5 ღირებული ზეთი შენი სილამაზისთვის

უძველესი დროიდან მცენარეულ ზეთებს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში. შეიტყვე, თუ როგორ უნდა აირჩიო ზეთის სხვადასხვა პროდუქტი, რომელიც სწორედ შენს საჭიროებებზე იქნება მორგებული.

ნუში

ნუშის ზეთი შეიცავს E ვიტამინს - ბუნებრივ ანტიოქსიდანტს, რომელიც ანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესს. ხოლო F ვიტამინი, რომელიც არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას, აქვს სასარგებლო გავლენა თმის ზრდაზე, აძლიერებს მის ბრწყინვალებასა და ელასტიურობას. ასევე, ხელს უწყობს არა მარტო თმის, არამედ წამწამებისა და წარბების სიმკვრივის გაზრდას. ნუშის ზეთს აქვს დამამშვიდებელი და აღმდგენი ეფექტი, ამიტომ იგი გამოიყენება მცირე ნაკაწრების, დამწვრობისა და კანის სხვა დაზიანებებისთვის და ასევე, ჰერპესისთვისაც კი. 

ნუშის პროდუქტები

ნუშის ზეთი ტანის და თმისთვის

შხაპის კრემი "ნუში"

ტანის ლოსიონი "ნუში"

დამცავი ხელის კრემი ფუტკრის ცვილით და ნუშით

 

 

ავოკადო

ისევე როგორც ხილს, ავოკადოს ზეთს აქვს მაღალი კონცენტრაცია ნატრიუმის, კალიუმის, კალციუმის, თუთიის, A და E ვიტამინების. ის ებრძვის ნაოჭებისა და ასაკობრივი ლაქების წარმოქმნას. ასევე, იცავს თმას სიმშრალისა და მტვრევისგან, ატენიანებს და კვებავს მას და ქმნის დამცავ საფარს. ავოკადოს ზეთს აქვს ანტიბაქტერიული ეფექტი, ასტიმულირებს კანის რეგენერაციის პროცესს და ხელს უწყობს გამონაყარის მოშუშებას.

ავოკადოს პროდუქტები

ავოკადოს ზეთი ტანის და თმისთვის

შამპუნი-ზრუნვა 2-1-ში ნებისმიერი ტიპის თმისთვის ავოკადოთი და გვირილით

ხელის დამატენიანებელი კრემი ავოკადოს ზეთით

 

ქოქოსი

ქოქოსის ზეთს გააჩნია უნიკალური უნარი შეამციროს სისხლში ქოლესტერინის დონე: ის ითვლება საუკეთესო ცხიმად შეწვისთვის, რადგან მაღალ ტემპერატურაზეც კი ის არ წარმოქმნის კანცეროგენებს. ზეთი მდიდარია ჰიალურონის მჟავით და E და K ვიტამინებით. ის არბილებს კანს და ამცირებს აქერცვლის პროცესს. ასევე, აჩქარებს უჯრედების რეგენერაციის პროცესს, ამიტომ ის იდეალურია მშრალი კანისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის. 

ქოქოსის პროდუქტები

გამწმენდი ხელის გელი ქოქოსის ზეთით

ხელის მკვებავი კრემი ქოქოსის ზეთით

შამპუნი მშრალი თმისთვის ხორბლით და ქოქოსით

კონდიციონერი მშრალი თმისთვის ხორბლით და ქოქოსით

თმის ზეთი ხორბლის ექსტრაქტით და ქოქოსის ზეთით მშრალი და დაზიანებული თმისთვის

 

 

ზეთისხილი

ანტიკური ხანის პოეტებმა მას თხევადი ოქრო უწოდეს, ჩვენ კი ყველას ვურჩევთ, რომ მოძებნონ იგი კოსმეტიკის ეტიკეტებზე. ზეთისხილის შემადგენლობაში შემავალი ლინოლეუმის მჟავა ხელს უწყობს ჭრილობებისა და დამწვრობის სწრაფ შეხორცებას. ხოლო ოლეინის მჟავა კი, კიბოს უჯრედების განვითარების ჩახშობასაც უწყობს ხელს. ზეითუნის ზეთი შეიცავს ფენოლს, რომელიც ანელებს დაბერების პროცესს და აქვს სასარგებლო თვისებები გამოყენებისას როგორც კანზე, ასევე თმაზე. ზეითუნის ზეთი სასარგებლოა მასაჟისთვის: ის აჩქარებს მავნე ნივთიერებების შემცირების პროცესს და აუმჯობესებს ჯირკვლების სეკრეციას. 

ზეთისხილი პროდუქტები

შხაპის გელი ზეთისხილით და ალოე ვერათი

ხელის თხევადი საპონი ზეთისხილით და ალოე ვერათი

საპონი ზეთისხილით და ალოე ვერათი

 

სეზამი

სეზამი ან სეზამის ზეთი მდიდარია მრავალი სასარგებლო ნივთიერებით: მაგალითად, სტეარინი, არაჩინი, ოლეინი და სხვა ცხიმოვანი მჟავები, რომელთა გამო იგი ხელს უწყობს უჯრედების დაბერების შენელების პროცესს. ასევე, შეუძლია აღადგინოს ეპიდერმისი, გააძლიეროს დამცავი კანის ბარიერი და მათ შორის, კბილის მინანქარი და ღრძილები. ანტიოქსიდანტური სკალალენის წყალობით, სეზამის ზეთს აქვს სოკოვანი და ბაქტერიციდული თვისებები და იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების უარყოფითი მოქმედებისგან.

სეზამის პროდუქტები

შხაპის კრემი სეზამის ზეთით და მაგნოლიით

ტანის ლოსიონი სეზამის ზეთით და მაგნოლიით