ჯერ კიდევ გუშინ ჩვენ რეგულარულად ვცვლიდით ტონებს, წელიწადის დროის, ტექსტურისა და კანის საჭიროებებიდან გამომდინარე. ზამთარში უფრო სქელი, ზაფხულში - მსუბუქი, ყინვაში მკვებავი, სიცხეში - გლუვი. თუ შენ მრავალი ბოთლის ნაცვლად ოცნებობ ერთ პროდუქტზე «ყველაფრისთვის», გაეცანი ბიუთი-მეცნიერების ბოლო მიღწევებს. დაე, ტონალური ფუძე ადაპტირდეს შენზე!
როგორი დასასრული ან ტექსტურაც არ უნდა გყვარებოდა, ტონალური ფუძე THE ONE Everlasting Sync SPF 30 იქნება ერთ ტალღაზე შენს კანთან. ჩვენ ვიპოვეთ რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა გასინჯო ახალი პროდუქტი.
ის დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს ახალი დატანილი მაკიაჯის ეფექტს
ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პრობლემებიდან, რის გამოც ბევრს არ უყვარს ტონალური კრემი ის არის, რომ მაკიაჟის დატანისთანავე ის გამოიყურება იდეალურად, თუმცა დღის განმავლობაში ის შესაძლოა გამოშრეს და უფრო ძლიერ გამოკვეთოს ნაკლოვანებები.
THE ONE Everlasting Sync- ის ფორმულა შექმნილია Skin Response-ის ტექნოლოგიის საფუძველზე, რომელიც ადაპტირდება კანის საჭიროებებზე გარემოდან გამომდინარე. როდესაც გარშემო ჰაერი ტენიანია, ჭკვიანი ტექნოლოგია შთანთქავს ტენს მისგან, ხოლო როდესაც მშრალია - ეხმარება საჭირო რაოდენობის ტენის შენარჩუნებაში. შედეგად შენ მიიიღებ ახალი დატანილი მაკიაჟის და ახალი კანის ეფექტს დიდი ხნით.
ის გამძლეა. ძალიან გამძლე!
კლინიკურმა ტესტირებამ დაადასტურა, რომ THE ONE Everlasting Sync ინარჩნებს მდგრადობას 30 საათის განმავლობაში. რასაკვირველია, არ არის საჭირო მაკიაჟის ტარება დიდი ხნის განმავლობაში - თუმცა, თუ შენი დღე გაუთვალისწინებელი სცენარით წარიმართა, ტონალური ფუძე ნამდვილად არ გიღალატებს. წყალგამძლე, მდგრადი მაღალი ტენისა და ოფლის მიმართ, ინარჩუნებს საფარის გაჯერებას მთელი დღის განმავლობაში.
ის იზრუნავს შენს კანზე
ტონი შეიცავს SPF 30-ს, რომელიც კანს დამატებით იცავს ფოტოდაბერებისგან. ულტრაიისფერი სხივები აქტიურია ყოველთვის, წელიწადის დროისა და ღრუბლიანობის მიუხედავად, ისინი აღწევენ შუშიდან და მოქმედებენ კანზე მაშინაც კი, როდესაც ხარ ოფისში ან მანქანაში.
შენ მარტივად იპოვი იდეალურ ფერს...
თუ შენთვის სწორი ფერის შერჩევა პრობლემას წარმოადგენს, THE ONE Everlasting Sync - სწორედ შენი ვარიანტია! 10 ფერი სამი ტონის კანისთვის: ცივი, თბილი და ნეიტრალური. არ შეგეშინდეს პირდაპირ საიტზე შეკვეთის: ფერის შერჩევის ინსტრუმენტის დახმარებით შენ აუცილებლად გამოიცნობ. შემადგენლობაში არსებული Skin Camouflage-ის პიგმენტები კი ადაპტირდება კანის ტონთან და დაეხმარება შენს სახის ფერს გამოსწორებაში.
…და არ დაგჭირდებათ ბზინვარების მოშორება დღის განმავლობაში!
THE ONE Everlasting Sync-ის შემადგენლობაში არის პუდრი Oil Control, რომელიც შთანთქავს კანის ზედმეტ ცხიმსა და ოფლს მდგრადი ნახევრად-გლუვი დასასრულისთვის. ის არ საჭიროებს პუდრის დატანას - მინუს ერთი ეტაპი მაკიაჟის დატანისას. თუმცა ამავდროულად შეგიძლია მისი ტონის შერწყმა საყვარელ მაკიაჟის ფუძესთან.