ზეთები და კანის მოვლა
თუ შენი კანი მშრალი, უფერული და დაღლილი ჩანს, მას დამატებითი აღდგენა და დაცვა სჭირდება. შეიძლება მრავალი მიზეზი არსებობდეს, გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედებით დაწყებული, სტრესით დამთავრებული. შეავსე კომპლექსური მოვლა ბუნებრივი ზეთების შემცველი საშუალებით, რომელიც კვებავს კანს.
სახის აღმდგენი კაფსულები NovAge Nutri6 შეიცავს ექვს უნიკალურ ზეთს, რომლებიც მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, ლიპიდებით, ანტიოქსიდანტებით და სასარგებლო მინერალებით. ერთად აღებულნი, ისინი ღრმად კვებავენ და იცავენ შენს კანს.
მოდით, განვიხილოთ თითოეული ეს ზეთი ცალკე:
შირბახტის ზეთი: შეიცავს ვიტამინებს, მინერალებს და ლიპიდებს, რომლებიც ატენიანებს და არბილებს კანს. ზეთის შემცველობაში შემავალი ანტიოქსიდანტები იცავს შენს კანს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან.
ავოკადოს ზეთი: არის ბუნებრივი კონდიციონერი, რომელიც კვებავს და არბილებს შენს კანს და ასევე აძლიერებს მის ბუნებრივ დამცავ ფენას.
ატმის კურკის ზეთი: აქვს შეუდარებელი დამატენიანებელი ეფექტი, არის ბუნებრივი კონდიციონერი, რომელიც არბილებს შენს კანს.
ლიმნანტესის (მდელოს ქაფის) თესლის ზეთი: ბუნებრივი კონდიციონერია, მასში შემავალი მინერალების, ლიპიდების და ცხიმოვანი მჟავების წყალობით კვებავს და არბილებს კანს.
შავი მოცხარის თესლის ზეთი: მდიდარია პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით ომეგა-3 და ომეგა-6, რომლებიც შენს კანს სინაზეს, სირბილეს და ჯანსაღ იერს ანიჭებს.
სოიოს ცერცვის ზეთი: აუცილებელი ცხიმოვანი მჟავების მდიდარი წყარო, კვებავს და ატენიანებს შენს კანს, ანიჭებს მას სირბილეს და სიგლუვეს.
შედეგად, კანი ივსება სასიცოცხლო ენერგიით, ხდება უფრო რბილი, ბზინვარება უბრუნდება და ტონი თანაბრდება. სამომხმარებლო ტესტები წარმოუდგენელ შედეგებს აჩვენებს: მომხმარებელთა 100% კმაყოფილი დარჩა მხოლოდ 4 კვირაში მიღწეული ეფექტით.
სასარგებლო ცხიმები
ცხიმები აწვდიან ორგანიზმს ენერგიას კონცენტრირებული სახით და გროვდებიან ცხიმოვან ქსოვილში, რომელიც ინახავს ამ ენერგიას, თბოიზოლირებს და უზრუნველყოფს შინაგანი ორგანოებისა და ნერვული დაბოლოებების დაცვას. ცხიმები აუცილებელია უჯრედების შექმნისა და აღდგენისთვის, ჰორმონებისა და ჰორმონების მსგავსი ნივთიერებების წარმოებისთვის.
ცხიმებთან ერთად, ჩვენი ორგანიზმი იღებს შეუცვლელ პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებსაც ასე უწოდებენ, რადგან ჩვენს ორგანიზმს არ შეუძლია მათი სინთეზირება დამოუკიდებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროა დღიური ნორმის შევსება კვებისა და დანამატების საშუალებით.
ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანისთვის რეკომენდებულია ცხიმებიდან 25-40% ენერგიის მიღება. 2000 კალორიის მქონე ყოველდღიური რაციონისთვის ეს დაახლოებით 55-90 გრ ცხიმს შეესაბამება. მნიშვნელოვანია სხვადასხვა სახის ცხიმების ბალანსი, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის კვებას.
უჯერი ცხიმები ჯანმრთელად ითვლება, რადგან მათ შეუძლიათ სისხლში კარგი ქოლესტერინის (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები) დონის ამაღლება და სისხლძარღვების გასუფთავება. ძირითადად გვხვდება მცენარეულ წყაროებში:
-
თალგამურას (რაფსის) ზეთი;
-
ზეითუნის ზეთი;
-
კაკალი;
-
მზესუმზირა;
-
ავოკადო;
-
ცხიმიანი თევზი – ორაგული, სკუმბრია და ა.შ. გაჯერებული ცხიმები და ტრანსცხიმები რაც შეიძლება ნაკლებად უნდა მოიხმაროთ: ისინი პირიქით, ზრდიან ცუდი ქოლესტერინის (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები) დონეს სისხლში. ჩვენ გირჩევთ შეამციროთ შემდეგი პროდუქტების მოხმარება:
-
კარაქი;
-
ყველი;
-
ნაღები;
-
ცხიმიანი წითელი ხორცი;
-
ცხიმიანი რძე;
-
ძლიერად შემწვარი საკვები (ტრანსცხიმები);
-
ნამცხვარი/ორცხობილა/ბისკვიტები (ტრანსცხიმები);
-
ქოქოსის ზეთი (გაჯერებული ცხიმების მცენარეული წყარო).
შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავების ყველაზე მნიშვნელოვანი ტიპი არის ომეგა-3. ისინი სულ 11-ია, მაგრამ ჩვენი ჯანმრთელობისთვის საკვანძო როლს თამაშობს EPA (ეიკოზაპენტაენის მჟავა) და DHA (დოკოზაგექსაენის მჟავა). სწორედ ისინი შედის კომპლექსში "ომეგა-3 " Wellness-სგან - გამოიყენე იგი დეფიციტის შესავსებად, თუ არ მიირთმევ ცხიმიან თევზს კვირაში ორჯერ.
კომპლექსი «ომეგა-3» Wellness Oriflame-სგან უზრუნველყოფს ორგანიზმს ჯანსაღი თევზის ცხიმით (რომელიც შეიცავს შეუცვლელ გრძელჯაჭვიან ცხიმოვან მჟავებს EPA და DHA), რომელიც მიიღება მდგრადი თევზის მარაგებიდან და სერტიფიცირებულია ორგანიზაციის "Friend of the Sea" მიერ, როგორც ეკოლოგიურად სუფთა ზღვის პროდუქტი. თევზის ცხიმი (თევზის ქონი) გადის 5-საფეხურიან გაწმენდის პროცესს, პროდუქტის უმაღლესი ხარისხისა და სისუფთავის უზრუნველსაყოფად. დანამატი მთლიანად თევზისგან შედგება: კაფსულა დამზადებულია თევზის ჟელატინისგან.