ჰოლივუდის ვარცხნილობა

ბრწყინვალე ლოკონები იდეალურად შეეფერება წითელ ხალიჩას, მაგრამ შენ შეგიძლია ასეთი ვარცხნილობა გაიკეთო სახლშიც ჩვენი რჩევების გათვალისწინებით.

1

დაბალი სტარტი

თავდაპირველად დაიხვიე თმა, რომელიც თავის ქვედა ნაწილში მდებარეობს. გაიკეთე კუდი და დაიმაგრე კეფაზე. გამოსწიე პატარა ლოკონი და შემოახვიე თმის უთოზე. დაიჭირე უთო დიაგონალურად 5-8 წამის განმავლობაში. ვინაიდან უთოს ზედაპირის ტემპერატურა ძალიან მაღალია, თმის დახვევის დრო კი ხანგრძლივი, არ დაგავიწყდეს თმაზე თერმოდამცავი სპრეის გამოყენება.



2

                                                     საერთო რიგის მიხედვით

თანმიმდევრულად გამოსწიე კეფაზე დამაგრებული კუდიდან ახალი ლოკონები და გაიმეორე ის, რაც გააკეთე წინა პუნქტში. გააგრძელე კეფიდან შუბლის მიმართულებით. შენ უნდა მიაღწიო იდეალურ თანაბარ ხვეულებს, თუ ერთი ხვეული არ გამოგივიდა, სცადეთ ხელმეორედ.



3

სკრეპები

დაასრულებ თუ არა ხვეულებს, არ დაგავიწყდეს ძლიერი თმის ფიქსაციის სპრეის დატანება.




4

ფინალური აკორდი

მის შემდეგ რაც სპრეი გაშრება, თმის მასაჟორი ჩოთქის საშუალებით ოდნავ დაივარცხნე ლოკონები, რათა ისინი გათანაბრდნენ. როცა დაასრულებთ დაიმატეთ თმაზე ცოტაოდენი ვარცხნილობის დასაყენებელი მუსი ბლესკისთვის.

მზადაა! შენ გაიკეთე არაჩვეულებრივი ვარცხნილობა, რომელიც ჰოლივუდის ხალიჩას შეეფერება.

ტექსტი: ფოტო: Kristine Wreyford

შეიძინეთ ახლავე

ანალოგიური სტატიები