1. სქესობრივი მომწიფება
პირველი სერიოზული ჰორმონალური შტორმი სწორედ ამ ასაკში ხდება. ორგანიზმი იწყებს "ქალის" ჰორმონის ესტროგენის და რიგი "მამაკაცის" ჰორმონების ანდროგენების გამოყოფას, რომელთა შორი განსაკუთრებით შეგვიძლია გამოვყოთ ტესტოსტერონი. ისინი დიდი რაოდენობით გამოიყოფა, რაც აუცილებლად ახდენს გავლენას კანის მდგომარეობაზე.
ესტროგენი, რომელიც მონაწილეობს კოლაგენის და ელასტინის სინთეზში, სასწაულს ახდენს კანის მდგომარეობაზე. ესტროგენის საკმარისი რაოდენობის დროს კანი ხდება მკვრივი და ტენიანი, ხოლო მისი ზედაპირი გლუვი. თუ ყველაფერი ასე კარგადაა, მაშინ თინეიჯერები რატომ იტანჯებიან კანთან დაკავშირებული პრობლემებით. მიზეზი იმაშია, რომ ესტროგენი ერთადერთი ჰორმონი არაა, რომელიც მთავარ როლს თამაშობს ამ ასაკში.
თუ ესტროგენი დადებიტად მოქმედებს კანის მდგომარეობაზე, ტესტოსტერონი – პირიქით. ტესტოსტერონის მაღალ დონეს მივყავართ არამარტო ფორების გაჩენამდე (ისინი ვიზუალურად ფართოვდებიან), არამედ კანის სებუმის დიდი რაოდენობით გამოყოფამდე. ხოლო მენსტრუალური ციკლის დროს, რომელიც ასევე იწყება სქესობრივი მომწიფებისას, ჰორმონების დონე არ არის მუდმივი. ეს კი ნიშნავს, რომ დღეები, როდესაც ესტროგენის რაოდენობა პიკს აღწევს მონაცვლეობს დღეებთან, როდესაც ტესტოსტერონი დიდი რაოდენობით გამოიყოფა. შედეგად თავდახურული ფოლიკულები ინარჩუნებენ სებუმის ანუ ცხიმის ზედმეტ რაოდენობას, რასაც აუცილებლად მივყავართ გამონაყარის გაჩენამდე, ხოლო ზოგჯერ უფრო მეტ სერიოზულ პრობლემებამდე.
რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ გავთავისუფლდეთ ორგანიზმის ჰომონალური ცვლილებების პრობლემებისგან, რომელიც ასე მოქმედებს კანის მდგომარეობაზე? პირველ რიგში გავიწმინდოთ კანი, მოვაშორებთ რა მას ზედაპირიდან სებუმის ზედმეტ რაოდენობას და სიბინძურეს. მეორეც ისარგებლო ამქერცლავი საშუალებებით, რომლებიც დატენილ ფორებს გაწმენდს. მესამე ,გამოიყენო მარტივი ფორმულის მქონე დამატენიანებელი საშუალებები (მაგალითად გელი). ეს შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ – დაატენიანოთ კანი, რომელიც ისედაც ცხიმიანი კანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ სებუმი დატენიანებასთან არანაირ კავშირში არაა. Pure Skin სერიის საშუალებები გადაჭრის ახალგაზრდა კანის ასეთი სახის პრობლემებს. დეტალურად გაეცანი მას ჩვენს სტატიაში «ადვილია თუ არა იყო ახალგაზრდა?»
2. ორსულობა
ფეხმძიმობისას ქალის ორგანიზმი ასევე ძლიერ ჰორმონალურ ცვლილებებს განიცდის. ეს პროცესი ყველაზე განსხვავებულად აისახება. მათ ვისაც მეტად გაუმართლა: ესტროგენის გამოყოფას ამ პერიოდში, მივყავართ ქალური სილამაზის პიკამდე. უმჯობესდება კანის და თმების მდგომარეობა.
ხოლო ისინი კი ვისაც არ გაუმართლა მრავალ პრობლემებს აწყდებიან. მუქი წერტილები, მშრალი კანის ადგილები და კანის ფერის ცვლილებები ყველაზე მეტადაა გავრცელებული. ფერის ცვლილება დაკავშირებულია მელანინის ჭარბ გამოყოფასთან, იგი ბუნებრივად იცავს მზის სხივებისგან, რაც მეტია მელანინი მით შესამჩნევია კანის ფერის ცვლილება. ერთი ამ ცვლილებათაგანია მელაზმა, რომელიც აისახება მუქი ლაქების სახით კანის ღია ნაწილებზე: მაგალითად შუბლი, ცხვირი, ლოყები, ზოგჯერ ასეთი ლაქებს «ფეხმძიმობის ნიღაბს» უწოდებენ.
