შენ დაგჭირდება:
ძაფები
ყვავილების მავთული
ცოცხალი ყვავილები და მცენარეები
თხელი მავთული
1
ზომის ასაღებად თავის გარშემო შემოივლე ძაფი. ძაფი თავზე უნდა იდოს ისე, როგორც გვინდა რომ გვედგას გვირგვინი. შემდეგ მოჭერი ამ ზომის ყვავილების მავთული.
2
აიღე ყვავილების და ბალახის დიდი ბუკეტი – შვედები ნაციონალური დღესასწაულის Midsummer-ის აღნიშვნის დროს შვიდი ნაირსახეობის ყვავილებს კრეფენ გვირგვინისთვის. მჭიდროდ შემოახვიე გარშემო ყვავილების მავთულს და დაამაგრე თხელი მავთულის საშუალებით.
3
დაუმატე ყვავილები და ბალახები მანამ, სანამ დიდი გირლიანდის მსგავსი გვირგვინი არ გამოვა.
4
მავთულის ბოლოები შეკარი. გილოცავთ! თქვენი ულამაზესი ყვავილების გვირგვინი მზადაა!