1. მომზადება
საუკეთესოდ მაკიაჟი მომზადებულ ტუჩებზე ჩერდება. დაიწყე გასუფთავებით. შესაძლებელია, დაამზადო სახლში ტუჩის სკრაბი, შეურიე თაფლი და ცოტაოდენი შაქარი. ასევე, დაამუშავე ტუჩები უბრალო კბილის ჯაგრისითაც კი. ამის შემდეგ კი დაიტანე ტუჩის დამატენიანებელი ბალზამი.
2. ფუძე
პირველი ვარიანტი იდეალური საფუძვლის არის ტუჩის ფანქარი ტუჩსაცხის ტონის. ის ხდის ფერს მეტად ინტენსიურს და ახანგრძლივებს პროდუქტის გამძლეობას. თუ გსურს ბუნებრივი ეფექტისა და ბრწყინვალების შენარჩუნება, გამოიყენე გამჭვირვალე პრაიმერი: ის ხელს შეუშლის პროდუქტის გავრცელებას და შექმნის ტუჩების გლუვ ზედაპირს. ტუჩის ბუნებრივი ზედა კონტურის ადგილას დაიტანე მცირეოდენი ჰაილაითერი, ქვედა ტუჩის ქვემოთ კი დაუმატე ჩრდილი, რომელსაც პალეტში კონტურირებისთვის The ONE იპოვი.
3. კონტური
ამ ეტაპზე შენ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია! გსურს მოცულობის გაზრდა? დახატე კონტური, ოდნავ საზღვრებს გარეთ. ნუ გადააჭარბებ! შენ შეგიძლია ზუსტად ფანქრის ხაზს გაჰყვე, რათა შედეგი იყოს ბუნებრივი. შენი ტუჩები ზედმეტად დიდია სიდიდეში? დატოვე ერთი კონკურის გარეთ, ხოლო მეორე მის შიგნით, რათა მეტად პროპორციული გახადო.
4. ფერი და ტექსტურა
აირჩიე ტუჩის საცხი. კლასიკური კრემისებური ტუჩსაცხი გამოიყურება მაქსიმალურად ბუნებრივად: ის სძენს ფერს და ამასთანავე, უნარჩუნებს ტუჩებს ბუნებრივ ტექსტურას. პრიალა პროდუქტი ვიზუალურად ტუჩებს უფრო აახალგაზრდავებს, ზედაპირის დაგლუვებისა და წვნიანი ბრწყინვალების დახმარებით. გლუვი ტუჩსაცხი იერს სტატუსს სძენს, ხავერდოვანი ტექსტურა კი იდეალურად ფარავს ჩვენს ყველა ხრიკს, რაც ტუჩებს მოცულობაში ზრდის. ტუჩსაცხი მოციმციმე ნაწილებით კი ექსტრემალურ მოცულობას სძენს ტუჩებს: გამოიყენე ის მხოლოდ ტუჩების ცენტრი ბუნებრივი ეფექტის მისაღწევად, ან დაიტანე ის მთელ ზედაპირზე, როდესაც გსურს, რომ იყო სუპერვარსკვლავი.
ყველა ქალბატონი ტუჩსაცხს საკუთარი ხერხით იყენებს. ზოგიერთი იყენებს ფუნჯს, ზოგი თითის წვერით ისმევს პროდუქტს, სხვანი კი პირდაპირ იყენებ დამატებითი დამხმარე ხელსაწყოების გარეშე, ამისთვის კი მათ არ სჭირდებათ სარკე. რომელია სწორი? ის, რომელიც შენთვის უფრო ხელსაყრელია! თუ შენ დასასრულს გამოგდის ლამაზი და ერთგვაროვანი ფერი, მაშინ შენ ყველაფერს სწორად აკეთებ. უმნიშვნელოვანესია, რომ არ დაგავიწყდეს ტუჩის კიდეების გაფერადება, საზღვრის დასასრულის ჩათვლით. თუ შენ კაშკაშა ფერს იყენებ, გირჩევ ფუნჯით საზღვრის გასწვრივ დაიტანო კორექტორი, რათა ტუჩები მეტად იდეალური გახადო.