ევროპა
დავიწყოთ მოგზაურობა იტალიაში. აქ ჩვენ სახელგანთქმულ ჭალებს შევხვდებით ფორთოხლის ხეებით. ფორთოხლის ყვავილების არომატი (ფლერდორანჯა, ნეროლი — ინგრედიენტის სხვა სახელები) ჯერ კიდევ XVI საუკუნის იტალიის მაღალ საზოგადოებაში გახდა პოპულარული. ახლა ეს უნიკალური ნოტი ხე-ყვავილოვან კომპოზიციაში Giordani Gold Essenza ჟღერს.
ვაგრძელებთ გზას. იტალიის აღმოსავლეთით, ბულგარეთის თვალწარმტაც ველებში იზრდება ვარდი, რომლის ზეთს Volare არომატის შესაქმნელად ვიყენებთ. სეზონის მთავარი ტრენდი და პარფიუმერული მანიაკების ფავორიტი, ვარდი, არომატს რომანტიულ ნოტს სძენს და ბედნიერ წამებს გვაგონებს.
აფრიკა
შემდეგი გაჩერება — მაროკო. აქ იზრდება ერთ-ერთი უძველესი პარფიუმერული ინგრედიენტი — კედრის ხე. მისმა მძლავრმა, მაგრამ დიდებულმა არომატმა Eclat Homme კომპოზიციის შექმნის სურვილი აღგვიძრა.
მაროკოს სამხრეთით, ეკზოტიკურ მადაგასკარში, იზრდება ყვავილი ილანგ-ილანგი, რომლის მათრობელი არომატი აფროდიზიაკის მსგავსად მოქმედებს. არ არის გასაკვირი, რომ ილანგ-ილანგის ზეთს პარფიუმერული წყლის Possess Woman შესაქმნელად ვიყენებთ.
აზია
კიდევ ერთი ლეგენდარული ინგრედიენტის გასაცნობად აღმოსავლეთში, ინდოეთში გავემგზავროთ. აქ იზრდება ტუბეროზა, ყვავილი, რომლის არომატი გამთენიისას მძაფრდება. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ ახალ კომპოზიციაში Sublime Nature Tuberose - პუდრისა და მწვანე აკორდებით.
მოგწონთ ხის არომატები? მაშინ ინდონეზიაში გავემგზავროთ. აქ იზრდება სანდლის ხე, ერთ-ერთი უძვირესი ინგრედიენტი პარფიუმერულ სამყაროში. სწორედ ეს ინგრედიენტი განაპირობებს პარფიუმერული წყლის Volare Gold მკვეთრ მოტკბო ჟღერადობას.
სამხრეთ ამერიკა
გადავკვეთეთ წყნარი ოკეანე და აღმოვჩნდით ტროპიკულ ბრაზილიურ ტყეებში, სადაც დიფტერიქსის ხის მოძებნა შეიძლება. მისი ნაყოფი (ტონკას ბარდა) არომატების შექმნისთვის ერთ-ერთი უძვირფასესი ინგრედიენტია. ნაყოფის მოგროვება მუსონური წვიმების შემდეგ ხდება. მას შემდეგ, რაც ბარდა მზეზე გაშრება, გარედან უთხელესი თეთრი «პირბადე» — კრისტალური კუმარინი ჩნდება. სწორედ მისი წყალობით აქვს მის ინგრედიენტს დამახასიათებელი სურნელი და გურმანული ნოტები. განსაკუთრებული ტექნოლოგიის წყალობით ჩვენ შევძელით ამ საოცარი მომენტის გადმოცემა პარფიუმერულ წყალში Sublime Nature Tonka Bean.
ჩრდილოეთ ამერიკა
ჰაიტიში, სადაც ჩვენს მოგზაურობას დავასრულებთ, ვეტივერიას დავინახავთ. კომპონენტის მიღების რთული პროცესი (12 თვეზე ხანგრძლივი მუშაობა) და მდიდარი ჟღერადობა ვეტივერიას პარფიუმერების ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ინგრედიენტად აქცევს. მისი ნოტები საოცრად უხდება კომპოზიციას Giordani Gold Man: ვეტივერიის ნოტების დახვეწილი შლეიფი არომატის ქარიზმატულ ხასიათს განასახიერებს.
და ბოლოს, გვატემალაშიც შევიხედოთ, სადაც კარდამონს შევხვდებით. ამ ძვირფას ინგრედიენტს, რომლის ღირებულება თითქმის უტოლდება ზაფრანას და ვანილს, ჩვენ ტუალეტის წყალში Men's Collection Dark Wood. ვიყენებთ. სურნელოვანი ნოტები და ხის შლეიფი — იდეალური შერწყმა.