ჰიპერპიგმენტაციის შემცირების 5 გზა

გარე ფაქტორების ზემოქმედებით კანი შეიძლება გახდეს უხალისო, უფერული, ხოლო ტონი - ნაკლებად თანაბარი ნებისმიერ ასაკში. ჩვენ მოვამზადეთ 5 იდეა ყოველდღიური ცხოვრების გასამარტივებლად (ლაიფჰაკი), რომლებიც ხელს შეუწყობს ჰიპერპიგმენტაციის პრობლემის და კანის ტონის სხვა ცვლილებების კონტროლს.

შეეცადე იკვებო სწორად 

შეიტანე შენს რაციონში მეტი მცენარეული საკვები. ალბათ, ბევრჯერ გსმენია იმის შესახებ, რომ კვება გავლენას ახდენს კანის მდგომარეობაზე. მაგრამ იცი თუ არა, რომ ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტები (მაგალითად, ხილი და ბოსტნეული) ამცირებს თავისუფალი რადიკალების რაოდენობას, რითაც აჯანსაღებს კანს და ამცირებს პიგმენტურ ლაქებს და არათანაბარი კანის სხვა ნიშნებს?

ყოველთვის წაისვი SPF

ჩვენ გვიყვარს მზე იმის გამო, რომ საშუალება გვაქვს ვინებივროთ და გავთბეთ მის სხივებში და დავიმუხტოთ D ვიტამინით, მაგრამ ის ყოველთვის ასე მეგობრული არ არის ჩვენი კანის მიმართ. ულტრაიისფერი გამოსხივება ჰიპერპიგმენტაციისა და ადრეული ნაოჭების და ე.წ. "ბატის თათების" წარმოქმნის პირველი მიზეზია. ჩვევად აქციე SPF პროდუქტების ყოველდღიურად წასმა, იმ შემთხვევაშიც, თუ  გარეთ მოღრუბლული ამინდია.

შეამცირე გარემოს ზემოქმედება

თუ ქალაქში ცხოვრობ, შენი კანი ყოველდღიურად განიცდის გარე ფაქტორების უარყოფით ზემოქმედებას, როგორიცაა გამონაბოლქვი აირებისა და მტვრის დაბინძურება. კანის ზედაპირზე დაგროვებისას,  მტვრის ნაწილაკებმა შეიძლება გამოიწვიონ ჟანგვითი სტრესი, რომელიც ხშირად იწვევს ჰიპერპიგმენტაციას. ამის თავიდან აცილების უმარტივესი გზა არის სიზარმაცის დაძლევა და ძილის წინ სახის აუცილებელი გაწმენდა, ასევე კანის მოვლა სპეციალური საშუალებებით, რომლებიც განკუთვნილია დაბინძურებული გარემოსგან დასაცავად.

გააძლიერე კანის დამცავი ბარიერი

ისევე, როგორც კედლები სახლს იცავს გარე ფაქტპრების ზემოქმედებისგან, კანის ლიპიდური ბარიერი ინარჩუნებს მის ჯანმრთელ მდგომარეობას და თანაბარ ტონს. ღამის საათებში ბუნებრივი დამცავი ფუნქციები ეხმარება კანს აღდგენაში ყველაფრის შემდეგ, რაც მან დღის განმავლობაში განიცადა. ლიპიდური ბარიერის დასაცავად დარწმუნდი, რომ კანი ღებულობს საკმარის ტენიანობას და გამოიყენე სპეციალური გამამკვრივებელი საშუალებები, მაგალითად, ნიაცინამიდის შემცველი პროდუქტები.

შეარჩიე კოსმეტიკური საშუალებები ტონის გასათანაბრებლად

თუ პიგმენტური ლაქები და კანის არათანაბარი ტონის სხვა ნიშნები, როგორიცაა შეწითლება, გაყვითლება და კანის უფერული ტონი, მაინც გაჩნდა, გამოიყენე პროდუქტები, რომლებიც სპეციალურად არის შექმნილი ამ პრობლემასთან საბრძოლველად. NovAge კომპლექსური მოვლის საშუალებებს შორის შენთვის შესაფერისია NovAge Brilliance Infinite Luminosity, პიგმენტაციის საწინააღმდეგო ხაზი, რომელიც ვიზუალურად 20% *-ით ამცირებს პიგმენტურ ლაქებს და ათანაბრებს კანის ტონს - დადასტურებულია კლინიკურად.

როგორ მუშაობს?

  • ტექნოლოგია Skin Tone Regulator თრგუნავს მელანინის ჭარბ გამომუშავებას, რითაც ამცირებს ჰიპერპიგმენტაციას და კანის არათანაბარი ტონის სხვა ნიშნებს.
  • მცენარე Plantago Lanceolata-ს ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტი ანეიტრალებს ჟანგვითი სტრესის შედეგებს, აღადგენს კანის სასიცოცხლო ძალას და ხელს უშლის მისი ფერის შეცვლას.
  • დამატენიანებელი კომპონენტების კომპლექსი: ხაზის თითოეული პროდუქტი შეიცავს თავის კომპონენტს, რომელიც კანს ატენიანებს მთელი დღის განმავლობაში და ავსებს მას ბზინვარებით შიგნიდან.

 

* კლინიკური ტესტების შედეგად NovAge Brilliance Infinite Luminosity პიგმენტაციის საწინააღმდეგო კომპლექსური მოვლის გამოყენებისას. კლინიკური კვლევები ტარდებოდა ლაბორატორიაში Institut d'Expertise Clinique სინგაპურში 2020 წლის 19 ივნისიდან 2020 წლის 11 სექტემბრამდე 33 ქალის მონაწილეობით.

ტექსტი: