Norrsken-ის სამკაულები არის ულტრა მოდური ტენდენციების და საიუველირო ხელოვნების საუკეთესო ტრადიციების განსახიერება haute bijoux [წარმოითქმის "ოტ ბიჟუ"] - „მაღალი ბიჟუტერიის“ სტილში. კოლექციების დიზაინში აირეკლება თავისუფალი შემოქმედებითი სულისკვეთება და შესრულების შესანიშნავი ხარისხი.
კონცეპტ-ატელიე Norrsken-ის ახალი კოლექცია წარმოგიდგენთ 2021/2022 შემოდგომა -ზამთრის სეზონის უახლეს აქსესუარებს. რომანტიკული ან ავანგარდული, მდიდრული ან ლაკონური - კოლექცია შეიცავს სამკაულებს ნებისმიერი გარდერობისთვის, კალენდრისა და განწყობისთვის. თითოეული ნაკეთობა ხაზს უსვამს მისი მფლობელის უნიკალურ სილამაზეს.
ამ სეზონში დიზაინერები კვლავ შთააგონა ზღაპრულმა პეიზაჟებმა და სკანდინავიური ბუნების უსაზღვრო სილამაზემ. შემოდგომის თბილი ფერები და ნობათი, ყინულის კეთილშობილი სიცივე და ჩრდილოეთის ნათება, ტყის სიჩუმე და იანვრის მზის ჩასვლის მეწამული ფერი - ბუნება აღსავსეა ძალით და ხიბლით. ბუნებრივი ქვები, რომლებიც ტრადიციულად გამოიყენება ნაკეთობებში, ხელს უწყობს ჭეშმარიტად გამოავლინოს თითოეული აქსესუარის სილამაზე.
სწორად შერჩეული სამკაული ქმნის ჰარმონიულ, დაბალანსებულ იმიჯს. ჩვენ მოგითხრობთ, როგორ აირჩიოთ საყურეები Norrsken-ის ახალი კოლექციიდან სახის ფორმის მიხედვით და როგორ შეუთავსოთ ყელსაბამი კაბის დეკოლტეს.
ვირჩევთ საყურეებს სახის ფორმის მიხედვით
აქ მნიშვნელოვანია სამკაულის მასშტაბი და ფორმატი. საყურეები საკიდებით ვიზუალურად აგრძელებს სახეს - ის, რაც ჭირდება მრგვალ და კვადრატულ სახეს, რაც შეეხება მასიურ სამკაულებს, მათ უნდა მოერიდოთ. როდესაც გვსურს ხაზი გავუსვათ სახის ნაკვთებს, აქ გამეორების წესი მოქმედებს: ტუჩების მოცულობას შეიძლება ხაზი გავუსვათ საყურეებით, რომლებიც მასშტაბით მათი ზომის მსგავსია.
თუ შენი სახის ფორმა უფრო კვადრატს უახლოვდება, ყურადღება მიაქციე საყურეებს კოლექციიდან "შავი სპინელი", "ღამის ჰემატიტი" და "შემოდგომის ვეფხვის თვალი".
მრგვალი სახისთვის გირჩევთ საყურეებს "ზეციური ობსიდიანი", "აყვავებული ამეთვისტო", "თვალისმომჭრელი ტოპაზი".
წაგრძელებულ / ოვალურ სახეს დაამშვენებს საყურეები "პეიზაჟური აქატი", "ვარდისფერი კვარცი", "მარგალიტის ლაბრადორიტი".
სამკუთხა ფორმის სახეს მოუხდება საყურეები "მზიური ციტრინი", "ჩრდილოეთის აქატი", "პოლარული ტოპაზი", "ყინულის ტოპაზი", "მწვანე ავანტურინი".
ვირჩევთ კაბის დეკოლტეს შესაფერის ყელსაბამს
კისრის ნებისმიერი აქსესუარი უნდა შეირჩეს კაბის, მაისურის / ტოპის, ბლუზის / პერანგის ან ქურთუკის დეკოლტეს გათვალისწინებით. ასე სამკაულსაც, და ზოგადად მთელ იმიჯს, უფრო ჰარმონიული და ეფექტური იერი ექნება. V-მაგვარ დეკოლტეს ყველაზე მეტად სამკუთხა ფორმის ყელსაბამი უხდება, ნავისმაგვარ ჭრილს - კულონები, ხოლო მრგვალ დეკოლტესთან გირჩევთ უფრო მოკლე და მასიური ყელსაბამების ტარებას.
V-მაგვარ ამოჭრილ კაბას მოუხდება ყელსაბამები «პეიზაჟური აქატი», «ჩრდილოეთის აქატი», «მეწამულისფერი ძოწი», «პოლარული ტოპაზი», «ღამის ჰემატიტი», «აჟურული კვარცი», «შავი სპინელი».
კვადრატულ დეკოლტეს შეავსებს ყელსაბამები "აყვავებული ამეთვისტო", "ვარდისფერი კვარცი", «ციური ობსიდიანი».
მრგვალი დეკოლტესთვის შესაფერისია «ყინულის ტოპაზი», «მწვანე ავანტიურინი», «თვალისმომჭრელი ტოპაზი».
ნავის ფორმის ჭრილი მოითხოვს საინტერესო აქცენტს – ყურადღება მიაქციე «მზიურ ციტრინს», «შემოდგომის ვეფხვის თვალს», «მარგალიტის ლაბრადორიტს».
ძაბრისმაგვარი დახურული ჭრილი თითქმის ყველა ფორმის ყელსაბამის ტარების საშუალებას იძლევა – ეს შეიძლება იყოს როგორც გულსაკიდი გრძელ წვრილ ჯაჭვზე «ჩრდილოეთის აქატი», ასევე ყელსაბამი მრგვალ ფუძეზე «ყინულის ტოპაზი», «მეწამულისფერი ძოწი», «ციური ობსიდიანი».
ღრმა ჭრილის მქონე ქურთუკისთვის სამკაულების შერჩევისას, უპირატესობა მიანიჭე წაგრძელებულ საშუალო ზომის გულსაკიდს მოგრძო ჯაჭვზე. იდეალური არჩევანია «შავი სპინელი» და «შემოდგომის ვეფხვის თვალი».
ვიცვლით სტილს ტრანსფორმერი სამკაულების საშუალებით
დღისით – მუშაობა, საღამოს – დღესასწაული? არ არის საჭირო ბევრი სამკაული ატარო თან, რომ შეცვალო იმიჯი დღის განმავლობაში. საკმარისია ის, რაც უკვე თან გაქვს, თუ ეს არის ტრანსფორმერი აქსესუარები. მათი დახმარებით მარტივად შეძლებ გარდაისახო და ოფისიდან პირდაპირ სადილზე ან საღამოს წვეულებაზე გაეშურო.
ყურადღება მიაქციე საყურე-ტრანსფორმერებს მოსახსნელი საკიდებით "შემოდგომის ვეფხვის თვალი" და "ზეციური ობსიდიანი". მოხსენი საყურეს საკიდები და მიიღებ ლაკონურ პუსეტებს (საყურე-ლურსმნებს) ან საყურე-რგოლებს - შესანიშნავი დამატება საქმიანი კოსტუმისთვის ან casual სტილის ვარიანტისთვის! ჩაიდე საკიდები ხელჩანთაში, მიიმაგრე ისინი საღამოს, და საყურეები იმიჯის აქცენტი გახდება. ახლა შენ მზად ხარ ბანკეტისთვის და სადღესასწაულო გართობისთვის დილამდე!