კომპლექსის «ზღვის კალციუმი და ვიტამინი D» თითოეული აბი შეიცავს დაპატენტებულ კომპლექსს Aquamin™, რომელიც არის ზღვის კალციუმის ბუნებრივი წყარო და დამატებით 70-ზე მეტ დამხმარე მიკროელემენტს (250 მგ კალციუმი) და D ვიტამინს (5 მკგ) შეიცავს სწრაფი შეწოვისთვის.
კალციუმს აქვს უზარმაზარი როლი ადამიანის ორგანიზმისთვის: იმისდა მიუხედავად, რომ ეს მაკროელემენტი შეიცავს მხოლოდ 2%-ს ადამიანის სხეულის მასის, ის მონაწილეობას იღებს ბევრ სასიცოცხლო პროცესში.
კალციუმი - ის ერთ-ერთი უიშვიათესი ელემენტია,
რომელსაც ადამიანის ორგანიზმის ყველა უჯრედი იყენებს.
ის სასიცოცხლო ელემენტია ძლიერი ჯანსაღი ძვლებისთვის, კუნთების შეკუმშვისთვის, გულისა და ნერვული სისტემის ფუნქციონირებისათვის, სისხლის ნორმალური შედედებისა და ჰორმონების სეკრეციისათვის.
რა ხდება კალციუმის დეფიციტის დროს?
თითქმის 99% კალციუმის კონცენტრირებულია ძვლებსა და კბილებში, ისინი რეზერვებია მაკროელემენტების ორგანიზმში. კალციუმის დაბალი დონის შემთხვევაში, მისი გამოყენება ხდება რეზერვებიდან, რათა მისი მონაწილეობით პროცესები ორგანიზმში წარიმართოს ნორმალურად.
ამიტომ, კალციუმის დეფიციტის ძირითადი სიმპტომებია
კბილების გაუარესება (მაგ: კბილების კარიესი და ემალის დაზიანება)
და ხშირი მოტეხილობების ტენდენცია.
პირველი სიმპტომების დროს ვლინდება დაღლილობა და ზოგადი სისუსტე. მათ შორის თავს იჩენს თმის, კანისა და ფრჩხილების პრობლემები.
რატომ არის მნიშვნელოვანი კალციუმი ჯანსაღი კბილებისთვის?
კბილები არა მხოლოდ ასრულებელ განსაკუთრებულ ფუნქციას ორგანიზმში - ისინი არიან გამომხატველი ადამიანის ჯანმრთელობის. მათი დაკარგვა იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაში დარღვევას და მნიშვნელოვან ცვლილებებს პირის ესთეტიკურ გარეგნობაში.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ რაც არ უნდა მაგარი იყოს ჩვენი ძვლები და კბილები, სინამდვილეში ეს არის ცოცხალი ქსოვილი, რომელიც განახლებადია და იცვლება მთელი ცხოვრების განმავლობაში. ახალი ძვლის ქსოვილი კი, მუდმივად ცვლის ძველს და აღადგენს სხვადასხვა დაზიანებას, რომელიც ძვალს გააჩნდა.
კალციუმი მონაწილეობს კბილის ემალის აღდგენის მუდმივ პროცესში,
რომელიც წამითაც კი არ ჩერდება -
ამიტომ, კბილებს მუდმივად სჭირდება კალციუმი.
ცხოვრების თანამედროვე რიტმი ყოველთვის არ იძლევა საშუალებას გაუფრთხილდეთ თქვენს ჯანმრთელობას და კბილების ჯანმრთელობას. არარეგულარული ჭამა, დიეტის დროს კალციუმით მაღალი საკვების ნაკლებობა - იწვევს დისკომფორტსა და კბილებისა და ღრძილების პრობლემებს. იმისათვის, რომ პირის ღრუს ყველა ქსოვილი ჯანმრთელი იყოს, აუცილებელია საკვებიდან გარკვეული ვიტამინებისა და მინერალების მიღება, ან მათი მიღება დანამატების სახით.
როგორ შევავსოთ კალციუმის დეფიციტი?
ყოველდღიურ კვების რაციონში შეიტანეთ ყველი, უცხიმო ხაჭო და იოგურტი. ჭამეთ უამრავი ბოსტნეული, რომელთაც აქვთ მწვანე ფოთლები: ოხრახუში, ნიახური, სატაცური, ნებისმიერი კომბოსტო (ყვავილოვანი კომბოსტო საუკეთესოა) და სალათის ფოთოლი. მწვანილი გამდიდრებულია კალციუმით და უფრო მეტიც, მას კარგი გავლენა აქვს სხეულის მიერ სხვა საკვების შეწოვის პროცესზე. კალციუმი ასევე დიდი რაოდენობით გვხვდება პარკოსნებში, კვერცხის გულში, თხილსა და ზღვის პროდუქტებში. მიირთვით თევზის ღვიძლი, სეზამის მარცვლები, ქატო, ვაშლი, კაკალი და თაფლი. ამ აუცილებელი მინერალების უმეტესობას ასევე შეიცავს ხილი.
ჩვენ ხშირად გვავიწყდება მრავალფეროვანი დიეტა და ამიტომ, ამ დროს ჩვენი ორგანიზმის დახმრება შეუძლია საკვებ დანამატებს, რომლებიც ორგანიზმში მიკრო ელემენტების ნაკლებობის ნორმალიზებას შეუწყობენ ხელს.
მაგალითად, ორიფლეიმის კომპლექსი «ზღვის კალციუმი და ვიტამინი D» – ეს კალციუმის შესანიშნავი წყაროა, რომელიც მოიპოვება ზღვაში - ჩრდილოეთ ისლანდიის ცივ წყლებში. მისი კომპონენტი AQUAMINTM ბიოაქტიური კალციუმის უნიკალური წყაროა, რომელიც მიიღება კალციუმის შემცველი ზღვის მცენარეებისგან. ბუნებრივად შემცველ მრავალ მიკროელემენტთან ერთად, ის არის კალციუმის შესანიშნავი წყარო, რომელსაც აქვს კლინიკურად დადასტურებული ეფექტი ძვლის სიმტკიცის შენარჩუნებაში. ჩვენ კი მას დავუმატეთ D ვიტამინი, რომელიც უზრუნველყოფს კალციუმის შეწოვის პროცესს საუკეთესოდ ორგანიზმის მიერ.
კვებასთან დაკავშირებული გამოკვლევა აჩვენებს, რომ ბევრ ქვეყანაში არ არის დაცული გაიდლაინი, სადაც მითითებული იქნება საკვებში კალციუმის მაჩვენებელი და დღიური ნორმა, ამიტომ საუკეთესო გამოსავალია ჩვენი კვების რაციონში დანამატების შეყვანა მისი დეფიციტის კომპენსაციისთვის.