როგორ გავაკეთოთ: მაკიაჟი მაკიაჟის გარეშე

რა უნდა გააკეთო, როდესაც მოგბეზრდა მკვეთრი ფერის ტუჩსაცხი და ფერადი ისრები და გინდა მსუბუქი მეიქაფი სტილში „ჩემი კანი, მაგრამ ოდნავ უკეთესი“? Oriflame-ის ოფიციალური ვიზაჟისტი გალინა ილინა მოგვითხრობს, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ შეუმჩნეველი, თითქმის უხილავი, მაგრამ გამომეტყველი მაკიაჟი ეტაპობრივად.

იდეალური ტონი 

შეუმჩნეველი, თითქმის უხილავი მაკიაჟის საიდუმლო არის სწორად შერჩეული ტონალური კრემი, რომელიც ატენიანებს კანს და ხელს უწყობს შიგნიდან ჯანსაღი ბრწყინვალების მიღწევას. მე მომწონს კრემ-ტონი THE ONE A-Z, რჩიე ის კანის თავისებურებების გათვალისწინებით. კომბინირებული და მშრალი კანისთვის უფრო შესაფერისია დამატენიანებელი ვერსია. თუ დღის განმავლობაში ჩნდება ცხიმიანი ბზინვარება  - უკეთესია სიგლუვის მიმნიჭებელი კრემი. მზისგან დამცავი ფილტრი SPF 30 შექმნის საიმედო ბარიერს მავნე გამოსხივებისგან დასაცავად. წაისვი პროდუქტი ნოტიო ღრუბლით ან თითების ბალიშებით ბუნებრივ დაფარვის მისაღწევად.

ლაიფჰაკი: არ გამოიყენო კონსილერი, მის ნაცვლად წაისვი ტონის მეორე ფენა პრობლემურ ადგილებზე და დაელოდე 1-2 წუთი. დამატენიანებელი კომპონენტები შეიწოვება კანში, ხოლო ხარვეზები დაიფარება.

ხავერდოვანი კანი

მაკიაჟის გარეშე მაკიაჟშიც კი პუდრისგარეშე შეუძლებელია. ის მნიშვნელოვან ამოცანებს წყვეტს - აფიქსირებს ტონს, აგლუვებს და დამატებით ასწორებს კანის ტექსტურას. თუ კანი კომბინირებულია, დაიტანე რბილი, ფაფუკი ფუნჯით ძალიან მსუბუქი მოძრაობებით სახის ცენტრზე  - პროდუქტი უხილავი ვუალივით დაეფინება კანს. მაგრამ თუ ცხიმიანი ბზინვარება არ გტოვებს მთელი დღის განმავლობაში, პუდრი უნდა წაისვა შემდეგნაირად: ჯერ ფუნჯი გადაიტარე მთელ სახეზე და შემდეგ დაამატე კიდევ ერთი ფენა T- ზონაზე.

ლაიფჰაკი: სკულპტორი ან ბრონზერი სახის კორექციისთვის შეიძლება შეცვალო პუდრით, რომელიც კანის ფერზე ერთი ან ორი ტონით მუქია. ის სახეს მიანიჭებს მეტ სითბოს და შესძენს სიახლეს - განსაკუთრებით აქტუალურია, თუ გარუჯვას არიდებ თავს.

ბუნებრივი ფერუმარილი

მაკიაჟში მაკიაჟის გარეშეარავითარი ექსპერიმენტები წასმის ზონებში. მიუხედავად იმისა, რომ დრეიპინგი ტრენდშია, ის მაშინვე შეინიშნება. მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ბუნებრივი სიღაჟღაჟის იმიტაცია. ნისლივით მსუბუქი ვარდისფერი ჩრდილი დაიტანება იქ, სადაც ჩნდება საკუთარი, ბუნებრივი სიღაჟღაჟე.

ლაიფჰაკი: თუ არ იცი ფერუმარილის რომელი ჩრდილი აირჩიო, ყურადღება მიაქციე კანის ქვეტონს. ცივი ტონისთვის გირჩევ ვარდისფერს და პეონისფერს, თბილი ტონისთვის  - ატმის და მარჯნისფერს.

გაფორმებული წარბები

მთავარი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ არის ის, რომ წარბებს არ უნდა ჰქონდეს მკაფიო და გრაფიკული ფორმა. შეღებე ისინი ისე, თითქოს ბუნებრივ თმის ღერებს ხატავ. პროდუქტის ფერი შეიძლება წარბებ ფერს ემთხვეოდეს, ან მისგან ნახევარი ტონით (უფრო მუქი და უფრო ღია) განსხვავდებოდეს. ძალიან მოსახერხებლია, რომ პალეტში ორი ჩრდილია - საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ ისინი ერთმანეთს შეურიოთ იდეალური ელფერის მისაღებად.

ლაიფჰაკი: პალეტიდან მუქი ჩრდილის მეშვეობით დახატეთ თხელი ისარი წამწამების რიგის გასწვრივ. ეს შესამჩნევი არ იქნება, მაგრამ გამომხატველობას შესძენს თვალებს და შეავსებს იმიჯს.

ბუნებრივი ტუჩები

ტინტისგამოყენება უფრო მოსახერხებელია ზაფხულში ცხელ ამინდში, ის გამძლე და ტენიანობის მიმართ მდგრადია, ხოლო  ბალზამიშესანიშნავია პაემანისთვის, რადგან ვიზუალურად ზრდის ტუჩებს დატენიანების და მსუბუქი ბზინვის წყალობით. ტინტი უკეთესია წაისვათ თითებით, რათა თავიდან აიცილოთ მკაფიო კონტური, ომელი არაბუნებრივად გამოიყურება.

ლაიფჰაკი: ტინტი და ბალზამი შეგიძლია გამოიყენოთ ერთად. ჯერ წაისვი ტინტი და გადაანაწილე ტუჩებზე, შემდეგ კი ზემოდან დაამატე ბალზამის ფენა. თუ ტუჩებზე მშრალი კანი გაქვს, ასეთი კომბინაცია მას მდგრად ელფერს და მკვებავ ეფექტს მიანიჭებს.

ტექსტი: