გაწმენდა
გაწმენდა – კომპლექსური მოვლის უმნიშვნელოვნესი ნაწილია ნებისმიერ ასაკში. განსაკუთრებით ჰორმონალური შტორმის პერიოდში ,როდესაც ზედმეტმა კანის გამონაყოფმა შეიძლება მიგვიყვანოს გაღიზინებამდე და ასაკობრივი აკნეს გაჩენამდე. დილის და საღამოს გაწმენდა მოგაშორებს კანის ზედაპირიდან მაკიაჟის ნარჩენებს და დაბინძურებას, ასევე ექნება ანტიბაქტერიული ეფექტი. თუ შენ ზედმეტად არ დაიღალე დღის მანძილზე და ოცნებობ მხოლოდ იმაზე, რომ დაწვე, გამოიმუშავო ჩვევად ჩამოიბანო კოსმეტიკა სკოლიდან დაბრუნებისთანავე, რათა ყოველთვის დაწვე სუფთა სახით.
ჩვენ გირჩევთ: სახის დასაბან გელს «Pure Skin»
აქერცვლა
ჰორმონებმა, რომლებიც გამომუშავდება ახალგაზრდა ორგანიზმის მიერ, შეიძლება შეამციროს კანის განახლების პროცესი. რაც თავის მხრივ მიგვიყვანს მკვდარი უჯრედების დაგროვებამდე .იმისთვის,რომ ისინი თავიდან მოვიშოროთ არსებობს სპეციალური საშუალებები .შენთვის არაა აუცილებელი რაიმეს შეძენა: შენმა ჩვეულებრივმა დაბანის საშუალებამ შეიძლება ეს ფუნქცია შეასრულოს თუ გაწმენდის სტადიაზე შენ დაეხმარები საკუთარ თავს მუსლინის ხელსახოცით ან სპეციალური გამწმენდი აპარატით. ის არა მხოლოდ მოგაშორებს დაბინძურებას ზემოდან, არამედ გაწმენდს ფორებს. შეგიძლია ისარგებლო სახის სკრაბით (მაგალითად, PureSkin სერიის საშუალებები), რომელიც ასევე წმენდს ფორებს და აქვს ანტიბაქტერიული ეფექტი.
დატენიანება
თუ შენ ცხიმინი კანი გაქვს (ხოლო მოზარდებს,როგორც წესი ასეთი ტიპის კანი აქვთ, რაც ჰორმონების ბრალია), აზრი დამატენიანებელი კრემის შესახებ შეიძლება მოგეჩვენოს უბრალოდ), მაგრამ მიუხედავად ამისა ეს აუცილებელი პროცედურაა. დღეს ბაზარზე არის უამრავი მსუბუქი უცხიმო საშუალება, რომელიც არ ივიწყებს ფორებს და არ მივყავართ არასასურველი ბზინვარების გამოჩენამდე.
ჩვენ გირჩევთ: სიმქრქალის მიმნიჭებელ კრემს «Pure Skin»
დაცვა
ჰკითხე ვინმეს ორმოცი წლის ზემოთ რჩევა კანის მოვლის შესახებ და უმეტესად მიიღებ პასუხს: «ისარგებლე მზის დამცავი საშუალებებით». ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დავადასტუროდ ეს წესი: დილიდან საღამომდე, ყოველ დღე ამინდის მიუხედავად ისარგებლე SPF საშუალებებით. უბრალოდ დაგვიჯერე და 20-30 წლის შემდეგ სარკეში ყურებისას შენ მადლიერი იქნები საკუთარი შორსმჭვრეტელობის და ამავე დროს გახარებული ჯანმრთელი და მბზინავი კანის გამო.
მაკიაჟი
შეგიძლია გჯეროდეს შეგიძლია არა, მაგრამ შენი ცხოვრების საუკეთესო წლებია ვადა 13 და 18 წლებს შორის. თანაბარი, ხავერდოვანი ნაოჭების გარეშე .მუწუკიც კი არ გააფუჭებს ახალგაზრდული კანის იერს. შენ ყოველთვის დაგეხმარება კონსილერი – დაფარე ის, რაც უნდა იყოს დაფარული ან დაიტანე თხელი ფენა მრავალფუნქციური BB კრემი და წინ, დაიპყარი მსოფლიო.
მარტივი გადაწყვეტილებების ძალა
ჩვენ ვიცით, რამდენად ძლიერია ცდუნება ისარგებლო თანამედროვე ანტიასაკობრივი საშუალებებით. თუ ამისთვის არ არის ობიექტური წინაპირობა არ დაემორჩილო მას. შენს კანს არ ჭირდება აქტიური ინგრედიენტები, რომლებიც ეხმარება შენს დედას ან უფროს დას. სიყრმის ასაკში მარტივია კარგად იკვებო და გამოიძინო და რაც შეეხება მოვლას პირველ რიგში გაიგე რაც შეიძლება მეტი შენი კანის შესახებ. ეს ინფორმაცია აუცილებლად გამოგადგება მომავალში.