1. სად შეიქმნა პირველი არომატები?
არსებობს რამდენიმე თეორია არომატების წარმოშობის შესახებ, თანაბარწილად მოიხსენებიან მესოპოტამიის მკვიდრნს, სპარსელებს და ეგვიპტელებს. პირველ ცნობილ «პარფიუმერად» მიიჩნევა ქიმიკოსი ქალი სახელად ტაპუტი (Tapputi), რომელიც ჩვ. წ.ა-მდე II ათასწლეულში ცხოვრობდა.
თითქმის ოთხი ათასი წლის წინ ეგვიპტეში ხალხი იყენებდა არომატებს ყველგან: რელიგიური წეს-ჩვეულებებისთვის და დაკრძალვის რიტუალებისთვის. შეგვიძლია მოვიხსენოთ ნეფერტუმი, რომელიც ეგვიპტური მითოლოგიაში მცენარეულობის, პარფიუმერიის და არომატების ღმერთად მიიჩნეოდა. ითვლებოდა. ყველაზე ხშირად ნეფერტუმი გამოსახულია ყმაწვილის სახით ლოტოსის ყვავილით თავზე, ღვთაებრივი მცენარისა, ნაყოფიერების და კეთილდღეობის სიმბოლოთი. დღესდღეობით ლოტოსი — ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინგრედიენტია სუნამოებისთვის. არსებობს ლეგენდა, რომ ღმერთი სახელად "რა" გაჩნდა პირველქმნილი ლოტოსის ყვავილიდან, რომელმაც სული ჩაუდგა მას.
პარფიუმერების კიდევ ერთი თაყვანისმცემლები იყვნენ სპარსელებიც, რომლებიც იყენებდნენ არომატებს როგორც პოლიტიკური ძალაუფლების სიმბოლოს. მეფეების გამოსახულებებზე შესაძლებელია პარფიუმერული ფლაკონების ნახვა. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ბერძნებმა და რომაელებმა არ დაიპყრეს სპარსეთი: ახალი ხელისუფლების მოსვლასთან ერთად არომატების შექმნა აღიქვა როგორც ხელოვნება. ეს «ტრენდი» გავრცელდა მთელ მსოფლიოში და 1190 წელს საფრანგეთს მიაღწია, სადაც პარფიუმერული ხელოვნება სამრეწველო მასშტაბით იზრდებოდა და ძვირად ღირებულ ბიზნესად გადაიქცა.
2. როგორი იყო მსოფლიოში პირველი არომატი?
სხვადასხვა ქვეყნებში პარფიუმერული მრეწველობის განვითარება განსხვავებულად მიმდინარეობდა. არსებობდა არომატების უამრავი ტიპი. მაგრამ უნგრელები იყვნენ პირველები, ვინც შექმნა პარფიუმი სპირტისა და ზეთების საფუძველზე. ასეთი საჩუქარი მიართვეს დედოფალ ელიზავეტა უნგრელს XIV საუკუნეში. ამ პარფიუმს ეწოდებოდა უნგრეთის წყალი (Hungary Water), ხოლო ძირითადი ნოტები იყო როზმარინი, პიტნა და მელისა. ლეგენდის თანახმად, მას გამაახალგაზრდავებელი თვისებები ჰქონდა და დედოფალს სილამაზის შენარჩუნებაში ეხმარებოდა.
3. რომელი პარფიუმერული ინგრედიენტებია ყველაზე ძვირადღირებული?
ყველაზე ძვირადღირებული და ძვირფასი სუნამოები მზადდება ზეთების აბსოლუტებისგან, მცენარეებისა და ყვავილებისგან მოპოვებული კონცენტრირებული და ზეთოვანი ნარევებისგან. ბუნებრივი ინგრედიენტები ყველაზე ძვირფასია: ჟასმინი, ბულგარული ვარდი, არწივის ხე, მუშკი და ირისი. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ინგრედიენტია ნაცრისფერი ამბრა, რომელიც წარმოიქმნება კაშალოტების საჭმლის მონელების ტრაქტში, რამდენადაც უცნაურად არ ჟღერდეს ეს. ინგრედიენტის მაღალი ფასი უკავშირდება იმას, რომ ბუნებრივი წყარო დაკარგულია, მაგალითად, არწივის ხის ზეთი ან მისი მოპოვება არა სეზონზე ხდება, ისევე როგორც მადაგასკარის ილანგ-ილანგისა.
არომატების შესაქმნელად ჩვენ ორიფლეიმში ვიყენებთ მხოლოდ მაღალი ხარისხის ინგრედიენტებს მთელი მსოფლიოდან. გსურთ გაიგოთ უფრო დაწვრილებით? გეპატიჟებით პარფიუმერულ მოგზაურობაში!