რა შეიძლება გავაკეთოთ ამ ცვლილების შესამცირებლად? პირველ რიგში არ დაგვავიწყდეს მზის დამცავი საშუალებების მნიშვნელობა. გამოიყენე ისინი მუდამ. დაიტანე იგი დამატენიანებელი კრემის ქვეშ. შეარჩიე კოსმეტიკა და მოვლის საშუალებები, რომლებიც ულტრაიისფერ ფილტრს შეიცავენ. თუ შენმა კანმა შეიცვალა ფერი, გირჩევთ გამოიყენოთ Optimals Even Out სერიის საშუალებები, რომლებიც იცავენ და ამცირებენ არასასიამოვნო ეფექტს.
3. მენოპაუზა
ქალის ცხოვრებაში მესამე პერიოდია, რომლის დროსაც ხდება ჰორმონალური გარდაქმნა – მენოპაუზა. ამ დროს ესტროგენის დონე და პროგესტერონი საგრძნობლად იკლებს. ამბობენ, რომ ეს მომწიფების უკუპერიოდია და ეს მინიშნება ზუსტია.
ისევე როგორც მომწიფების პერიოდში, ზოგიერთი ქალი აწყდება კანზე გამონაყარებს. ეს ჰორმონალური ფონის სწრაფ ცვალებადობასთანაა დაკავშირებული. ესტროგენის დონე იკლებს და მას უკვე აღარ შეუძლია გაათანაბროს ტესტოსტერონის მოქმედება, რომლებსაც თავის მხრივ მივყავართ ფორების გაჩენამდე: სებუმის დაგროვებამდე თმიან ფულიკულებში და კანის სიმშრალემდე. საბედნიეროდ კატასტროფის მასშტაბები არც ისე დიდია, როგორც გარდატეხის ასაკში. მეორეს მხრივ, ამ პერიოდში აკნემ შეიძლება მიგვიყვანოს ანთების გაჩენამდე ,ვინაიდან ესტროგენი, რომელიც ანთების საწინაღმდეგო თვისებებით ხასიათდება, მეტად ვეღარ დაგიცავს ინფექციისგან. ასევე ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია მელაზმის წარმოქმნა. მზის სხივების ზემოქმედების წლები ახდენენ კუმულატიურ ეფექტს. მცირე ლაქები გადაიქცევა ასაკობრივი კანის დამახასიათებელი შეცვლილი პიგმენტაციის ზონად.
უსიამოვნებები ამით არ მთავრდება. ესტროგენის დონის შემცირება და ამით გამოწვეული კოლაგენის დონის ვარდნას მივყავართ კანის ელასტიურობის და დრეკადობის დაკარგვამდე. კანი კარგავს ბრწყინვალებას, ვინაიდან უჯრედების აღმდგენი პროცესი მცირდება. ასევე იზრდება კანის სიმშრალე და მთლიანად ეცემა მისი უნარი შეინარჩუნოს ტენი. ყველაფერი ეს არამარტო ესტროგენის გამომუშავების შემცირებასთან არის დაკავშირებული, არამედ ბუნებრივი დაბერების შედეგია.
მაგრამ ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ თავი დავანებოთ თავის მოვლას და მივენდოთ ბედს. საუკეთესო ხერხი მოვუაროთ მომწიფებულ კანს, ესაა გამოვიყენოთ ამისათვის სპეციალურად შექმნილი პროდუქტების ხაზი. ისინი წყვეტენ დამახასიათებელ პრობლემებს: აღადგენენ კოლაგენის დონეს, ეწინააღმდეგებიან სიმკვრივის დაკარგვას, სახის კონტურებს უფრო მკვეთრს ხდიან, ასწორებენ ნაოჭებს და ატენიანებენ კანს. სხვა კანის მოვლის მნიშვნელოვანი ასპექტია მელანინის მაღალ დონესთან ბრძოლა. სერია Time Restore NovAge-ის ბრენდი, რომელიც შეიცავს სოიოს, გენისტეინს და მცენარის ბოჭკოვანი უჯრედების ექსტრაქტს, მიმართულია ყველა ჩამოთვლილი პრობლემის გადასაჭრელად.
ამის გარდა, სწორად შერჩეული კომპლექსური მოვლა ნებისმიერ შემთხვევაში მიმართულია დაგეხმაროს გაუმკლავდე გამონაყარს ნებისმიერ ასაკში.