვით. ს იშვიათი მინერალია, წარმატების და სიყვარულის ქვა. ოპტიმიზმით დამმუხტავი თილისმა, რომელიც გაჩუქებს შთაგონებას და ერთგული თანაშემწე იქნება წარმატების მიღწევაში.

 

ლაბრადორიტი

ეს სამთო ქანი გამოირჩევა ირიზაციის იშვიათი თვისებით - ეს არის შინაგანი ცისარტყელასებრი ციალი, რომელიც მოლუსკის ნიჟარის სადაფისფერ ბზინვას წააგავს. ტრანსფორმაციისა და სიძლიერის ქვა, ლაბრადორიტი, ზოგიერთ ჩრდილოეთ ხალხში წმინდა ქვად ითვლებოდა: მათ სჯეროდათ, რომ მასში იმალება ჩრდილოეთის ნათება.

 

ძოწი

ძოწი - ეს არ არის მხოლოდ ერთი ქვა, არამედ მინერალების მთელი ჯგუფია. ალმანდინის ძოწის ღრმა ღვინისფერ-წითელი ფერი რკინისა და ქრომის არსებობაზე მეტყველებს. გვხვდება სხვა ფერის ძოწებიც: ზეთისხილის მწვანედან ზურმუხტისფერ მწვანემდე, ნარინჯისფერიდან ნარინჯისფერ-ყავისფერამდე და .. ძოწებ სხვადასხვა განათების პირობებში შეუძლია სხვადასხვა შეფერილობა გამოამჟღვანონ, რაც ხაზს უსვამს მათ იდუმალებას. იდუმალი ქვა, რომელიც მბჟუტავ ნაკვერჩხალს მოგვაგონებს, ენერგიას და მიმზიდველობას ანიჭებს გამოკვეთილი ხასიათის მქონე ქალებს. ქვათა სამყაროში ყველაზე „ვნებიანი მინერალი აღვიძებს ცხოვრების სიხარულს და გრძნობებს, რომლებიც ნებისმიერ გარემოებაზე ძლიერია.

 

ვარდისფერი კვარცი

კვარცის ნაზი ვარდისფერი შეფერილობა განპირობებული ტიტანის მცირე შემცველობით. ცალკეულ ქვებს აქვთ ასტერიზმის, ანუ მოციმციმე შუქური ვარსკვლავების ეფექტი. ისინი ჩნდებიან გაპრიალებულ ზედაპირზე კარგი განათების პირობებში. ოდნავ ჩამქრალი ვარდისფერი შეფერილობის მინერალი სინაზის, რომანტიკისა და სიყვარულის ალეგორიაა.

 

ვეფხვის თვალი

ვეფხვის თვალის უჩვეულო ბუნებრივი სილამაზე და საოცარი თვისებები ჯერ კიდევ ძველ სამყაროში იყო ცნობილი, მაგრამ ის მხოლოდ რენესანსის ეპოქაში შემოვიდა მოდაში. ქარვისფერ-ყავისფერი მინერალი ასხივებს სითბოს და სინათლეს და იცავს ნეგატიური გრძნობებისა და მოვლენებისგან. ეს არის თანაშემწე გაბედულ საქმეებში და ამულეტი მათთვის, ვინც მიჩვეულია ჰორიზონტის გაფართოებას. ამბობენ, რომ ვეფხვის თვალი ავითარებს შემოქმედებით უნარებს და ნიჭიერებას, ეხმარება  მთელი საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებაში.

 

ტოპაზი

ძვირფასი მინერალი, ერთ -ერთი ყველაზე მყარი და მტკიცე სილიკატების კლასში. გვხვდება სხვადასხვა ფერის ტოპაზი, მაგრამ ყველაზე ხშირად სამკაულებში გამოიყენება თეთრი და ლურჯი ფერის კრისტალები. ოპტიკურმა თვისებებმა ტოპაზი XIX საუკუნის ევროპელი იუველირების ფავორიტად აქცია: სამკაულებში ქვები ნამდვილი ბრილიანტების მსგავსად ბრწყინავს. თეთრი ტოპაზი არის სადღესასწაულო აურის მქონე ქვა, "მაგნიტი" ნათელი მომენტებისთვის და საოცარი მოვლენებისთვის. ითვლება, რომ ის იცავს შინაგანი სამყაროს ჰარმონიას. ცივი ლურჯი შეფერილობის ტოპაზი არის მშვიდობისმყოფელებისა და მკურნალების ქვა. ცისფერი ტოპაზი უხსოვარი დროიდან მეზღვაურების თანამგზავრი იყო: მათ ქვა თან მიჰქონდათ ხანგრძლივი მოგზაურობისას, რათა მისი მეშვეობით დაეცვათ თავი ქარიშხლების, შტორმისა და ცუდი ამინდისგან.

