ჯანმრთელობის გაუმჯობესების 3 ხერხი 2019 წელს

ტრენდების რაოდენობის მიხედვით ცხოვრების ჯანსაღი სტილი მეტოქეობას უწევს მოდის ინდუსტრიას: ჩვენ შევარჩიეთ სამი ყველაზე უჩვეულო და ვთვლით, რომ მომავალი მათ ეკუთვნით. გინდა სცადო?

ჯანმრთელობისადმი კომპლექსური მიდგომა
დაივიწყე ვაშლის ნაჭრით და კომბოსტოს ფოთლით შეზღუდული დიეტები, შვებულების წინ სავარაჯიშო დარბაზში დღეში ორჯერ სიარული და მოდური ვიტამინები სარეკლამო რგოლიდან. 2019 წლიდან მსოფლიოს ბალანსი მართავს. მოძებნე სავარჯიშო რეჟიმი და მარტივი წესები ჯანსაღი კვებისთვის, რომელთა დაცვას ყოველდღიურად შეძლებ — თანაც სიამოვნებით! შეივსე მიკროელემენტების ნაკლებობა მხოლოდ სპეციალისტების მიერ რეკომენდებული სანდო და შემოწმებული კოპლექსების მეშვეობით.

მიკრობიომზე ზრუნვა
მიკრობიომი — ეს არის კანსა და სხეულზე მცხოვრები მიკროორგანიზმების ერთობლიობა. მისმა აქტიურმა გამოკვლევამ გამოიწვია ნამდვილი ბუმი კომპონენტებისა, რომლებიც მხარს უჭერენ სასარგებლო ბაქტერიებს: მოდაში შემოვიდა ფერმენტირებული პროდუქტები, ხოლო სილამაზის ინდუსტრიის გიგანტებმა დაიწყეს პრებიოტიკების და პრობიოტიკების შემცველი სახის მოვლის საშუალებების გამოშვება. დაიწყე შენს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე ზრუნვით — ეს არის მთელი სხეულის ჯანმრთელობის ახალი გასაღები.  

მწერები, როგორც ახალი სუპერსაკვები
მილიონობით ადამიანი მთელი მსოფლიოს გარშემო, განსაკუთრებით აზიასა და აფრიკაში, ყოველდღე მიირთმევს მწერებს — ევროპის მოსახლეობისთვის ეს ჯერ-ჯერობით ეგზოტიკაა. თუმცა ითვლება, რომ სწორედ მწერები დაეხმარებიან დედამიწის მოსახლეობას საკვების მიმართ მზარდი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში ასობით წლის შემდეგ — საკვები ნივთიერებების შემადგენლობის თვალსაზრისით ისინი ხორცს და თევზს შეედრებიან, ამასთანავე, მათ მოშენებას გაცილებით ნაკლები რესურსი სჭირდება. ჭრიჭინები, მაგალითად, დიდი რაოდენობით კალციუმს შეიცავენ, ხოლო კალიები მდიდარია ცილებით — მათგან შეიძლება ჩვენთვის ჩვეული კერძები მომზადდეს.