ვირჩევთ პრიალა ტუჩსაცხს კანის ფერის ტიპის მიხედვით

ახალი ტუჩსაცხის ფერთა პალიტრისგან თვალები გაგირბის? გსურს ყველა ფერი ან მხოლოდ ერთი, მაგრამ ის ერთადერთი: ფერი, რომელიც ახალისებს, აახალგაზრდავებს, ხაზს უსვამს თვალის ფერს, კანს სიკაშკაშეს ანიჭებს და შენს სელფის ასამდე მოწონებას უმატებს. როგორ შეარჩიო იგი? შევეცდებით აგიხსნათ ახალი პრიალა ტუჩსაცხის The ONE Colour Stylist Ultimate მაგალითზე.

დაივიწყე «ზამთარი» და «შემოდგომა», «ფუქსია შავგრემანს უხდება» და სხვა მსგავსი კლიშეები. წითელი ფერის ან ნებისმიერი სხვა ფერის ტუჩსაცხი, რომელიც სწორედ შენ დაგამშვენებს, შეიძლება შეარჩიო და კანის ქვეტონს შეუხამო. ყველაზე მარტივი ინსტრუქცია ყოველთვის შენთან ერთად არის, პირდაპირ შენს ხელებზე! დააკვირდი შენი კანის და ვენების ჩრდილს, შეიცანი საკუთარი თავი აღწერილობებში და გადაწყვიტე ელფერი. 



ცივი ტონები
ლურჯი ან იისფერი ვენები, კანის ვარდისფერი ელფერი. შენ მოგიხდება მტვრიანი ვარდისფერი, ფუქსიის, ალუბლის და ქლიავისფერი ტონები.  

ჩვენი არჩევანი: «ვარდისფერი წითელი» სამსახურისთვის, «პრიალა ვარდისფერი» პაემანისთვის და «ბურგუნდიული შიკი» მაღალი წრის საზოგადოების რაუტისთვის.   

ნეიტრალური ტონები
თუ უცბად ვერ განსაზღვრავ ვენების ჩრდილს, სავარაუდოდ შენი კანის ქვეტონი არის ნეიტრალური. განათების, დღისა და წელიწადის დროიდან გამომდინარე, ის შეიძლება იყოს უფრო ახლოს ხან თბილ, ხან ცივ ჩრდილებთან. ყურადღება მიაქციე წითელ-ნარინჯისფერ, ნაზ ვარდისფერ, მარჯნისფერ ან ატმისფერ ჩრდილებს. ზამთარში, როდესაც კანი უფრო ფერმკრთალია, შენ ასევე მოგიხდება ყველა ცივი ელფერი, ზაფხულში კი, როდესაც კანი მსუბუქად გერუჯება, ჩაატარე ექსპერიმენტები თბილ ტონებთან. 

ჩვენი არჩევანი: «ყვავილოვანი სამყურა» ყოველდღიურობისთვის, «იდუმალი ვარდისფერი» კაბის შესაფერისი და «კლასიკური წითელი» ლაკონური შავი სმოკინგისთვის. 

თბილი ტონები 
ლურჯ-მწვანე ვენები და ყვითელთან მიახლოებული კანის ქვეტონი. ასეთი კანის მფლობელ ქალბატონს მოუხდება კენკრის მაძღარი ფერები, წითელი და ტერაკოტის ტონები.

ჩვენი არჩევანი: «ტკბილი ატამი» ჯინსებისთვის და თეთრი მაისურისთვის, «მოდური წითელი» როდესაც ყურადღების ცენტრში ყოფნა გსურს, «ჰაეროვანი მარჯანი» რომანტიკული განწყობისთვის და «მუქი შოკოლადი» მოდურ წვეულებაზე ან თანამედროვე ხელოვნების გამოფენაზე წასასვლელად. 



პრიალა ტუჩსაცხის 3 კაიფჰაკი

1. გააკეთე აქცენტი
წაისვი ტუჩებზე მქრქალი ან კრემისფერი ტუჩსაცხი, შუაში დაამატე ოდნავ პრიალა ტონი: ეს ხელს შეუწყობს მოცულობის შექმნას და მკვეთრი აქცენტის დამატებას. შეუხამე ტონი ტონს ან აიღე ერთი-ორი ფერით უფრო ღია ან მუქი ფერი მოდური ომბრეს ეფექტის შესაქმნელად. მეტი ექსპერიმენტი წლევანდელ შემოდგომაზე!     

2. მიანიჭე ბუნებრივი ელფერი
მონოქრომული მაკიაჟის ტენდენცია არ თმობს პოზიციას. გაიფერადე ტუჩები? წაისვი იგივე ტუჩსაცხი ლოყებზე ფერუმარილის ნაცვლად. პრიალა ტექსტურა უბრალოდ შესანიშნავია ამ ხრიკისთვის: ის მარტივად გადაისმევა და გათანაბრდება კანზე და ბუნებრივ სიკაშკაშეს მოგანიჭებს.  

3. შეინახე ადგილი კოსმეტიკის ჩანთაში
ერთი ტუჩსაცხის და ერთი ფანქრის მეშვეობით შეგიძლია ერთბაშად რამდენიმე სრულიად განსხვავებული ტუჩის მაკიაჟი მიიღო, თუ სხვადასხვა ჩრდილებს აიღებ. ფერები პირდაპირ ტუჩებზე შეურიე: მთლიანი ზედაპირი ჯერ კონტურული ფანქრით დაიფარე, მერე ტუჩსაცხით. ან დატოვე  სხვადასხვა ფერები ზედა და ქვედა ტუჩებზე — ეს კიდევ ერთი საინტერესო ტრენდია პოდიუმებიდან.