 

ჰემატიტი

მინერალის სარკისებური ზედაპირი საიდუმლოებას შეიცავსამბობენ, რომ ჰემატიტი ხელს უწყობს ბედისწერის ნიშნების დანახვას და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, ნერგავს თავდაჯერებულობას და იცავს უარყოფითი ემოციებისგან. ჰემატიტი არის თილისმა, რომელიც მის მფლობელს საფრთხეებისგან იცავს. ჰემატიტის უნარი დამუხტოს პოზიტიური ენერგიით და დაიცვას მოუფიქრებელი, წინდაუხედავი არჩევანისგან აქცევს მას მოკავშირედ გაბედული მიზნების მიღწევაში.

 

ობსიდიანი

ბუნებრივი შავი მინერალი ოქროს შინაგანი ნათებით. ფერის შთამბეჭდავი სიღრმე ხიბლავს და ყურადღებას იზიდავს ქვაში დამალულ საიდუმლოზე. წარსულის საუკეთესო იუველირები მის ამოხსნას ცდილობდნენ, ხოლო ბრძენი წინასწარმეტყველები ობსიდიანის ბურთებში იყურებოდნენ მომავლის დანახვის იმედით. XIX საუკუნეში ობსიდიანმა პოპულარობა მოიპოვა კარლ ფაბერჟეს განუმეორებელი ქმნილებების წყალობით. მისტიკური ობსიდიანი ხაზს უსვამს მფლობელის ირიგინალურ გემოვნებას და მისი შინაგანი სამყაროს სიმდიდრეს.

 

შავი სპინელი

ერთ-ერთი უიშვიათესი ბუნებრივი მინერალი. ამაღელვებელ და მიმზიდველ ფერად ქვას ირჩევდნენ სამეფო ოჯახის წევრები თავიანთი სამკაულებისათვის. მაგალითად, ეკატერინე II- ის გვირგვინი მორთული იყო მდიდრული სპინელით. ითვლება, რომ შავი სპინელი აძლიერებს შინაგან მაგნეტიზმს და მუხტავს შთაგონების ენერგიით.

 

აქატი

ქალცედონის სახეობა, აქატი ერთ -ერთი უძველესი მინერალია. ეს არის ქვა შრეული ტექსტურითა და ფერების შთამბეჭდავი მრავალფეროვნებით. ყველაზე ხშირად საიუველირო ნაკეთობებში გვხვდება ალისფერი და შავი აქატი, მაგრამ ნამდვილ უნიკალურობას სამკაულებს ანიჭებს უფრო იშვიათი სახეობები.

პეიზაჟური აქატი არის მინერალი საოცარი ნახატით, რომელიც ხავსმოკიდებულ ტყეს, ზღვის წყალმცენარეებს ან მცენარეულ ორნამენტს წააგავს. ეს არის წარმატების ამულეტი, თამამი დაწყებების და აღმოჩენების სიმბოლო. ცისფერი მაქმანის აქატი ნამდვილი რარიტეტია, რადგან მინერალი მოიპოვება მსოფლიოს ერთადერთ საბადოში, რომელიც მდებარეობს ნამიბიის ძნელად მისადგომ რაიონში. ეს არის ზეციური ქვა რბილი ენერგეტიკით, რომელსაც მოაქვს უშფოთველობა და სიმშვიდე.

 

ციტრინი

ციტრინი არის ლიმონისფერ-ყვითელი შეფერილობის კრისტალი გამჭვირვალე წახნაგებით და მზის სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობით, რაც განაპირობებს შუქტეხის მაღალ უნარს, და შესაბამისად, დიდებულ კაშკაშა ბრწყინვას. ითვლება, რომ ციტრინს შეუძლია მზის ენერგია გარდაქმნას დადებით ემოციებში, სიცოცხლის სიყვარულში, სიხარულში და თავდაჯერებულობაში. მინერალი, რომელიც შთააგონებს განვითარებას და წარმატების მიღწევას.