რისთვის არის საჭირო მიზანმიმართული მოქმედების საშუალებები?
შენ პასუხისმგებლობით მიუდექი კანის მოვლის პროგრამის არჩევას და ბოლოს "სწორედ ის" საშუალებები იპოვე! მაშ, რისთვის არის საჭირო დამატებითი პროდუქტები? საქმე იმაშია, რომ კანის გარეგნული იერი და ხარისხი გამუდმებით იცვლება მრავალი ფაქტორის ზემოქმედებით, მათ შორის, ჰორმონების, სტრესის, კვების რაციონის, ძილის და გარემოს მდგომარეობის ზემოქმედებით. ეს ნიშნავს, რომ რაც არ უნდა საგულდაგულო და სათუთი იყოს ჩვეული მოვლა, ზოგჯერ კანი გაცილებით მეტ ყურადღებას მოითხოვს. მიზანმიმართული მოქმედების საშუალებები არის ფორმულები აქტიური ინგრედიენტების მაღალი კონცენტრაციით, რომლებიც სპეციალურად არიან შექმნილნი ამგვარი პრობლემის აღმოსაფხვრელად.
კანის რა მოთხოვნილებებს აკმაყოფილებენ ეს პროდუქტები?
ჰიპერპიგმენტაციის შემცირებიდან ნაოჭების გასწორებამდე - ძლიერი ინგრედიენტების წყალობით ეს პროდუქტები უმკლავდებიან შესაძლო არასრულყოფილებათა მთელ სპექტრს. NovAge ProCeuticals-ის ახალ სერიას ასევე გააჩნია კანის კონკრეტული პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი. ამ ხაზის თითოეულ პროდუქტში აქტიური ინგრედიენტების კონცენტრაცია ეფექტურია თვალსაჩინო შედეგების მისაღწევად და ამასთანავე, უსაფრთხოა დამოუკიდებელი გამოყენებისათვის - თითქოს პროფესიონალი დერმატოლოგის ხელში აღმოჩნდი, საკუთარი აბაზანიდან გაუსვლელად. მაშ, რა შედის ახალ ხაზში?
შრატი C ვიტამინით (10%): ინტენსიური 4-კვირიანი კურსი, რომელიც თრგუნავს მელანინის ჭარბი ოდენობით გამომუშავებას კანის უფრო თანაბარი და მბზინავი ტონისთვის.
შრატი-კონცენტრატი რეტინოლით (1,1%): ანტიასაკობრივი მოვლა ნაოჭების შესამცირებლად, კანის ტექსტურის გასათანაბრებლად და ზოგადი გამაახალგაზრდავებელი ეფექტის შესაქმნელად.
შრატი-პილინგი AHA-მჟავებით (6%): ექსფოლიანტი, რომელიც მოქმედებს როგორც ზედაპირული ქიმიური პილინგი, აცილებს მკვდარ უჯრედებს და ასტიმულირებს ბუნებრივ განახლებას კანის სიგლუვისთვის და ჯანსაღი ბზინვარებისთვის.
შრატი-კონცენტრატი პეპტიდებით (0,5%): ინტენსიური 7-დღიანი კურსი კოლაგენის გამომუშავების ხელშეწყობისთვის, სიმკვრივის გაზრდისა და მყისიერი ლიფტინგ-ეფექტისთვის.
ბიოცელულოზის სახის ნიღაბი ნიაცინამიდით (2%) და ცენტელას ექსტრაქტით: დამამშვიდებელი და ინტენსიურად დამატენიანებელი საშუალება, რომელიც აღადგენს უფერული და გაუწყლოებული კანის ბზინვარებას პირველივე გამოყენებისთანავე.
როგორ ჩავრთოთ მიზანმიმართული მოქმედების საშუალებები კანის მოვლის ჩვეულ რუტინაში?
ამ საშუალებათა უმეტესობის მსგავსად, NovAge ProCeuticals სერიის პროდუქტები ადვილია აქციოთ კანის მოვლის ნაწილად, მაგრამ არ არის სავალდებულო ისინი გამოიყენოთ ყოველდღე ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ქვემოთ მოყვანილი მაგალითი გიჩვენებთ თუ როგორ შეუთავსოთ ერთმანეთს ProCeuticals და NovAge კომპლექსური მოვლა:
დილით:
- გამწმენდი საშუალება
- ProCeuticals მოვლა (თუ პროდუქტი განკუთვნილია დღისით გამოყენებისთვის - აუცილებლად ყურადღებით წაიკითხე ინსტრუქცია!)
- კრემი თვალების გარშემო კანისთვის
- შრატი
- დღის კრემი
საღამოს:
- გამწმენდი საშუალება
- ProCeuticals მოვლა (თუ პროდუქტი განკუთვნილია საღამოს გამოყენებისთვის)
- კრემი თვალების გარშემო კანისთვის
- შრატი
- ღამის კრემი
და ბოლო საკითხი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი
- ზოგიერთი აქტიური ინგრედიენტი (რეტინოლი, AHA-მჟავები, С ვიტამინი) თანდათანობით უნდა შევიდეს კანის მოვლის რუტინაში – ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ მშრალი და მგრძნობიარე კანი გაქვს. თუ პროდუქტი რეკომენდებულია ყოველდღიური მოხმარებისთვის, დაიწყე კვირაში 2-3-ჯერ გამოყენებით, კანის რეაქციის შესაფასებლად.
- ზოგიერთი პროდუქტი შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც ამცირებენ ეფექტურობას მზის სინათლის ზემოქმედებით ან შეუძლიათ გაზარდონ კანის მგრძნობელობა ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ. ისინი უნდა წაისვათ ღამით, ხოლო დღისით - გამოიყენოთ SPF-შემცველი საშუალებები და შეზღუდოთ მზეზე ყოფნის ხანგრძლივობა.
- არ ღირს აქტიური ინგრედიენტების შემცველი რამდენიმე პროდუქტის ერთდროულად გამოყენება. მაგალითად, რეტინოლი და C ვიტამინი არ შეეთავსება ერთმანეთს დაერთდროული გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. გამოყენებამდე ყოველთვის ყურადღებით წაიკითხე ინსტრუქცია.