1. არა მარტო სილამაზისთვის
თანამედროვე დიზაინის მთავარი პრინციპები შვედურად: ვიზუალური და სტილისტური სიმარტივე, ფორმის და ფუნქციონალურობის იდეალური ბალანსი. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს გარშემო მყოფი ყოველდღიური ობიექტების თავშეკავებულ სილამაზეს, ხოლო შემოქმედებით გადაწყვეტილებებს პრაქტიკულობაზე ვამოწმებთ.
Wellness პროდუქტების ახალი შეფუთვის შესაქმნელად ჩვენ მოვიზიდეთ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო, მრავალრიცხოვანი ჯილდოების და პრემიების მფლობელი დიაზინის სტუდია. ჩვენი მიზანია — შევძინოთ დიზაინს უფრო თანამედროვე იერსახე შვედური ესთეტიკის სულისკვეთებით, ავსახოთ პროდუქტის პრემიული ხარისხი, გავხადოთ იგი გამოსაყენებლად მარტივი.
2. პლანეტისადმი სიყვარულით
გახსენი Wellness პროდუქტი ახალ შეფუთვაში და დაინახავ, რომ მასში აღარ არის ბროშურა ინსტრუქციით. მთელი ინფორმაცია ახლა თავად ყუთზე შეგიძლია იხილო.
3. შვედური არქიტექტურის ფერებში
დედაქალაქიდან დაწყებული პატარა სოფლებით დამთავრებული, შვედეთის ყველა ქალაქის იერსახეს საკმაოდ თვალნათლივი დეტალი აერთიანებს: შენობების ფერი. ყავისფერი, ზეთისხილისფერი და წითელი, ყვითელი, ვარდისფერი და ცისფერი პასტელის ჩანაწინწკლებით, ქმნიან საოცრად მრავალფეროვან პალიტრას, რომელიც შვედური არქიტექტურის საფირმო ნიშნად იქცა.
დიზაინერებმა ახალ შეფუთვაში ამ ელფერების უმრავლესობა გამოიყენეს იმისათვის, რომ ხაზი გაესვათ Wellness პროდუქციის შვედური წარმოშობისთვის, მაგრამ ამავდროულად, შეინარჩუნეს ტრადიციული, მკვეთრად იისფერი ტონი ველნეს პეკის და მულტივიტამინების და მინერალების კოპლექტის ყუთებზე. რის წყალობითაც ეს პროდუქტები ცნობადი გახდა მთელ მსოფლიოში.
«Wellness-ის ახალი შეფუთვის შესაქმნელად ჩვენ მოვიწვიეთ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო დიაზინის სტუდია მრავალრიცხოვანი ჯილდოებით და პრემიებით».
კორნელია გრეკო, ორიფლეიმის შეფუთვის დიზაინის მთავარი მენეჯერი.