დილის რბოლა: დროის დაზოგვის 5 ხერხი

სადღაც პარალელურ სამყაროში ცხოვრობენ: ადამიანები, რომლებიც დილით ასწრებენ იოგის, მედიტაციის ან საუზმის მომზადებას. ყველაფერი მარტივია, როგორც ჩანს: დილით სხვადასხვა პროცესების დასაჩქარებლად, ჩვენ ვიპოვეთ თქვენთვის ხუთი მოსახერხებელი ხერხი — იზრუნე საკუთარ თავზე და გამონახე თავისუფალი დრო.

1. მომდევნო დღის ტანსაცმელი საღამოს მოამზადე
მბრძანებლური ბიზნეს-ლედი, რომანტიული მხატვარი თუ გოგონა მეზობელი ეზოდან —  სანამ წყვეტ, როგორი იყო დღეს, ტანსაცმლის კარადასთან თითქმის ნახევარ საათს ატარებ. წესად მიიღე საღამოს დაიწყო კომპლექტის თითოეული დეტალის შერჩევა მომდევნო დღისათვის.

2. აირჩიე საშუალებები 2-1-ში
სადაც არ უნდა გეჩქარებოდეს, წესად მიიღე ყოველ დილით კანის კომპლექსური მოვლის გამოყენება. პროცესის დასაჩქარებლად აირჩიე მრავალფუნქციური საშუალებები. მაგალითად,  გამწმენდი გელი-ტონიკი NovAge. კლინიკურად დადასტურებულია: ის ისეთივე ეფექტურია, როგორც გამწმენდი გელის და ტონიკის NovAge ერთობლივი გამოყენებისას. ჭკვიანი ფორმულა ნაზად წმენდს კანს დაბინძურებისგან, არ არღვევს მის დამცავ ბარიერს, ატენიანებს და ატონიზირებს, ამზადებს შრატის და კრემის შემდგომი წასმისთვის. ახლა კანის გაწმენდისთვის და ტონიზირებისთვის საკმარისია ერთი მარტივი ნაბიჯის გადადგმა! დამატებითი ინფორმაცია კომპლექსური მოვლის შესახებ შეიტყვე ჩვენი სტატიიდან



3. არ გამოტოვო საუზმე
გარეთ გასვლა სახის დაბანის და ტანსაცმლის გარეშე რთულია, ხოლო საუზმის არარსებობას შიგნით ვერავინ შეამჩნევს —  რამდენად ხშირად ზოგავ დროს სწორედ მასზე? დაასახლე სამზარეულოს კარადაში wellness-პროდუქტები, და ამიერიდან არავითარი გამართლება: სასარგებლო და გემრიელი კოქტეილის გაკეთებას სულ რამდენიმე წამი სჭირდება, ხოლო პროტეინის ბატონის მირთმევა გზაშიც შეიძლება.

4. იყავი ბუნებრივი
ჰოლივუდური მეიქაფი დილიდან საუკეთესო არჩევანი არ არის. დროის მეტ ნაწილს ადვილად დახარჯავ  თვალის გასწვრივ ერთნაირი ისრების ან ტუჩების გარშემო იდეალურად სწორი კონტურის დახატვის მცდელობებზე. ხმას ვაძლევთ მაკიაჟს — მაკიაჟის გარეშე! თუ ნიუდი მოსაწყენად გეჩვენება, სცადე სხვა ვარიანტები.

5. გაიღიმე, თუ რამე ისე არ წავიდა
შენ მაინც გადაწყვიტე ამ ისრების დახატვა და სარკესთან ნახევარი საათი გაატარე. დიდხანს არჩევდი ტანსაცმელს, რადგან გუნება-განწყობილება შეგეცვალა. პანიკის გარეშე! ზოგჯერ მართლაც გვჭირდება საკუთარი თავისთვის დროის დათმობა და საკუთარი სურვილების მიდევნება, თანაც ისე, რომ არ გქონდეს იმის შიში, თითქოს ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს ართმევ დროს. დატკბი ასეთი მომენტებით საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილმა და იცხოვრე ასი პროცენტით!   

ტექსტი: ფოტო: იულია კრასნოვა