რა არის ეს საერთოდ?
მულტივიტამინები – კომპლექსი აბების სახით, რომლის შემადგენლობაში შედის სხვადასხვა ვიტამინები და მინერალები, რომლებსაც არ გამოყოფს ადამიანის ორგანიზმი და მათი მიღება საკვებთან ერთად აუცილებელია. მულტივიტამინების მიღება არ ცვლის კვებისთვის ყურადღების მიქცევის აუცილებლობას, მაგრამ შესაძლოა იქცეს ნებისმიერი ჯანსაღი დიეტის მნიშვნელოვან დანამატად.
როგორ აისახება მულტივიტამინები ჩემს ჯანმრთელობაზე?
ჯანსაღი კვება უზრუნველყოფს ორგანიზმის ძირითად მოთხოვნილებას, ვიტამინებმა კი შეიძლება საკვები დანამატის ფუნქციაც შეასრულოს. მულტივიტამინების კომპლექსი «ველნეს პეკი» შედგება 12 ვიტამინის და 10 მინერალისგან, რომლებიც სპეციალურად არის დაკომპლექტებული და შერჩეული. ისინი ასევე შეიცავენ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას უწყობენ ხელს, ვიტამინი В ენერგიის მოსამატებლად და ვიტამინი D ჯანმრთელი იმუნიტეტისთვის.
უსაფრთხოა თუ არა მულტივიტამინების ყოველდღიური გამოყენება?
დიახ, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მულტივიტამინების კომპლექტი შეიცავს საკმარისი რაოდენობით საჭირო ვიტამინებს და მულტიმინერალებს – იმაზე მეტი და არც ნაკლები რაც გჭირდება ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. აუცილებელია ინსტრუქციის და დოზის ზუსტი დაცვა. თუ არ ხარ დარწმუნებული რამდენად მისაღებია შენთვის ეს ვარიანტი, მიმართე მკურნალ ექიმს.
აუმჯობესებს თუ არა მულტივიტამინების მიღება კანის მდგომარეობას?
ინგრედიენტები რომლებიც აუმჯობესებს კანის მდგომარეობასა, როგორც წესი შედიან მედიკამენტების შემადგენლობაში. მაგალითად: ვიტამინი С – ძლიერი ანტიოქსიდანტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს კოლაგენის გამომუშავების პროცესში, რომელიც აუცილებელია შენი კანისთვის და სასიცოცხლო ძალების შენარჩუნებისთვის.
დამეხმარება მულტივიტამინები შევებრძოლო დაღლილობის შეგრძნებას?
დაღლილობის გამომწვევი მიზეზი უამრავია: სტრესი, ცუდი განწყობა, საკვების მიმართ ალერგია, ავადმყოფობა და რა თქმა უნდა უძილობა. მიუხედავად იმისა, რომ მულტივიტამინების კომპლექტი არ შეიძლება იყოს დაღლილობის წამალი, მას მაინც დაგეხმარება. ვიტამინები რომლებიც შეიცავს რკინას, ეხმარება ორგანიზმს ჟანგბადის ცირკულაციაში, ხოლო მაგნიუმი კი ენერგიის მომატებაში. ასევე მულტივიტამინები ამყარებს იმუნიტეტს და თავიდან გვაცილებს ბევრ დაავადებას.
მჭირდება მულტივიტამინები თუ ბევრს ვარჯიშობ?
მულტივიტამინები ავსებს თქვენი დიეტის ხარვეზებს - არც ერთი ვარჯიში მსოფლიოში ამაში ვერ დაგეხმარება. ასევე მულტივიტამინები შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს და D ვიტამინს, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის შესავსებად დიდი დატვირთვის შემდეგ. და ბოლოს მულტივიტამინები აუმჯობესებენ ფილტვებისა და გულის მდგომარეობას.